მიგაჩნიათ რომ მინიმალიზმის მიმდევარი ხართ? თავს უფრო კომფორტულად გრძნობთ, როცა ცოტა ნივთები გაქვთ და მხოლოდ ისინი, რომლებიც აუცილებლად მიგაჩნიათ? თქვენ უბრალოდ არაფერი ზედმეტი და არა საჭირო ნივთი არ გაქვთ. ოდესმე დაფიქრებულხართ, ახდენს თუ მინიმალიზმის ცხოვრებასა და ხასიათზე თქვენი ზოდიაქოს ნიშანი?
ლომი
ლომს უყვარს ფულის დახარჯვა, მაგრამ არა საკუთარ თავზე, არამედ ახლობლების საჩუქრებზე. ის ხარისხს აფასებს და ამიტომ მზად არის დიდი თანხა გადაიხადოს. ფასდაკლებები და ამოყიდვა ლომისთვის არ არის, შესაბამისად, მათ ბევრი ნივთი არ აქვთ, რომლებიც უბრალოდ სახლში ადგილს იკავებენ. ლომი ზედმეტი ნივთის გარეშეც შესანიშნავად გაძლებს და ფულს შეინახავს იმ ნივთისთვის, რომელიც ნამდვილად სჭირდება. მას არ სურს, რომ მისი ბინის დიდებულმა ინტერიერმა ლომის ბრწყინვალე პიროვნება დაჩრდილოს და აქედან გამომდინარე ცდილობს იყოს მინიმალისტი და მარტივი ხაზები გამოიყენოს.
ქალწული
მინიმალიზმი ქალწულში – არის სისუფთავე, წესრიგი და ორგანაზაცია მაღალ დონეზე. ქალწულს ურჩევნია რამდენიმე საყვარელი ნივთი ჰქონდეს, რომელთაც მარტივად მოუვლის, ვიდრე ოთახი ძვირადღირებული ავეჯით გადავსებული იყოს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ, როცა ყველა ნივთი თავის ადგილას არის. რაც უფრო ნაკლები საგანია, მით უფრო ადვილია მათი მოწესრიგება. ზოგჯერ რამდენიმე აუცილებელი ნივთის არ ქონა ურჩევნიათ, ვიდრე თითოეული სანტიმეტრის უაზრობებით ავსება.
მორიელი
მორიელი მინიმალისტი არის მაშინ, როცა საქმე ეხება ადამიანებს მის ცხოვრებაში. მას სურს რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავდეს, ვისაც ენდობა, ვიდრე ადამიანების დიდი წრე, რომელთაც ძლივს იცნობს. მორიელი სოციალურ ქსელში ყოველთვის „მეგობრების წმენდას“ ახორციელებს, ამასთან კარდინალურად. ის მხოლოდ რჩეულ მეგობრებს დაუახლოვდება და თავს აარიდებს ახლობლებსა და ნაცნობებს, რადგან საკუთარ ცხოვრებაში ვინმეს შეშვების სურვილი არ აქვს.
მშვილდოსანი
ყველა მშვილდოსანი რადგან მუდმივად მოძრაობაში არიან და მუდმივად მოგზაურობენ, როგორც წესი, ნივთების რაოდენობას, რომლებიც აქვთ, მინიმუმამდე ამცირებენ. ფაქტიურად მშვილდოსანს ყველა მისთვის აუცილებელი ნივთის ერთ პაკეტში შეგროვება შეუძლია. ასევე მშვილდოსანს მრავალფუნქციური ნივთები უყვარს: მაგ., ქოქოსის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზეთი საკვების მოსამზადებლად, ასევე დამატენიანებელი კრემი და საპარსი კრემი. ეს ნიშანი ყოველთვის თავის ნივთებს ახარისხებს და სინანულის გარეშე არასაჭირო ნივთს ნაგავში ყრის.
მერწყული
მერწყულს ჩვეულებრივ აქვს სია (ხელით ჩაწერილი ან, შესაძლოა, გონებაში ჩამოწერილი) იმის შესახებ, თუ რას თვლის აუცილებელ ნივთად. ამ ნიშნის წარმომადგენელმა იცის, თუ რა სურს და რა სჭირდება, რომ ნორმალურად იცხოვროს ყოველგვარი ბრწყინვალების და ფუფუნების გარეშე. მას ზედმეტი არ სურს და ცდილობს სწრაფად მოიშოროს ნივთები, რომლებიც უკვე დრომ მოჭამა. მერწყული, როგორც წესი, ნაგავს არ ტოვებს და ყოველთვის ალაგებს ყველა საყოფაცხოვრებო ნივთს (მსხვილი საგნების გარდა). სხვათა შორის, მერწყულის მინიმალიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ის საკმარისად გამომგონებელი ადამიანი არის, რომელსაც მცირე სივრცის ოპტიმიზაციაც შეუძლია.
თევზები
თევზი ყოველთვის სხვადასხვა მიმართულებით დაცურავს: მას შეიძლება ბევრი ნივთი ჰქონდეს, ან იყოს ასკეტი და უფულო. მათ არ სურთ რომ მატერიალურ ფასეულობებზე ზედმეტად დამოკიდებულნი იყვნენ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ძველ ნივთზე მიჯაჭვულობის გრძნობა გაუჩნდეთ. თევზი მინიმალისტია ფულთან ურთიერთობაში. ისინი მოკრძალებულნი არიან, მაგრამ ძუნწები არ არიან. ისინი ეძებენ მომგებიან გარიგებებს და შემოთავაზებებს და სურთ შეიძინონ რაღაც ძალიან დაბალ ფასად. თევზი ფულიდან მაქსიმუმ სარგებელს მიიღებს და თუ ნივთს ფასდაკლებით ვერ ნახულობს, მშვიდად იცხოვრებს ამ ნივთის გარეშეც.
მინიმალიზმი არის სიმარტივე, ორგანიზებულობა და კომფორტი ყველაზე აუცილებელ ნივთებთან და ადამიანებთან ერთად.