ხანდახან როგორ გეშინია დაბერების, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც დღევანდელი ისტორიის მსგავსი ისტორიები გესმის. ეს გულდასაწყვეტი შემთხვევა რეალურად მოხდა, მაგრამ ზუსტად სად და როდის, ამაზე არ ვისაუბრებთ. დაე, ყველამ იფიქროს, რომ ეს მის მშობლიურ ქალაქში მოხდა. მოთხრობის ბოლომდე წაკითხვის შემდეგ, ზუსტად მიხვდებით, რას ნიშნავს დასახმარებლად მისვლა საჭირო დროს. გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს ისტორია ადამიანებს კეთილი საქმეების კეთებას შთააგონებს.
რას ნიშნავს დახმარება საჭირო დროს?
გიორგიმ შორიდან შენიშნა თავისი მოხუცებული მეზობელი ბარბარე ბებია, რომელსაც რაღაც ჩანთები მოჰქონდა. ჩანთები ძალიან მძიმე ჩანდა, ამიტომ ახალგაზრდა კაცი მის დასახმარებლად გაეშურა. აღმოჩნდა, რომ ბარბარე ბებია სტუმრად შვილიშვილებს ელოდა. იმიტომ შეიძინა ამდენი პროდუქტი, რომ მათთვის გემრიელი საჭმელები დაეხვედრებინა.
„შეგეძლოთ, მათი ჩამოსვლის დღეს წასულიყავით მაღაზიაში, თქვენი ვაჟიც დაგეხმარებოდათ“, – გონივრულად აღნიშნა გიორგიმ. მაგრამ მეზობელმა უპასუხა, რომ მისი ვაჟი ბავშვების ჩამოყვანის შემდეგ, მაშინვე დასასვენებლად მიფრინავდა თავის ცოლთან ერთად. ჩვენმა გმირმა კვლავ ვერაფერი გაიგო. მას არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა 70 წლის ქალთან ორი ძალიან ცელქი ბავშვის დატოვება და დასასვენებლად გამგზავრება. ბიჭმა მეზობელს უთხრა, რაც გაიფიქრა.
მან მხოლოდ ის უპასუხა, რომ ზოგჯერ ცოლ-ქმარს მარტო ყოფნა სჭირდება, ახალგაზრდები არიან. ეს გასაგებია, მაგრამ მათ შეეძლოთ, რომ ბავშვები ბანაკში გაეგზავნათ. მას ხომ მათი მოვლა ძალიან გაუჭირდება. გიორგი ამას ამაოდ არ ამბობდა. ეს ბავშვები წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდნენ ბებოსთან სტუმრად და მთელი ეზო ფეხზე იდგა ხოლმე. ბარბარე ბებია მეზობლებთან დადიოდა და ყველას ბოდიშს უხდიდა მათი საქციელის გამო.
მოხუცმა გიორგის მხოლოდ ის უპასუხა, რომ ბებიები სწორედ იმიტომ არიან საჭირო, რომ მშობლებმა ცოტათი დაისვენონ. მას საერთოდ არ უჭირს და პირიქით უხარია ბავშებთან ერთად დროის გატარება. ამ დროს ჩვენს გმირს თავში ერთმა აზრმა გაუელვა. მან მხოლოდ ის ჰკითხა, რამდენი დღით ჩამოდიოდნენ ბავშვები. აღმოჩნდა, რომ ორი კვირით და გიორგის ეს ძალიან აწყობდა.
მოულოდნელი შეთავაზება
„ბარბარე ბებია, თქვენც უნდა გაემგზავროთ დასასვენებლად“, – მოულოდნელად უთხრა გიორგიმ, როდესაც პროდუქტების ჩანთა მეზობლის სახლში შეიტანა. საქმე ის იყო, რომ სამი კვირის შემდეგ ის თავის ბებიას აგზავნიდა სანატორიუმში. კიდევ ერთი საგზურის ყიდვა, მისთვის რთულ საქმეს არ წარმოადგენდა, ქალები კი ერთად დაისვენებდნენ.
თავიდან ქალმა უარი თქვა, ეს ხო საკმაოდ დიდ თანხასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გიორგიმ არ მოიშალა. მან შეახსენა ბარბარე ბებიას, თუ ერთ დროს, როგორ ეხმარებოდა ის მათემატიკაში. ინგლისური კი გიორგის თავიდანვე უცხოპლანეტელების ენად ეჩვენებოდა. სწორედ მეზობლის დაჟინებულობის წყალობით სწავლობდა გიორგი და მიდიოდა საკუთარი მიზნისკენ. ახლა მას ძალიან კარგი შემოსავალი აქვს, ამიტომ თავისუფლად შეუძლია ორი საგზურის საფასურის გადახდა.
ბოლოს მან შეძლო ქალის დაყოლიება. და როდესაც ქალი სანატორიუმიდან დაბრუნდა, მას სახლში კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. გიორგიმ ბარბარე ბებიას კატა უყიდა. ეს იყო ჟღალი ლამაზი კატა. ცოტა ხანში ბებიამ კატას საკმაოდ ძვირადღირებული სახლი უყიდა. მოკლედ, ცხოვრება გრძელდებოდა, თუმცა ახლობლები არც ისე ხშირად ურეკავდნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩამოსვლაზე.
სამწუხარო ამბავი
სამაგიეროდ, ბავშვები ძალიან სწრაფად გამოჩნდნენ, როდესაც ბარბარე ბებია გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ მალევე, მისი ბინიდან რეგულარულად ისმოდა ჩხუბის ხმა. მოხუც ქალს ანდერძი არ დაუტოვებია, ამიტომ შვილები ვერ თანხმდებოდნენ, ვის რა შეხვდებოდა მემკვიდრეობით.
ერთ საღამოს გიორგის კარზე ზარი გაისმა. ზღურბლზე გარდაცვლილის რძალი იდგა კატით ხელში. იგი დარწმუნებული იყო, რომ მის თვალწინ სწორედ ის მეზობელი იდგა, რომელმაც გაუკეთა ეს საჩუქარი და ცხოველი ჩვენს გმირს ჩაუგდო ხელში: „შენ გქონდეს. კატა არავის სჭირდება. მოხუცი მხოლოდ მასზე ზრუნავდა. ჯობდა საკუთარ ვაჟზე ეფიქრა და ბინა მისთვის დაეტოვებინა. სხვათა შორის, რწყილებით სავსე სახლი დერეფანშია, ისიც წამოიღეთ!“
გიორგიმ კატა დაამშვიდა და მისი „მზითვის“ წამოსაღებად წავიდა. შესამჩნევი იყო, რომ სახლს რამდენჯერმე წიხლი დაარტყეს და გადააბრუნეს. ალბათ ნივთების გატანაში უშლიდათ ხელს. შეეძლოთ გადაეგდოთ, მაგრამ მაინც დატოვეს. აშკარა იყო, რომ დიდი ხანია არავის გაესუფთავებინა. ასე რომ, ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა კატის სახლი მოეწესრიგებინა.
დასუფთავების პროცედურების დროს გიორგიმ ერთ-ერთი კედლის უკან პატარა ყუთი იპოვა. შიგნით იყო ძვირფასი ქვებით მორთული გულსაკიდი. ადრე ბარბარე ბებიამ ეს სამკაული რამდენჯერმე ახსენა და თქვა, რომ ის საოჯახო რელიქვია იყო. მამაკაცმა დააპირა, რომ ის გარდაცვლის შვილებთან წაეღო, მაგრამ ქაღალდის ნაჭერი დაინახა.
ჩანაწერში ეწერა, რომ ეს ძვირფასეულობა გიორგის უნდა დარჩენოდა. გარდაცვლილი მეზობელს ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებასაც უსურვებდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენი გმირი უბრალოდ ეფერებოდა კატას და ფიქრობდა, დაებრუნებინა თუ არა სამკაული. ცოტა ხნით ჩაეძინა კიდეც. მას ბარბარე ბებია დაესიზმრა, რომელმაც უთხრა, რომ არც კი უნდა გაეფიქრებინა ნათესავებთან წასვლა. ყველამ დაინახა, რომ მათ ის მიატოვეს. ასე რომ, გიორგის სინდისი სუფთაა, მთავარია მან კატა არ დატოვოს უპატრონოდ.
„ნუ ღელავთ, ბარბარე ბებია, კატას მივხედავ…” თქვა კაცმა, როცა გაიღვიძა. გარეთ უკვე ბნელოდა, მაგრამ მაინც მოუწია მაღაზიაში გაქცევა, რათა კატისთვის საკვები მოეტანა. ახლა გიორგის სახლში კიდევ ერთი ცოცხალი არსებაა და ის ამას უნდა შეეჩვიოს.