საფუარით გამოკვება: რომელი მცენარისთვისაა სასარგებლო და რომლისთვის არა

989

ზაფხულის სეზონის დაწყებისთანავე საფუარის გაყიდვები იზრდება. ფიქრობთ, რომ მეაგარაკეები ალუბლის პეროგს აცხობენ? რა თქმა უნდა, დიახ, მაგრამ ეს მთავარი მიზეზი არაა. გამოცდილმა მებოსტნეებმა იციან, რომ საფუარით გამოკვება უბრალოდ შეუცვლელია. საფუარი სასწაულებრივ ეფექტს ახდენს, მცენარის ზრდას ხელს უწყობს და მკვებავი ნივთიერებებით ამდიდრებს. მეაგარაკეებმა, რომლებმაც საფუარის სასუქი ერთხელ მაინც გამოსცადეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში მასზე უარI თქვან. საფუარის სასუქი ყველა მცენარეზე კარგად არ მოქმედებს. Vivien გიამბობთ, როგორ არ გააფუჭოთ მოსავალი.

საფუარით გამოკვება: რეცეპტები და გამოყენება – საფუარის სასუქის მოსამზადებლად როგორც მშრალი, ასევე ახალი საფუარი გამოგადგებათ. გახსოვდეთ, რომ მშრალ საფუარს გასააქტიურებლად შაქარი სჭირდება.

  • რეცეპტი №1: 200 გ ახალ საფუარს 1 ლ წყალი დაასხით, სრულ გახსნამდე აურიეთ და რამდენიმე საათით გააჩერეთ. ახლა ნარევი კიდევ 9 ლ წყალში აურიეთ. მზა ხსნარი იმ დღესვე გამოიყენეთ.
  • რეცეპტი №2: 10 გ მშრალი საფუარი და 2 ს/კ შაქარი 10 ლ წყალში გახსენით. ხსნარი რამდენიმე საათით გააჩერეთ, შემდეგ გამოიყენეთ.

თუ საფუარის წყალში გახსნისას ქაფი არ წარმოიქმნა, გამოდის, რომ სოკო მკვდარი და უმოქმედოა. ასეთი გამოკვება შედეგს არ მოგცემთ. საფუარზე დაფუძნებული სასუქი უფრო ეფექტური რომ გახდეს, ჭინჭარი, რძე ან ნაცარი შეგიძლიათ დაუმატოთ.

საფუარის სასუქით გამოკვება – აქ ერთი ინსტრუქცია არ არსებობს, რადგან თითოეულ მცენარეს გარკვეული რაოდენობის სასუქი სჭირდება. მაგალითად, წიწაკის, პომიდვრისა და კიტრისთვის 1 ლ სასუქი ფესვებთან უნდა გამოიყენოთ. ჭარხალსა და სტაფილოს უფრო მეტი სჭირდება: 3 ლ 1 მ კვალზე. გარდა ამისა, ამ კულტურების გამოსაკვებად საფუარს სჯობს ნაცარი დაუმატოთ. კენკრას 5 ლ სასუქი სჭირდება 1 მ²–ზე (ასკორბინის მჟავით და ნაცრით), ხოლო კენკრის ბუჩქებს – 1-5 ვედრო!

რომელ მცენარეებს არ შეეფარება საფუარით გამოკვება – საფუარის სასუქი უნივერსალური ხასიათის მიუხედავად, ყველა მცენარეს არ უხდება. მაგალითად, ხახვი, ლობიო, ნიორი, ბარდა და კარტოფილი სჯობს საფუარით არ გამოკვებოთ.

ასე რომ, საფუარის სასუქი მარტივი, იაფი და ეკოლოგიური მეთოდია თქვენი კვლების გამოსაკვებად. ბოსტნეულის, ხილის და კენკრის უხვი მოსავლის მიღებას გისურვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს