რატომ ცვივა ქალებს თმა? შეიძლება ამის რამდენიმე მიზეზი არსებობდეს. თუ ცვენის ინტენსივობა არანორმალური არ არის, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია დამოუკიდებლად – ერთი სამკურნალო ელექსირისა და ჯადოსნური სიტყვების დახმარებით. ყველა ქალში ხომ ბრძენი ჯადოქარი ცხოვრობს. დაე, წინაპრების უძველესმა ცოდნამ იზრუნოს თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე! ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ მარტივ რეცეპტზე ჯანსაღი თმისთვის.
თმის ცვენა ქალბატონებში
როგორ ყრით სავარცხლიდან ამოღებულ თმას? ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ადამიანს შეუძლია თითქმის ნებისმიერი საგანი გამოიყენოს საკუთარი სარგებლისთვის. მთავარია მისი სპეციალური სიტყვებით დამუხტვა და აღარ ექნება დასასრული იღბლიანობას და წარმატებულობას!
დღეს ვისაუბრებთ ერთ მარტივ ენერგეტიკულ პრაქტიკაზე თმისთვის. ის ხელს შეუწყობს ჯანმრთელობის მოზიდვას და დაავადებებისგან თავის დაღწევას. მათ შორის თმას მოაშორებს სისუსტეს და შემატებს მბზინვარებას.
თმის ცვენა – ნორმალური მოვლენაა. საშუალოდ, ადამიანი დღეში ასობით თმას კარგავს. მაგრამ სავარცხლიდან ამოღებული თმა პირდაპირ არ უნდა გადაყაროთ. თუ თმას ნიჟარაში, საწოლში ან საშხაპეში აღმოაჩენთ, შეაგროვეთ და გადაყარეთ სპეციალური გზით.
შეახვიეთ თმა ქაღალდში ან ხელსახოცში. თუ შესაძლებელია, დაწვით. თუ არა, მაშინ გადააგდეთ ამ ხელსახოცით. ამავდროულად, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ძველი თმა მიდის, ჩემი სნეულებები და ტკივილები თან მიაქვს. ჭეშმარიტად! წარმოთქვით შელოცვა ყურადღებით, ყოველი სიტყვა განზრახვით აღავსეთ.
შეასრულეთ ეს პატარა რიტუალი მუდმივად და წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები გააზრებულად. უმოკლეს დროში შეამჩნევთ, როგორ შესუსტდება თქვენი დაავადებები. ნაკლებად ხშირად გახდებით ავად და მეტი ენერგია გექნებათ. თქვენი თმა თავისი სისქით და სიჯანსაღით გაგახარებთ.
ხალხური ელექსირი ჯანსაღი თმისთვის
თქვენს საყვარელ თმაზე შეგიძლიათ აბაზანის პროცედურების დროსაც იმუშაოთ. არ აქვს მნიშვნელობა თმა ასაკოვან თუ ძალიან ახალგაზრდა ქალს ცვივა: ეს სასწაული ელექსირი ჩვენმა ბებიებმა გამოიგონეს ყველა ქალბატონისთვის.
შხაპის მიღებისას აბაზანაში შეიტანეთ ნახევარი ჩაის კოვზი თხევადი თაფლი. თუ თაფლი ძალიან სქელია, ოდნავ გაათბეთ წყლის აბაზანაზე. შეურიეთ თაფლი შამპუნის მოცულობას, რომელიც ერთ დაბანაზე გჭირდებათ.
სანამ ნარევს თავზე წაისვამთ, უნდა დამუხტოთ. არ დაიზაროთ, წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „ჩემი თმის სიჯანსაღისთვის, მისი სილამაზისა და ზრდისთვის. ჭეშმარიტად! და დაიწყეთ პროცედურა.
თმაზე წასმის შემდეგ ერთი წუთით შეჩერდით, ისევ გაიმეორეთ ჯადოსნური სიტყვები და განაგრძეთ თმის დაბანა. დაე, ეს სასიამოვნო და სასარგებლო რიტუალი გახდეს თქვენი რუტინის ნაწილი. მალე შეამჩნევთ, რომ თმა უფრო დატენიანებული, სქელი და მოცულობითი გახდება.
ქალს თმა სცვივა? თაფლი დაეხმარება!
საუბარია არა მხოლოდ სიტყვების განსაკუთრებულ ძალაზე. თაფლი თმის მოვლაში დიდი ხანია ტრენდული საშუალებაა.
რატომ უყვარდათ ასე ძალიან თაფლი მოვლილ ლამაზმანებს მთელი ისტორიის მანძილზე? ძირითადად მისი დამატენიანებელი და გამაძლიერებელი თვისებების გამო. თაფლი ინარჩუნებს ტენიანობას თმის ღერებში და თმა ხდება გლუვი, რბილი და მორჩილი. ანტიოქსიდანტების წყალობით, ის აღადგენს თმის სტრუქტურას ბოლქვებიდან ბოლოებამდე და იცავს მას მსხვრევადობისგან.
და რა მოხდენილად ბრწყინავს და პრიალებს კულულები თაფლის ნიღბებისა და კონდიციონერების შემდეგ! კიდევ ერთი ბონუსი არის სუფთა სკალპი ქერტლის გარეშე და სებორეის შემსუბუქება.
თავისუფლად გამოიყენეთ ეს ბუნებრივი ნობათი თქვენი თმის მუდმივი მოვლისთვის. გააოცეთ თქვენი მეგობრები ლამაზი თმით, რომლის მოვლაზეც გროშები დაგეხარჯებათ. მაგრამ ასევე გახსოვდეთ: პრევენცია ვერ ჩაანაცვლებს მკურნალობას, თუ თქვენი ჯანმრთელობა მოითხოვს სამედიცინო ჩარევას.