არომატული სკრაბი-საპნის გაკეთება არ არის რთული. უბრალოდ, დარწმუნდი, რომ ყველა აუცილებელი ინგრედიენტი ხელთ გაქვს და მიჰყევი ქვემოთ მოცემულ ინსტრუქციას.
მაშ ასე, შენ დაგჭირდება:
- 150 გრ რძე;
- შვრიის ფანტელი;
- 2 ჩაის კოვზი თაფლი;
- 200 გრ ბავშვის საპონი;
- 3-5 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი;
- 1 ჩაის კოვზი გლიცერინი;
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
როგორ მოვამზადოთ:
- გახეხე ბავშვის საპონი;
- დაუმატე შემთბარი რძე;
- შეათბე მასა წყლის აბაზანაზე, სანამ საპონი მთლიანად არ გადნება;
- აქვე დაუმატე რიგრიგობით თაფლი, ზეითუნის ზეთი, გლიცერინი, ფორთოხლის ეთერზეთი.
- ურიე მასას და მიიყვანე ადუღებამდე.
- დაუმატე დაფქული შვრიის ფანტელი. აცადე მასას, გაგრილდეს.
- წაუსვი ფორმებს მცენარეული ზეთი. კიდევ ერთხელ მოურიე მასას და მოათავსე ფორმებში.
- აცადე საპონს გამაგრება და შემდეგ ამოიღე ფორმებიდან.
- საპონი 4-6 დღის განმავლობაში უნდა გამოშრეს.
აუცილებლად შეინახე ეს სასარგებლო რეცეპტი, გამოსცადე და გაუზიარე მეგობრებსაც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს