ოჯახში მეუღლეებს შორის როლების განაწილება ზოგჯერ ძალიან რთულია. მით უმეტეს, თუ ოჯახური ცხოვრება ძალიან ადრე დაიწყო: ერთ-ერთი პარტნიორის უბრალო ახირებების ან ადრეული ორსულობის გამო. მაგალითად, ქმარი ყოველთვის არ არის შესანიშნავი ლიდერი. ცოლი კი ხშირად მზად არ არის სამზარეულოში ჯდომისთვის და საოჯახო საქმეების კეთებისთვის. ასე რომ, საბოლოოდ, ასე ვღებულობთ მთელ ქალთა მოდგმაზე გაბრაზებულ კიდევ ერთ მამაკაცს და დამატებით, კიდევ ერთ ყოფილ დიასახლისს. სამწუხაროა…
ასეთი შემთხვევების შესამცირებლად საჭიროა, რომ წყვილი სათანადოდ იყოს მომზადებული ერთად ცხოვრებისთვის. თითზე ბეჭდის გარეშეც კი, მაგრამ ერთ ჭერქვეშ სხვა ადამიანთან ერთად ცხოვრებით, შეგიძლიათ შეიცნოთ მრავალი ცხოვრებისეული სიბრძნე. ახლა, 21-ე საუკუნეში, ერთად ცხოვრებისთვის არ არის აუცილებელი პასპორტში შტამპი. ამავდროულად, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ უკეთ გაიცნოთ თქვენი საყვარელი ადამიანი სხვა, არა მხოლოდ რომანტიკული, მხრიდან. ეს არის თანამედროვე ცხოვრების რეალობა.
ყოფილი დიასახლისი
მე არ ვიცი არაფერი, რაც მდგომარეობიდან გამომიყვანდა იმაზე მეტად, ვიდრე ყოველდღიური საყოფაცხოვრებო რუტინა. მე არ ვგულისხმობ კუთხეებში მტვრის გაწმენდასა და კბილების გახეხვას. არა, მე ვსაუბრობ ქალების „პასუხისმგებლობებზე”, რომლებსაც კაცები მრავალი საუკუნის განმავლობაში გვაკისრებდნენ. სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, რეცხვა, ბავშვების მოვლა და სხვა დავალებები – მძიმე ტვირთად ჰკიდია ქალების სუსტ მხრებზე.
სწორედ ამიტომ ვარ ახლა განქორწინებული. აღარ მყავს ქმარი, რომელიც სამსახურიდან ყოველდღე უკმაყოფილო და გაბრაზებული სახით ბრუნდებოდა. აღარ არსებობს აუცილებლობა, ცალმხრივად ვამხნევებდე უცხო ადამიანს და მუდმივად ვუმეორებდე, თუ როგორი მაგარია და როგორ მიაღწევს წარმატებას კარიერაში. დიახ, გარკვეული დადებითი ასპექტებიც გაქრა, ეს მართალია. მაგრამ თუ შევადარებთ ყველა დადებით და უარყოფით მხარეებს, გარწმუნებთ, განქორწინება ყველაზე კარგი რამაა, რაც ამ ბოლო დროს დამემართა!
სულ რაღაც 5 წელიწადში, გამხდარი და მხიარული გოგო, გადავიქეცი გადაღლილ ქალად, ჭარბი წონითა და ხშირი ქოშინით. ყოფილმა ქმარმაც მოიმატა 15 კილოგრამი, ან იქნებ 20. ოჯახური ცხოვრება რატომღაც ადუნებს. მაგრამ, მეორე მხრივ, ის მუდმივად გამყოფებს მორალურ დაძაბულობაში. მე ვიწყებდი ჩხუბს ნებისმიერი წვრილმანის გამო. ჩემი ქმარი აღარ აფასებდა ჩემს შინაგან სამყაროს, აღარ მოსწონდა ჩემი, მართალია ცოტა შელახული გარეგნობა. ასეთია ჩემი იმდროინდელი მოგონებები.
განქორწინების გადაწყვეტილება
შვილები არ მყავს. და ეს ალბათ კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერასოდეს მივიღებდი განქორწინების გადაწყვეტილებას. ბავშვი არის ის, რაც ერთმანეთთან გიჭერთ. ვერც კი წარმოიდგენ, როგორი ვიქნებოდი ორსულობის შემდეგ, თუ ამის გარეშეც უკვე ასე შემეცვალა გარეგნობა. ეს უბრალოდ ნახშირწყლების შემცველი საკვების და უმოძრაო ცხოვრების წესის გამოა. ან სახლის საქმეებით ხარ დაკავებული, ან ზიხარ სავარძელში ან წევხარ დივანზე. სასეირნოდაც კი თვეში მხოლოდ ერთხელ გავდიოდით. და ისიც, თუ ერთმანეთს ამგვარ გმირობაზე დავითანხმებდით.
განქორწინებამ მშვიდად ჩაიარა და ამით ბედნიერი ვარ. ჩვენ არაფერი გვქონდა გასაყოფი, უბრალოდ არ გვეწერა ერთად ყოფნა. არ ყოფილა სკანდალები, საყვარლები ან სხვა რამ. ასე რომ, ჩვენს შემთხვევაში იურისტებმა და ფსიქოლოგებმა ვერაფრით ისარგებლეს. რაც, ჩემი აზრით, არ არის ცუდი.
სად ვარ ახლა, დავდივარ თუ არა პაემანზე 36 წლის ასაკში თუ ცივ ბალიშზე ვტირი გრძელი ცივი ღამეებისას? არაფერიც. რაღაც საოცარი აღმოვაჩინე ჩემთვის და ის მთლიანად შეესაბამება ჩემს გემოვნებას. კონკრეტულად რა? ამჟამად სატვირთო ავტომობილის ბედნიერი მძღოლი ვარ. ვმუშაობ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხანდახან დავდივარ რეისში ჩემს ახალ მეგობარ ბიჭთან ერთად. დიდი ხანია ამ საქმეშია და სწორედ ის დამეხმარა საჭირო მართვის მოწმობისა და სამსახურის პოვნაში. ახლა, მე და ის ერთად ვართ.
ეს მძიმე საქმე ერთბაშად არ ამითვისებია. თავიდან უბრალოდ მიხეილთან ერთად მომწონდა მგზავრობა და პეიზაჟების ყურება. რაღაცნაირად მომხიბვლელი იყო და ამავდროულად გონებას მიმშვიდებდა. მე არ მიყვარს ბევრის მოლაპარაკე კაცები და მიხეილთან ერთად მოგზაურობისას დიდხანს გვიწევდა ჩუმად ყოფნა, თუმცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, ხელის გაწოდებაზე.
ახალი ცხოვრება
დიახ, ასეთ შრომას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს სპარტანული. ერთ პოზაში ჯდომა მთლად კომფორტული არ არის, მაგრამ ეს წვრილმანებია. უქმეებზე, შხაპის მიღებისა და კარგად გამოძინების შემდეგ, თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობ. გესმის, რომ სწორ საქმეს აკეთებ. მუდმივად სხვადასხვა ადგილას ხარ. გრძნობ ქარს და ხედავ როგორ მოძრაობს მზე ცამრგვალზე. ცხოვრობ უბრალო და არა ყველაზე საინტერესო ცხოვრებით, მაგრამ ამაში არის რაღაც ძალიან კარგი.
ახლა, გთხოვთ, მითხარით, როგორ უნდა დავუბრუნდე ოჯახის საძულველ კონცეფციას, სადაც მამაკაცი ყველაფრის სათავეა, ქალი კი მხოლოდ უძლური მსახური და ზოგჯერ საყვარელი? თუ უკან გავიხედავ, შემიძლია გითხრათ, რომ შინაგანად დიდი ხანია გავხდი უფრო ძლიერი, ვიდრე ჩემი ყოფილი ქმარი. ჩემი სამუშაო შორს არის საოფისე საქმიანობისგან და ახლა ჩემი შეხედულებები ამ საკითხებზე სრულიად განსხვავებულია. ვინმეს ადრე რომ ეთქვა, რომ ასე მოხდებოდა, ჩემი მომავლის ძალიან შემეშინდებოდა და ამაოდ. ახლა მესმის, რომ ქალი შეიძლება იყოს ცოცხალი და ძალებით სავსე. და, ამავდროულად, არა წინსაფარში გამოწყობილი და იატაკის ჯოხით ხელში.
არჩევანს ყველა დამოუკიდებლად აკეთებს. ყოველ შემთხვევაში, სჯერა მაინც, რომ ასეთ არჩევანს აკეთებს. ადრე მეც ასე მეგონა. მეგონა, რომ გათხოვებაზე, შვილებზე და ოჯახურ ცხოვრებაზე ლოგიკური და ნორმალური არაფერი იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამაზე დამღლელი, მოსაწყენი და დამამცირებელი არაფერია. ყველაფერი შედარებით ამოიცნობა. მე არ ვარ მზად, რომ ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება რაიმე სხვაზე გავცვალო, არ აქვს მნიშვნელობა მასში კაცი იქნება თუ არა. გზა – ჩემი ახალი გატაცებაა. და ძრავის ხმაური და ქარი ჩემს სახეზე – ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან. არანაირი სახლის სიმყუდროვე ვერასოდეს ვერ შეედრება ამას, მერწმუნეთ.