ყველა ბოროტება და ჯადო თქვენს მტრებს დაუბრუნდება, თუ ამ მცენარეს შავ ძაფს მიამაგრებთ

4282

არც ისე მნიშვნელოვანია, რა სახის უსიამოვნებას გიმზადებენ შენი მტრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ თავად როგორ რეაგირებ მასზე. ჩვენი ემოციები ძლიერი ენერგეტიკული იმპულსია. ნეგატიურმა ემოციებმა შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს შენი ჯანმრთელობა და განწყობა. თუ ძალიან ღელავ შენთვის არასასიამოვნო ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ, თუ თავს ცუდად და სუსტად გრძნობ, მაშინ ამ უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დაღწევაში შავი ძაფი დაგეხმარება. თუ რა უნდა გააკეთო, ამის შესახებ ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ რეაგირებ ნეგატივზე. თუ ადამიანმა უსიამოვნო სიტყვები გითხრა ან ცუდი რამ გისურვა, როგორ რეაგირებ ჩვეულებრივ ამაზე? უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ძალიან განიცდიან და იწყებენ ნერვიულობას. ეს ყველაფერი აძლიერებს იმ უარყოფით მესიჯს, რომელიც სხვამ გადმოგცა. შენი უარყოფითი ემოციები იწყებენ შენს წინააღმდეგ თამაშს. თვითშეფასება იწყებს დაცემას, საქმეები ნაკლებად წარმატებულად მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოდის. ყველაფერი დაგეგმილი და გააზრებული გაქვს, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება.

შავი ძაფი ნეგატივის და ბოროტების საწინააღმდეგოდ

მთავარია ისწავლო შენზე მომართული ნებისმიერი ნეგატივის, ცივი გულით და გონებით აღქმა. შენი თვითშეფასება არ უნდა დაეცეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს არ მოსწონხარ. შენი წარმატებები შენი დამსახურებაა, შენი შრომაა. ხშირად ადამიანებს შურთ სხვისი წარმატება, იმის გაფიქრების გარეშე, თუ რამდენი ძალისხმევა, ენერგია და დრო დაიხარჯა ადამიანმა. ხალხი ხედავს საბოლოო შედეგს და ხშირად ეს მათ აბრაზებს. ისინი მზად არიან საზიზღარი რამ თქვან ადამიანზე, გაუკეთონ სიბოროტე და ჯადო. ადამიანის შურს და რისხვას შეუძლია საშინელი რამის გაკეთება შეუძლია. მთავარია ისწავლო საკუთარი თავისგან ამ ყველაფრის განდევნა და გულთან ახლოს არ მიტანა.

და იმისთვის, რომ საბოლოოდ დამშვიდდე და საკუთარ თავზე ნეგატივი არ მიიზიდო, გამოიყენე მარტივი მეთოდი. ეს რიტუალი ჩვენამდე დიდი ხნის წინ მოვიდა უძველესი შამანებისგან. ისინი ხშირად იყენებდნენ მას თავიანთ პრაქტიკაში და ეხმარებოდნენ სხვა ადამიანებს. ბუნება ანიჭებს ძალას და ცოდნას რჩეულ ადამიანებს. ისინი კი, თავის მხრივ, უზიარებენ მიღებულ ცოდნას სხვებს. მთავარია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ბუნებრივი ბალანსი არ უნდა დაირღვეს. ამიტომ, ამ რიტუალის გამოსაყენებლად, წინასწარ იზრუნე ბუნების შვილებისთვის. ეს შეიძლება იყოს პური ან ხილი, ყველის ნაჭერი ან ნამცხვარი.

რიტუალი ჯადოსა და ბოროტი სიტყვების წინააღმდეგ

რიტუალი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დღეს, მთვარის ფაზის მიუხედავად. ამის გაკეთება მიზანშეწონილია დღის განმავლობაში ან დილით, როცა იგრძნობ, რომ ვიღაცამ არცთუ ისე კარგი რამ გისურვა. აიღე შავი ძაფი. არ აქვს მნიშვნელობა რა ხარისხის და სისქის იქნება. მოჭერი 10-15 სანტიმეტრი სიგრძის და გაისეირნე უახლოეს პარკში ან ტყეში, სადაც ხეებია და ხალხმრავალი ადგილი არ არის. აირჩიე შენთვის შესაფერისი ხე და მიუახლოვდი მას. აიღე გამზადებული ძაფი და მიამაგრე ნებისმიერ ტოტზე, კიდესთან ახლოს. წარმოსთქვი შემდეგი სიტყვები: „ვტეხავ ტოტს, ვწყვეტ ბოროტებას ჩემგან (თქვი შენი სახელი). ტოტები ხმება, ბოროტება პატრონს უბრუნდება.

მოტეხე ტოტი, რომელზედაც ძაფია მიბმული, დაახლოებით ხუთი სანტიმეტრის სიგრძის და ხის ქვეშ დააგდე ბალახში. მომზადებული ტკბილეული მოათავსე ხის ქვეშ და დაბრუნდი სახლში. აუცილებლად დაიბანე სახე ცივი წყლით დაუყოვნებლივ. მცირე ხნის შემდეგ შეამჩნევ, რომ მტერმა დაიბრუნა უარყოფითი ემოციები და სურვილები. შენ კი ისევ დაგიბრუნდება ნორმალური განწყობა, ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს