მადლიერი ქალიშვილი – ბედნიერებაა დედისთვის. მოსიყვარულე სიძე კი ორმაგი საჩუქარია. მთელი ცხოვრება ჩემი ქალიშვილის კეთილდღეობას მოვახმარე და მან დიდი მადლობა გადამიხადა! მარტოხელა პენსიონერს გააგებინეს, რად ფასობს სიკეთე ჩვენს დღეებში. წლებს უკან ვერ დააბრუნებ. გვრჩება მხოლოდ მოგონებების გადახედვა სიმწარითა და წყენით.
მოსიყვარულე სიძე
და ეს ყველაფერი ზარით დაიწყო. ჩემმა ქალიშვილმა ძალიან აღელვებულმა დარეკა. მან მაშინვე საქმეზე დაიწყო ლაპარაკი. სასწრაფოდ სჭირდებოდა ფული – 8 ათასი ევრო. მარინამ იცოდა, რომ მე ჩემთვის ბინის საყიდლად ვაგროვებდი ფულს, მაგრამ მაინც თავისას აგრძელებდა:
-დედა რას იგონებ? რად გინდა ბინა, როდესაც უზარმაზარი სახლი გვაქვს? მაქსიმემ საუნის აშენება დაიწყო. გვეგონა, რომ თანხა საკმარისი იქნებოდა პატარა საცურაო აუზისთვისაც, მაგრამ ვერ გავთვალეთ. დედა, აუზი ძალიან გვჭირდება! წარმოიდგინე, რა ბედნიერები იქნებიან შენი შვილიშვილები! რომ ჩამოხვალ ერთად მივიღებთ ორთქლის აბაზანას, მერე კი აუზში ვიბანავებთ და ეზოში მცენარეულ ჩაის დავლევთ.
-ანუ გამოდის, რომ სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ აუზი არ გყოფნით? რა გიჭირთ? კარგად ცხოვრობთ…
ამ სიტყვებს დავაყოლე, რომ სენიორა მეძახდა და გავთიშე. სინამდვილეში, კინაღამ ავტირდი.
დედის სიმართლე
საკმაოდ ღარიბ ოჯახში გავიზარდე. ჩემი ყველაზე დიდი სიხარული ბავშვობაში იყო დამწვარი კარამელის კანფეტები და წყალში დასველებული პური, რომელსაც ზემოდან შაქარი ჰქონდა მოყრილი. როცა გავთხოვდი, სიღარიბე არც მაშინ მომშორებია. ჩემი ქმარი ერთი დღით ცხოვრობდა და განსაკუთრებული ამბიციებით არ ბრწყინავდა. ხელფასიდან ხელფასამდე ვცხოვრობდით, ბებიაჩემის ძველ დანგრეულ სახლში. რომ არა პირუტყვი, ქათმები და ბოსტანი, უკიდურესად გაგვიჭირდებოდა.
ღამეებს ვათენებდი, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ჩემი ქალიშვილის მზითვისთვის ფულის დაზოგვა. ვნერვიულობდი, რომ არავინ წაიყვანდა, როდესაც შეიტყობდნენ, რომ ღარიბი ოჯახიდან იყო. როდესაც მარინა სკოლას ამთავრებდა, უბედურება მოხდა მისი გამოსაშვები საღამოს დღეს. ჩვენს ძველ სახლში წვიმის დროს სახურავი მთლიანად დაზიანდა. ცრემლები წამომივიდა და მეორე დღეს დავიწყე გზების ძებნა, თუ როგორ წავსულიყავი საზღვარგარეთ ფულის საშოვნელად.
ყველაფერი ბავშვების გულისთვის
ქმარმა მშვიდად გამიშვა. მისთვის სულერთი იყო. ჩემს ქალიშვილს გაუჭირდა ჩემი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ხვდებოდა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო. უკვე 17 წელია იტალიაში ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი ქმარი გარდაიცვალა, ქალიშვილი გათხოვდა. ჩვენს ოჯახს შემოემატა მოსიყვარულე სიძე. ჩემი ფულით მან ჩვენი ქოხი ნამდვილ სასახლედ გადააქცია.
მშენებლობისთვის თანხას არ ვზოგავდი. მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ჩემი სახლიც იყო. მაგრამ გასულ წელს უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. ამის შემდეგ მომიწია პრიორიტეტების გადახედვა.
ჩემი სიძე დაბადების დღეს აღნიშნავდა. სახლი ძლივს იტევდა მის მეგობრებს და ნათესავებს. მაქსიმემ სტუმრებს ოთახები და ეზო დაათვალიერებინა. ხალხის თანდასწრებით საკუთარ ოსტატობას ადიდება. მე კი მთელ ამ ცირკს ვუყურებდი და ველოდი როდის ახსენებდა თავის საყვარელ სიდედრს და მადლობას გადაუხდიდა. კი, რა თქმა უნდა! არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სტუმრებისთვის, თუ ვისი ფულით გაკეთდა ეს ყველაფერი.
და ჩემზე როცა ჰკითხეს, სად იცხოვრებსო, ხუმრობით უპასუხა: „მე ისეთი მაგარი სიდედრი მყავს, რომ ის თავად იყიდის ბინას, რომ ახალგაზრდებს ხელი არ შეუშალოს. ხომ ასეა, დედა?“.
მოსიყვარულე სიძე: სიკეთის ფასი
ყველა მხურვალედ იცინოდა, მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სევდისა და უიმედობისგან ქვა დამეცა. საკუთარ სახლში თავს არასასურველად ვგრძნობდი. სწორედ იმ მომენტში გადავწყვიტე ბინის ყიდვა. „მადლიერი” შვილები კო ჩემგან ერთ გროშსაც ვეღარ მიიღებენ. ეს მათაც ვუთხარი.
ჩემი ქალიშვილი დიდხანს არ მელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც პირველმა დამირეკა. ისევ დავიწყეთ ურთიერთობა. ახლა კი ფულს მთხოვს. მან იცის, რომ გასული წლის განმავლობაში სოლიდური თანხის დაზოგვას მოვახერხებდი.
ვერ გამიგია, რისთვის სჭირდებათ საუნა და აუზი. ერთი წუთითაც ვერ დავიჯერებ, რომ ჩემთვის და ჩემი შვილიშვილებისთვის ცდილობდნენ. ჩემს საქმიან სიძეს სურს შთაბეჭდილების მოხდენა თავის მეგობრებზე. ჩემს ხარჯზე!
ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ჩემმა ქალიშვილმა კარგად იცის, რა გაჭირვებით ამოვედით სიღარიბიდან. მაგრამ, როგორც ჩანს, მე ვერ ვასწავლე მას ფულის დაფასება. ახლა გამოდის, რომ ცუდი დედა ვარ. მეტიც, მარინა დამემუქრა, რომ თუ უარს ვიტყვი მათ დახმარებაზე, ჩემთან ყოველგვარ კავშირს გაწყვეტენ.
გული მტკივა და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. არ ვიცი, რა არის უფრო მნიშვნელოვანი – საცხოვრებელი თუ კარგი ურთიერთობა ქალიშვილთან…