რატომ გვიგზავნის სამყარო ცხოველებს და რას ნიშნავს, თუ ისინი თვითონ შემოდიან სახლში?

1134

არსებობს მოსაზრება, რომ კატები ჯადოსნურ ჯოხებს ჰგვანან „ჰარი პოტერიდან“. ისინი თავად ირჩევენ მფლობელებს. საუბარია სიტუაციაზე, როდესაც ადამიანი არ გეგმავდა შინაური ცხოველის ყოლას, მაგრამ ფუმფულა ბრძენმა არსებამ თავად გადაწყვიტა და მომავალ პატრონს კარებთან დახვდა. რატომ შემოდის კატა სახლში? მოდით გავარკვიოთ, რას ამბობენ ამის შესახებ მისტიკოსები და ხალხური ნიშნები.

რატომ შემოდის კატა სახლში?

რატომ გვიგზავნის სამყარო ძაღლებს და კატებს? ეზოთერიკოსები ამას შემდეგნაირად ხსნიან. ცხოველები – თხელი ძაფებია, რომელიც გვაკავშირებს ბუნებასთან. როდესაც ადამიანმა შექმნა ცივილიზაცია, ის ამაყი გახდა. გადაწყვიტა, რომ ბუნება დაიპყრო. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი ფესვები არსად გამქრალა. და ჩვენი სახლის ოთხფეხა სტუმრები ამ წმინდა კავშირის განმტკიცებაში გვეხმარებიან.

კატები და ძაღლები შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, როგორც მასწავლებლები. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათი გაწვრთნა, არამედ მათგან გულწრფელობის, ერთგულების და ბუნებრიობის სწავლა. კუდიანი მეგობარი არასოდეს უღალატებს თავის პატრონს. ღალატი ორფეხა არსებების თვისებაა. რაც არ უნდა დაგემართოს, ფუმფულა ბოლომდე შენს გვერდით იქნება.

შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ასუფთავებს ჩვენს სულს. საზოგადოება ჩვენზე ძლიერ გავლენას ახდენს. ბოროტ, ეგოისტ და ხარბ ადამიანებთან ურთიერთობით, ჩვენ ვივსებით ამ თვისებებით, როგორც ახალი კიტრი მწნილის ქილაში. ძაღლები და კატები გვეხმარებიან დავრჩეთ კონტაქტში ცხოვრების სუფთა ენერგიასთან.

ჩვენი ორგანიზმი ასევე იკურნება ცხოველებთან კონტაქტის დროს. მათ იციან როგორ განკურნონ: მათ მიაქვთ ჩვენი დაავადებები და უარყოფითი ენერგია და განდევნიან უსიამოვნებებს. ამიტომ შინაურ ცხოველებს ძალიან სჭირდებათ ჩვენი სიყვარული. მათი მეშვეობით უმაღლესი განგებულება ესაუბრება ადამიანს, რომელიც სიკეთეს სიკეთით გიბრუნებს და სიყვარულს – სიყვარულით. სამყაროსთვის არ აქვს მნიშვნელობა რა სხეულშია მისი შვილი – ადამიანია, კატა თუ ყვავილი. ის ყველას ერთნაირად ექცევა.

რატომ შემოდის კატა სახლში და არ მიდის?

რას ამბობს ხალხური რწმენა ბეწვიან სტუმარზე? ასეთ კატას მოაქვს კეთილდღეობა, იღბალი და ბედნიერება. ის მოდის თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. არავითარ შემთხვევაში არ უნდა განდევნოთ. აჭამეთ და ასვით ასეთ სტუმარს. თუ შესაძლებელია, წაიყვანეთ კატა თქვენთან სახლში. ის თქვენს თილისმად იქცევა და თქვენს სახლში ყოველთვის იქნება ფული და ბარაქა.

როდესაც კატას სახლში მიიყვანთ, მოეფერეთ და იზრუნეთ მასზე. ნიშნები 7 წლიან წარუმატებლობას ჰპირდებიან მათ, ვინც ცხოველს სახლიდან აგდებს ან უხეშად ექცევა. ამიტომ ჯობია ცხოველს გაუფრთხილდე ან ოჯახი უპოვო მას. მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რომ ფუმფულა დაკარგული არ არის.

ამბობენ, რომ კატები სხვა სამყაროს მაცნეები არიან. მაგრამ ნუ გეშინიათ. მისტიკოსები თვლიან, რომ მათი სახით სახლში გარდაცვლილი ნათესავის სული შემოდის. ან კატა დამამშვიდებელი მაცნეს როლს ასრულებს. მისი მოსვლა ატყობინებს დამწუხრებულ ოჯახს, რომ მათი საყვარელი ადამიანის სულმა სიმშვიდე ჰპოვა.

თუ კატა სახლში მივიდა და შემდეგ გაიქცა, ეს ნიშნავს, რომ მან სახლს სიკვდილი მოაშორა. და თუ ოთხფეხა სტუმარი ხანდაზმულ წყვილთან მივიდა, ეს შეიძლება ნიშნავდეს მათი შვილების სწრაფ დაქორწინებას.

მომავალი ცვლილებების გამოცნობა კატის ფერის მიხედვით

კატის ბეწვის ფერი ასევე შეიძლება მიანიშნებდეს ახალი მოსახლის მოსვლის მნიშვნელობაზე.

მისტიკური შავი კატა აგაცილებთ უბედურებას და გაჭირვებას. ხოლო თუ მას თეთრი ლაქები აქვს, მის მომავალ მფლობელს ელის ხელფასის ზრდა ან კარიერული წარმატება.

თეთრი კატები გპირდებიან წარმატებას, რაღაც მხიარულ მოვლენას და სიმდიდრეს. თეთრი „ხალათი” ასეთ ცხოველებს საუკეთესო მკურნალებად აქცევს. საკმარისია დაწვეთ მის გვერდით 10-15 წუთის განმავლობაში და მთელი შენი დაღლილობა გაქრება.

ჟღალი კატა აღნიშნავს შავი ზოლის დასასრულს. მათთან ერთად სახლში შემოდის ბედნიერება, სიხარული, კარგი მეგობრები და მატერიალური კეთილდღეობა. ეს არის ასევე საუკეთესო თილისმა ქურდების წინააღმდეგ.

ნაცრისფერი კატა კარგად გრძნობს თქვენთან მოსული სტუმრის ზრახვებს. თუ ის კნავის, გარბის ან ამ ადამიანზე თავდასხმას ცდილობს, ეს ნიშნავს, რომ მას ცუდი ზრახვები აქვს.

სამფეროვანი კატა სიყვარულის მაცნეა! იჩქარეთ და სახლში წაიყვანეთ თქვენი სტუმარი, რადგან მასთან ერთად თქვენს ცხოვრებაში თქვენი მეორე ნახევარი შემოვა. თუ წყვილში უთანხმოებაა, ფერადი კატა ურთიერთობას კეთილდღეობას, სითბოს და სიყვარულს დაუბრუნებს.

ახლა თქვენ იცით, რატომ შემოდის კატა სახლში. კატა არასოდეს აირჩევს ცუდ ადამიანს თავის პატრონად. ამიტომ, თუ ფუმფულა სტუმარი თქვენს კარს ეკვრის, ნუ განდევნით – ის აუცილებლად მოგიტანთ ბედნიერებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს