ლამაზი და მოვლილი ბაღი ნებისმიერი მებაღის ოცნებაა. წარმოიდგინეთ, ტერასაზე ზიხარ და ტკბებით ულამაზესი ვარდებით, რომლებიც გარშემო ყვავის. შემდეგ კი კრეფ საკუთარი ხელით მოყვანილ ჟოლოს ან მოცხარს. მაგრამ ასეთ ოცნებებს შეიძლება ხელი შეუშალოს სხვადასხვა მწერმა. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა დაამუშაოთ ვარდები მავნებლების წინააღმდეგ, რათა მათ ყვავილობა განაგრძონ და თვალი გაახარონ.
რით დავამუშაოთ ვარდი, მავნებლების საწინააღმდეგოდ?
დასაწყისისთვის გავარკვიოთ, რა სახის მავნებელი შეიძლება შეხვდეს ამ მომხიბლავ მცენარეს. პირველ რიგში, საუბარია ბუგრზე, ჭიაყელაზე და ხოჭოზე. სწორედ ისინი აყენებენ ყველაზე დიდ ზიანს მცენარეს და თუ ზომებს დროულად არ მიიღებთ, შედეგი სავალალო იქნება.
ყველაზე საშიში მტერი, უმეტეს შემთხვევაში – ბუგრია. პატარა მწერები, რომლებიც მიეკუთვნებიან ტოლფრთიანების რიგს. ბუგრი არა მარტო ეხვევა მცენარეს და იკვებება მისი წვენით, არამედ შეიძლება იყოს მცენარეთა სხვადასხვა ვირუსის მატარებლებიც.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბუგრის წინააღმდეგ ბრძოლა ადრეულ ეტაპებზე უნდა დაიწყოს, რადგან ზაფხულის ერთ სეზონზე ისინი შეიძლება 50-ჯერ გამრავლდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან გამკლავება რთული იქნება. დღეს მაღაზიებში შეგიძლიათ ნახოთ დიდი რაოდენობით სხვადასხვა მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ ჩვენ მოგიმზადეთ ბიუჯეტური ხალხური მეთოდები.
რა უნდა გაითვალისწინოთ?
სანამ ბუგრთან ბრძოლას დაიწყებთ, უნდა შეისწავლოთ მტრის ჩვევები. ამ მწერებს მოსწონთ ახალგაზრდა ყლორტები, მათ არ მოსწონთ უხეში ფოთლები. სწორედ ასეთ ადგილებში უნდა მოძებნოთ ბუგრი. ყველაზე ხშირად, მავნებელი ტოვებს ლარვებს, რომლებიც იზამთრებენ და თბილი დღეების დადგომისთანავე იწყებენ აქტივობას.
ბუგრების ნარჩენები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, რომელიც აუცილებელია ჭიანჭველისთვის. სწორედ ისინი ავრცელებენ ამ მავნებლებს ფოთლებზე და იცავენ მათ სხვადასხვა მტრისგან. ამიტომ მოემზადეთ იმისთვის, რომ ჭიანჭველებთანაც მოგიწევთ ბრძოლა.
ბუგრის ბუნებრივი მტერი არის ჭიამაია და ასევე, ფრინველის რამდენიმე სახეობა. მაგალითად, ეს მწერები მოსწონთ წივწივებს და ბეღურებს. თუმცა, ადრე თუ გვიან, თავად მოგიწევთ ამ მავნებელთან გამკლავება. აი, რით უნდა შეიარაღდეთ.
ბუგრებთან ბრძოლის მეთოდები
მაშ ასე, ყველაზე მარტივი ვარიანტი არის ჩამორეცხვა. ბუგრი მცენარიდან შეგიძლიათ წყლის ჭავლის მეშვეობით ჩამორეცხოთ. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ის დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ უკვე მზად ვიქნებით. თქვენს საყვარელს ვარდს ისევ რომ არ დაესიოს ბუგრი, შეასხურეთ მას საპნის ხსნარი. 10 ლიტრ წყალზე – 125 მლ თხევადი საპონი ან 100 გრამი კუპრის საპონი. საპნის ხსნარები – საკმაოდ იაფი და უსაფრთხო საშუალებაა ბუგრის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ასევე არსებობს მცენარეული ნაყენებიც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პროპორციების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მცენარეს ავნოთ. ხეხილს ყვავილობის შემდეგ მალევე უნდა შეასხუროთ, ბოსტნეულს კი – მოსავლის აღებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე.
ნივრის ნაყენი მზადდება 200 გრამი თავებისგან, რომელიც ინახება ლიტრ წყალში 5 დღის განმავლობაში – თავსახურის ქვეშ. 25 მლ ნაყენი – 10 ლიტრ წყალში გააზავეთ და შეასხურეთ მცენარეებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ თამბაქო. გამოიყენეთ 200 გრამი – 5 ლიტრ წყალზე და გააჩერეთ ორი დღის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ კიდევ 5 ლიტრი, გადაწურეთ და დაამუშავეთ მცენარეები.
და ბოლო, მაგრამ არანაკლებ ეფექტური ხალხური მეთოდი უკავშირდება ნიშადურის სპირტის გამოყენებას. მოამზადეთ ხსნარი ორი სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტის და ერთი სუფრის კოვზი თხევადი საპნის საფუძველზე. გახსენით 10 ლიტრ თბილ წყალში და კარგად აურიეთ. შეასხურეთ ქვემოდან ზევით.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები ძალიან დაგეხმარებათ.