გასულ წელს კიბო დედამიწის მოსახლეობის ერთ ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს აღმოუჩინეს. ონკოლოგიური დაავადებები პლანეტაზე ყველაზე რთულად განკურნებადია. და რაც ყველაზე ცუდია, კიბოსგან ბავშვებიც იტანჯებიან. ბავშვების დამახინჯებული ცხოვრების რიცხვი კი ნებისმიერს შოკში ჩააგდებს.
ჯერჯერობით კიბოს დაავადებებთან მეცნიერების ბრძოლა მნიშვნელოვან შედეგებს არ იძლევა, მაგრამ დაავადების პრევენციისთვის არც თუ ისე ცოტა ინფორმაცია დაგროვდა. მედიცინამ კიბოს შესახებ სოლიდური მოცულობის ინფორმაცია შეაგროვა. ცნობილია, მაგ., რომ მისი გამოწვევა რიგ მიზეზებს შეუძლია. კვლევების თანახმად, ონკოლოგიური დაავადების გაჩენის ალბათობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მემკვიდრეობით და გარემო ფაქტორებზე, არამედ იმაზე, თუ რას მივირთმევთ.
მავნე პროდუქტები ბავშვებისთვის
დღეს “რჩევების” რედაქციას სურს თქვენი ყურადღება გაამახვილოთ ბავშვებისთვის საყვარელ ამ პატარა სიაზე, რომელიც სინამდვილეში ნავთობს შეიცავს და კიბოს იწვევს.
პირადად, მე, იმის გაგებამ, თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთი შეხედვით უსაფრთხო სასუსნავმა შოკში ჩამაგდო. ჩემი გონება აღშფოთებისგან ფეთქდებოდა: ეს ხომ აკრძალულია, რატომ იყიდება?
ამ სასუსნავების ყველა მწარმოებელი უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ ტელევიზიის, გაზეთების და ინტერნეტის რეკლამებში. ისინი საკუთარი ლოგოების მიხედვით სათამაშოებს და ტანსაცმელებს ამზადებენ. ფილმსა და ვიდეო თამაშებში პროდუქტის გამოჩენისთვის ფულს იხდიან. ისინი, ვინც ბავშვებზე ორიენტირებულ პროდუქტებს აწარმოებენ, რეკლამებზე წელიწადში დაახლოებით 10 მლრდ დოლარს ხარჯავენ.
10 მლრდ დოლარი მიდის იმაში, რომ ჩვენმა ბავშვებმა შეიყვარონ დათვის ფორმის ბისკვიტი ან “ჯანსაღი” საკვები, რომლებიც კოკა-კოლაზე მეტ შაქარს შეიცავენ. ბავშვებზე ორიენტირებული მარკეტინგი ყველაზე უკეთ მოქმედებს: მათი ცნობიერება ამ ხრიკების მიმართ ჯერ კიდევ დაუცველია.
მაგრამ, როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ ეს გემრიელი სასუსნავები ბავშვების ჰიპერაქტიურობის, პრეტენზიულობის, ალერგიული რეაქციის და კიბოს გამოწვევის მიზეზი შეიძლება გახდეს.
1ნამცხვრები შეფუთვაში
ერთი შეხედვით, ეს ტკბილეული საკმაოდ მოსახერხებელია. კომპაქტური შეფუთვის გამო ჩანთაში ადვილად შეგიძლიათ ჩადოთ და წაიღოთ გზაზე, ასევე დიდხანს არ ფუჭდება. რაც მთავარია, რადგან ის ბავშვებისთვის არის, ანუ შედარებით უსაფრთხოა.
მაგრამ ეს ასე არაა. ნებისმიერი ასეთი ნამცხვარი დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს, სიმინდის სიროფს ფრუქტოზის და დექტროზის მაღალი შემცველობით და TBHQ – ქიმიური ნივთიერებას, რომლებიც ნავთობიდან წარმოიქმნება და ბავშვების ბევრი ორგანოს უჯრედულ დისფუნქციას იწვევს.
ბევრ მკვლევარ ექიმს გაჩუმება აღარ შეუძლიათ და ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე საუბრობენ, რომლის დროსაც დადასტურდა, რომ თუ ვინმეს მხოლოდ ამ ნამცხვრებით გამოკვებას აიძულებენ, ის მალე მხედველობას დაკარგავს, გაფართოებული ღვიძლის პრობლემები შეექმნება, კრუნჩხვებით დაიტანჯება და საბოლოოდ დამბლით დაიღუპება.
შაქარი – ბავშვებში ღვიძლის პრობლემის და დიაბეტის განვითარების მთავარი დამნაშავეა. ბავშვებს შორის დიაბეტით დაავადების დონე დღეს გასულ წლებთან შედარებით ბევრად მაღალია და ზრდას აგრძელებს.
2ხილის ჟელატინები
ეს კი ჩემთვის მთელი აღმოჩენაა და საკმაოდ უსიამოვნო, რადგან ეს ფერადი ჟელეები ძალიან მიყვარს. როგორც აღმოჩნდა, ჟელატინებს ხილის გემოს ანიჭებს ერითროზინი – ნავთობიდან მიღებული პროდუქტი.
ერითროზინი ოდესღაც კოსმეტიკაში გამოყენებისთვის აკრძალეს, რადგან დამტკიცებულია, რომ ფარისებრი სიმსივნის განვითარებას იწვევს. და თუ ის საზიანო ჩვენი კანისთვის, რა უნდა ვთქვათ კუჭზე?
3M&M’s
ბევრი ათწლეულების განმავლობაში ადამიანები m ასოს ნიშნის შოკოლადით სიამოვნებას ღებულობდა. პირველად ემ ენდ ემსი 1941 წელს გამოჩნდა და ახლა 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
ეს პოპულარული კანფეტები შეიცავს ძალიან ცოტა შოკოლადს და ბევრ ქიმიკატს. საზოგადოების ინტერესების გამო მეცნიერების ცენტრში ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ კანფეტებში აღმოაჩინეს ასეთი საღებავები: Е171, Е104, Е129, Е122, Е124, Е133, Е110, Е102.
მსგავსი ქიმიური დანამატები ბავშვებში მოჭარბებულ აღგზნებას, შფოთვას და ნერვოზს იწვევს. გარდა ამისა, ემ ენდ ემსის ზოგიერთი კომპონენტი თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნის განვითარებას ხელს უწყობს. და დნმ-ის დაზიანებას.
4Cheetos
იცით თუ არა, რომ Cheetos-ის შემადგენლობაში ხელოვნური საღებავები შედის პროფესიული სახელით Yellow 6. მას კი ნავთობიდან ღებულობენ.
კიდევ ამ “ჩიფსებში” არის მეთილ ბენზოატი და ეთილის ეთერი მეთილფენიდატი.
5Teddy Grahams
მათ, ვისი ბავშვებიც ამ პატარა დათვებზე გიჟდებიან, მინდა ვუთხრა, რომ ისინი გაჟღენთილია TBHQ-ით, რომელიც (დამტკიცებულიც არის) ლაბორატორიულ დათვებში კუჭის კიბოს განვითარების მიზეზი არის.
ამ ნივთიერებას დნმ-ის ფრაგმენტის დაზიანება შეუძლია და ბავშვის სასუნთქი სისტემის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს. ეს ხშირად ბავშვების ჰიპერ აქტიურობის, შფოთვის, მოუსვენრობის მიზეზი ხდება.
სამწუხაროდ, სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი, მწარმოებლები ხელოვნურ მღებავებს იყენებენ, რომლის მიღებაც ბავშვებს არასასურველ და სერიოზულ რისკის ქვეშ აყენებს.
გთხოვთ, დაფიქრდეთ ამ სასუსნავების მიღებით გამოწვეულ პრობლემებზე, სანამ დროა. საეჭვო სიამოვნებას თქვენი და თქვენი ბავშვების ძვირფასი ჯანმრთელობის განადგურების უფლება არ მისცეთ. უფრო უმჯობესი იქნება, თუ ბავშვები ხილს და ბოსტნეულს შეიყვარებენ.
აუცილებლად უამბეთ ამ სტატიის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში. დაე, ჩვენ გარშემო ყველა ჯანმრთელები იყვნენ!