ცომი რომ ჰაეროვანი გამოვიდეს კეფირს ვურევ, მაგრამ უმჯობესია თუ ტაფაზე გამოაცხობთ

1807
ცომი რომ ჰაეროვანი გამოვიდეს კეფირს ვურევ, მაგრამ უმჯობესია თუ ტაფაზე გამოაცხობთ
ცომი რომ ჰაეროვანი გამოვიდეს კეფირს ვურევ, მაგრამ უმჯობესია თუ ტაფაზე გამოაცხობთ

ბავშვობაში ბებიასთან არდადეგებს ხშირად ვატარებდი სამხრეთ-ყაზახეთის რეგიონში. უზრუნველი დრო მთების ჰორიზონტით, ერთგული მეგობრებით და არაჩვეულებრივი ტკბილეულით დამამახსოვრდა. შელპეკები, ჯენტი, ჩაკ-ჩაკი და ბაურსაკი – აი სოფლის დესერტების სია. მაგრამ არსებობს რაღაც განსაკუთრებული მათ სიმარტივეში, რადგან ჩემი ბავშვები მასზე უფრო მეტად გიჟდებიან. ვიდრე საცხობში შეძენილი.

ყველაზე მეტად კეფირზე მომზადებული ბაურსაკი მომწონს. ბებია ყოველთვის მეუბნებოდა: „რამდენი დიასახლისიც არის, იმდენი ბაურსაკის რეცეპტი არსებობს“. ის მომზადების ორ ვარიანტს იყენებდა: „უმარილო და უტკბილო ვარიანტს პირველ კერძებთან მისაყოლებლად და ტკბილს, ზემოდან მოყრილი შაქრის ფხვნილით, საყვარელი შვილიშვილებისთვის.

ყაზახური ბაურსაკი

დღეს გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბაურსაკი, რომ ის ჰაეროვანი და ნაზი გამოვიდეს.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 10 გრ მშრალი საფუარი
  • 3 ს/კ ფქვილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი ცომისთვის
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

1.კეფირი 35-40 გრადუსამდე გააცხელეთ. მასში შაქარი, მშრალი საფუარი გაადნეთ და 20 წუთით თბილ ადგილში დადგით.

2.ცალკე ჭურჭელში მარილი, კვერცხი, ცომისთვის მცენარეული ზეთი და წყალი აურიეთ.

3.ფქვილი საცერში გაცერით და სქელი ცომი მოზილეთ. ასე ბაურსაკი ჰაეროვანი და ნაზი გახდება.

4.ცომი თბილ ადგილას 30 წუთით გააჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ცომი გადაზილეთ და კიდევ 1 საათით გააჩერეთ.

5.ცომი ერთნაირი ფორმის ბურთებად დაყავით და ფქვილ მოყრილ ზედაპირზე დააწყვეთ. შეგიძლიათ ცომი გააბრტყელეთ და სხვადასხვა ფორმის ფიგურები გამოჭერით. ბაურსაკის იმწამსვე შეწვა არ შეიძლება, ის 20 წუთით უნდა ამოვიდეს.

  1. ღრმა ტაფაზე ზეთი გააცხელეთ. ზეთის რაოდენობა ჭურჭლის ფორმასა და მოცულობაზე არის დამოკიდებული. ბაურსაკი ოქროსფერი ფერის მიღებამდე დატოვეთ, შეწვით ორივე მხრიდან.

7.ზედმეტი ზეთი რომ მოაშოროთ, მზა პროდუქტი ქაღალდის ხელსახოცზე გადმოდგით.

8.თუ ბაურსაკზე დესერტად ამზადებთ, ზემოდან შაქრის ფხვნილი მოაყარეთ ან თაფლი მოასხით.

9.ახლა უკვე ჰაეროვანი დესერტის საიდუმლო რეცეპტი იცით. ახლობლები დაპატიჟეთ და გემრიელად მიირთვით!

ცომი რომ კარგად ამოვიდეს, ყოველთვის ხარისხიანი საფუარი აირჩიეთ. შესაწვავად რაფინირებული მცენარეული ზეთი გამოიყენეთ, მას მომწარო გემო არ ენქბა. ერთ პორცია ზეთში შეგიძლიათ 2-3 პორცია ბაურსაკი შეწვათ. შეწვის შემდეგ ზეთის გამოყენება არ შეიძლება, მასში კანცეროგენები გროვდება, რომლებიც ჯანმრთელობას ზიანს აყენებენ.

თუ ყაზახური დესერტის რეცეპტი მოგეწონათ, სოციალურ ქსელში მეგობრებს გაუზიარეთ. თქვენ იყენებთ ბებიის რეცეპტს? აუცილებლად კომენტარებში გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს