ჯინ შინ ჯიცუ – იაპონური განკურნების ხელოვნებაა, რომელიც გეხმარება ემოციის დაბალანსებაში ხელზე სპეციალური წერტილების სტიმულირებით. ამ სწავლების საფუძველი შემდეგი პრინციპია: ხელის ყოველი თითი დაკავშირებულია გარკვეულ ორგანოსთან და მას შეესაბამება გარკვეული ემოცია. თუ გსურს, რომელიმე ორგანოზე ზემოქმედება, მეორე ხელი შემოხვიე თითს და 3-5 წუთი გააჩერე. ამ დროს ღრმად უნდა ისუნთქო. გარდა ამისა, შეგიძლია მთელი სხეული მოიყვანო ჰარმონიაში, რიგ-რიგობით ყველა თითთან თუ გაიმეორებ ამ პროცედურას.
1. ცერა თითი
ორგანოები: კუჭი და ელენთა.
ემოცია: შფოთი, დეპრესია, წუხილი.
ფიზიკური სიმპტომები: ტკივილი მუცელში, კანის პრობლემები, თავის კტივილი, ნერვიულობა.
2. საჩვენებელი თითი:
ორგანოები: თირკმლები და საშარდე ბუშტი.
ემოციები: იმედგაცრუება, შიში და გონების არეულობა.
ფიზიკური სიმპტომები: კუნთებისა კტივილი, ტკივილი ზურგის არეში, კბილის ტკივილი, საჭმლის მონელების პრობლემები.
3. შუა თითი
ორგანოები: ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.
ემოციები: გაუბედაობა, გაღიზიანებულობა, მრისხანება.
ფიზიკური სიმტომები: სისხლის მიმოქცევის პრობლემები, მენსრტუალური ტკივილი, მხედველობის პრობლემები, დაღლილობა, შაკიკი, თავის წინა ნაწილის ტკივილი.
4. არათითი
ორგანოები: ფილტვები და მსხვილი ნაწლავი.
ემოციები: ნეგატიურობა, ნაღველი, შიში იმისა, რომ გაგრიყავენ, მწუხარება.
ფიზიკური სიმპტომები: ყურებში რეკვა, რესპირატორული პრობლემები, ასთმა, რთული კანის დაავადებები, საჭმლის მონელების პრობლემები.
5. ნეკა თითი
ორგანოები: გული და წვრილი ნაწლავი.
ემოციები შფოთი, ნერვიულობა, დაბალი თვითშეფასება.
ფიზიკური სიმპტომები: გულის დაავადებები, ყელის ტკივილი, შებერილობა, ძვლების პრობლემები.
ახლა უკვე იცი ჯინ შინ ჯიცუს, ძირითადი პრინციპები და შეგიძლია, გავლენა იქონიო არა მხოლოდ სხეულის ორგანოებზე, არამედ საკუთარ ემოციებზეც, და გააწონასწორო საკუთარი თავი საჭირო დროს.