ჰოროსკოპი: პირველი პაემანიდან ოჯახურ ცხოვრებამდე – ქალები ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ

190

დღესდღეობით ბევრი მამაკაცი დგას საკმაოდ სერიოზული დილემის წინაშე, როგორ შეარჩიოს რეალურად კარგი მეწყვილე და ცხოვრების მეგზური სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის. ხშირად პირველი შთაბეჭდილება მაცდურია და სრულებითაც არ შეესაბამება რეალობას, იმიტომ რომ, ქალბატონების დიდი ნაწილი კარგი სამსახიობო ტალანტით გამოირჩევა და მამაკაცს აიძულებს სასურველი მიიღოს როგორც რეალობა… პირველი პაემნიდან ოჯახურ ცხოვრებამდე კი ქალი შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, საბოლოო ჯამში აღმოჩნდება, რომ მამაკაცი სულაც არ დაქორწინებულა იმაზე ვინც მას ეგონა…
ასე რომ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც უნდა გაარკვიოთ ხანდახან ვინ გგონიათ და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ქალი, მას შემდეგ, რაც თქვენ მას ცხოვრებას დაუკავშირებთ.

ვერძი – აქტიური, აგრესიული და კონფლიქტური ქალი ჩანს – რეალურად შეიძლება იყოს დამჯერი და გამგებიანი ცოლი, იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი მის თავმოყვარეობას და პროფესიულ მისწრაფებებს არ შეეხება.

კურო – მშვიდი, გაწონასწორებული და აუღელვებელი ქალი ჩანს – ოჯახურ ცხოვრებაში კი შეიძლება იყოს ჯიუტი, პრინციპული და მესაკუთრე.

ტყუპი – ცოტა რთულია გაიგოთ მისი რეალური პიროვნება, მუდმივად ცვალებადია ურთიერთობის საწყის ეტაპზე. რეალურ ცხოვრებაში შეიძლება იყოს მხიარული ცოლი, კარგი მეგობარი და თანამოაზრე.

კირჩხიბი – ეჭვიანი, ბუტია და ცოტა ფხუკიანი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ოჯახში სანიმუშო ცოლი, დედა და მეუღლე იქნება.

ლომი – დედოფლური იმიჯი აქვს, ხშირად ძალიან მკაცრი და ფაქტობრივად მიუწვდომელი მოჩანს მამაკაცისთვის. ოჯახში შეუძლია იყოს საამაყო ცოლი და ერთგული მეგობარი. დედის ამპლუაში კი ცოტა მკაცრი იქნება.

ქალწული – გარეგნულად უზომოდ მოწესრიგებული, გაწონსწორებული და იდეალური ქალია. ოჯახში შეუძლია იყოს პრეტენზიული, ზედმეტად ხელმომჭირნე და მენტორული.

სასწორი – ვიზუალურად მომხიბვლელობის განსახიერებაა. კარგად ფლობს ფლირტის ხელოვნებას. ოჯახში მამაკაცის სიძლიერეს აღიარებს, ამიტომ პასიური პოზიცია ექნება მუდამ და დაელოდება მეუღლის ნაბიჯებს.

მორიელი – უზომოდ სექსუალური, აქტიური და ცოტა აგრესიული ქალია. ოჯახში შეიძლება იყოს უერთგულესი მეუღლე და კარგი პარტნიორი.

მშვილდოსანი – მომხიბვლელი, ანცი და მხიარულია. ოჯახში დიასახლისის როლის მორგება ძალიან გაუჭირდება. მარტივად ანგრევს ოჯახს.

თხის რქა – ცივი, თავშეკავებული და ზედმეტად ტრადიციული მოჩანს. რეალურად მისგან კარგი მეუღლე, თანამოაზრე და ოჯახის სანიმუშო დიასახლისი დგება.

მერწყული – თავქარიანი, არაპროგნოზირებადი ქალია. ოჯახურ ცხოვრებაში შესაძლოა არ გამოირჩეოდეს დიდი წესრიგით, იშვიათად ემორჩილება ტრადიციებს და ნაკლებად ადარდებს ხალხის აზრი.

თევზები – ნაზი, სენტიმენტალური, სათუთი ქალია. ოჯახში შეიძლება იყოს ცოტა პრეტენზიული, თუმცა თანამგრძნობი და გამგებიანი მეუღლე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს