ზოდიაქოს ნიშნები: რატომ არ გიყვართ ყოველთვის საკუთარი თავი

1322
ზოდიაქოს ნიშნები: რატომ არ გიყვართ ყოველთვის საკუთარი თავი
ზოდიაქოს ნიშნები: რატომ არ გიყვართ ყოველთვის საკუთარი თავი

„მე ჩემი თავი არ მიყვარს“ – ეს დამანგრეველი ფრაზა შეიძლება სხვადასხვა ადამიანებისგან მოისმინოთ. ბედნიერი ცხოვრება ხომ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულის გარეშე სრულიად შეუძლებელია. რას ამბობს ამის შესახებ ასტროლოგია?

მე ჩემი თავი არ მიყვარს: რატომ ხდება ასე, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.

ვერძი

სიმართლე რომ ვთქვათ, რთული წარმოსადგენია, რომ თქვენ შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროთ. თუმცა სხვა ადამიანებთან შედარებამ შეიძლება გაგიტაცოთ. თქვენი კონკურეტული ბუნება ყოველთვის აღმოაჩენს იმას, რაც თქვენ არ გაქვთ. გაჩერდით და ეცადეთ კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. თქვენ სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით, რომ სინამდვილეში საკმაოდ წარმატებული ხართ.

კურო

კუროსგან შეიძლება მოისმინოთ ფრაზა „მე ჩემი თავი არ მიყვარს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ყველაფერი ირგვლივ უსაფრთხო და სტაბილურია. თქვენ მოგწონთ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ამაში არაფერია ცუდი. ცვლილებების პერიოდში თქვენ ჩიხში იმყოფებით და მთელი თავდაჯერებულობა, ამასთან თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმართ სიყვარული ქრება.

ტყუპები

თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გქონდეთ და მხოლოდ მაშინ შეძლებთ საკუთარი თავის სიყვარულს. მარტივი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება დაიმახსოვრეთ: ყველა კითხვაზე პასუხი არავინ იცის, თქვენც კი და ეს უფრო ნორმალურია. სამაგიეროდ მხრებზე შესანიშნავი თავი გაბიათ და ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტაციის უნარი გაქვთ.

კირჩხიბი

საკუთარი თავი გიყვართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ვინმეს უყვარხართ. გსურთ, რომ ადამიანებმა მხოლოდ თქვენი კარგი მხარეები დაინახონ და მაქსიმალურად იზრუნონ და ყურადღება მოგაქციონ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ღირებულება სხვა ადამიანის სიყვარულზე დამოკიდებული არაა. თქვენ შესანიშნავი და თანამგრძნობი სული გაქვთ და არაა საჭირო ვინმეს ელოდოთ, რომ საკუთარი თავი შეიყვაროთ.

ლომი

საკუთარი გიყვართ მხოლოდ მაშინ, როცა ყველას უყვარხართ. სიმართლე რომ ვთქვათ, ადამიანებს თქვენ იზიდავთ: თქვენ გაქვთ სითბო, იუმორის გრძნობა და შეუპოვრობა. მაგრამ როგორც კი ამჩნევთ, რომ ვიღაცას არ მოწონხართ, ვიღაცამ გვერდი აგიარათ და გაკრიტიკებთ, თქვენ ფიქრდებით იმაზე, რომ არც სიყვარულს და არც სიმპათიას არ იმსახურებთ.

ქალწული

თქვენ საკუთარ თავს დაუნდობლად აკრიტიკებთ. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ცდილობთ უმაღლეს სტანდარტებს შეესაბამოთ (დიახ, დიახ ეს პერფექციონიზმია), მაგრამ სინამდვილეში უბრალოდ საკუთარი თავის იდეალური ვერსია იყოთ. ამასთან მუდმივად საკუთარ თავზე ზეწოლას ახდენთ, თვლით, რომ საკმარისად არ მუშაობთ და საკმარისად არ ცდილობთ.

სასწორი

საკუთარი თავის დაცვის ძალიან გეშინიათ და მთელი ძალებით ცდილობთ მშვიდობის შენარჩუნებას. გირჩევნიათ უკან დაიხიოთ და გაჩუმდეთ, რომ კონფლიქტი არ გამოიწვიოთ. მას შემდეგ, რაც ხალხს ბევრჯერ გამოყენების უფლება მიეცით, იწყებთ იმის დაჯერებას, რომ ამას იმსახურებთ. არ შეგეშინდეთ საკუთარი სურვილების დაცვის, როცა ეს აუცილებელია.

მორიელი

თქვენ იდუმალ და ბნელ პიროვნებად გთვლიან, მაგრამ სინამდვილეში დაუცველი ხართ და თვლით, რომ ეს დაუცველობა თქვენი აქილევსის ქუსლი არის,  რომელიც არავის არ უნდა აჩვენოთ. ირგვლივ კედელს აშენებთ და ხალხის თავს იცავთ იმის შიშით, რომ ვინმე გიღალატებთ და ტკივილს მოგაყენებთ. სწორედ ამიტომ არ გჯერათ, რომ ვინმეს შეიძლება გულწრფელად შეუყვარდეთ და დაგაფასოთ.

მშვილდოსანი

ბოლომდე დაკმაყოფილებული არასდროს არ ხართ. გიყვართ საკუთარი თავის ირგვლივ სამყაროს შესწავლა, მაგრამ დროთა განმავლობაში აცნობიერებთ, რომ იშვიათად თუ სადმე ჩერდებით და აფასებთ იმას, რაც გაქვთ, რადგან შთაბეჭდილებების მიღების რბოლაში ძალიან ხართ ჩართული. გახსოვდეთ, რომ თქვენ საკუთარი თავის სიყვარული გჭირდებათ, მაშინაც კი თუ გრძნობთ, რომ ყოველთვის ვერ ღებულობთ იმას, რაც გსურთ.

თხის რქა

საკუთარი თავის მიმართ დიდი მოლოდინი გაქვთ. თქვენ ბევრ დროს ატარებთ იმაში, რომ საკუთარ თავს მომდევნო ნაბიჯის მიღწევაში ხელი უბიძგოთ. ბევრს მუშაობთ და წარმოუდგენლად მაღალ გეგმას ისახავთ. იცოდეთ, მაშინაც კი, თუ შემდეგ დონეს ვერ მიაღწევთ, იმას არ ნიშნავს რომ თქვენ უსარგებლო ხართ. სხვათა შორის, სიცოცხლის აზრია აზრია რა მხოლოდ წარმატებაში არის.

მერწყული

ნერვიულობთ იმაზე, რომ სხვებს არ ჰგავხართ. სწორედ ასე: ხშირ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ უნიკალური და განუმეორებელი, არის მიზეზი იმისა, რომ ზოგჯერ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ. თქვენ ყოველთვის არ ფიქრობთ, ხედავთ და აკეთებთ ისე, როგორც სხვები და მუდმივად თავს იტანჯავთ ფიქრით, რომ თქვენ რაღაც გჭირთ ან ის, რომ თქვენი სიყვარული ძალიან ძნელია.

თევზები

ცდილობთ მთელი სამყაროს პრობლემაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოთ და საკუთარ თავს პატივს იმის მიხედვით სცემთ, თუ როგორ შეგიძლიათ დახმარება. თქვენი თანაგრძნობის უნარი ზოგჯერ საზღვრებს სცდება, მაგრამ ამას ასევე ზიანის მოყენებაც შეუძლია, რადგან მიზნად სხვების უბედურების აღმოფხვრას ისახავთ. ყველას დახმარებას ვერ შეძლებთ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარულს არ იმსახურებთ.

„მე ჩემი თავი არ მიყვარს“ – ფიქრი, რომელსაც თქვენი განადგურება შეუძლია. ბედნიერება ცხოვრება საკუთარი თავის მიღებით იწყება. გახსოვდეთ ამის შესახებ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს