იპოვე ამ გამოსახულებაზე მამაკაცი, რათა გაიგო, შეგიძლია თუ არა კონცენტრირება დავალებაზე. განავითარე წარმოსახვა

248

პატარა ბავშვებს ხშირად უყვართ წარმოსახვის ჩართვა. უფროსები ხშირად საყვედურობენ პატარა ფანტაზიორებს და სრულიად არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ ეხმარება ადამიანს წარმოსახვის განვითარება ზრდასრულ ცხოვრებაში რთული პრობლემებისა და სიტუაციების გადაჭრისას. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ გაავარჯიშოთ თქვენი წარმოსახვა. დავალება ძალიან მარტივია – იპოვეთ მამაკაცი მოცემულ გამოსახულებაზე. როგორ ფიქრობთ, გაუმკლავდებით?

სანამ ამ დავალების შესრულებით ხართ დაკავებული, ჩვენ გეტყვით, რომელი სავარჯიშოები დაგეხმარებათ წარმოსახვის განვითარებაში. ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ ახალი მიდგომების პოვნაში ყოველდღიური ამოცანებისათვის. თუ გეჩვენება, რომ ირგვლივ სამყარო ერთფეროვანია, დროა ჩართოთ საკუთარი ფანტაზია. წარმოსახვის განვითარება დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ გარშემომყოფ ადამიანებს, იპოვოთ ბავშვების აღზრდის სწორი მიდგომა. მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანს შეუძლია ახალი ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების შექმნა, არასტანდარტული მიდგომების პოვნა – სტანდარტული საკითხების გადასაჭრელად, სამყაროს გაცნობა და მისით აღფრთოვანება.

სავარჯიშო წარმოსახვის განვითარებითვის

გახსოვს, როგორ გიყვარდა ბავშვობაში ღრუბლებზე დაკვირვება? თითოეული ღრუბელი რომელიმე ცხოველს ან ზღაპრის გმირს მოგაგონებდა. ასაკის მატებასთან ერთად ყველა ღრუბელი ერთნაირი გახდა. წარმოსახვის უნარის დასაბრუნებლად, შეგიძლია ითამაშო მარტივი თამაში. ქაღალდის ფურცელზე დასვი რამდენიმე წერტილი ქაოტურად. ახლა შეაერთე ისინი ხაზებით. რა ფიგურა მიიღე? იქნებ რაიმე ელემენტების დამატებაა საჭირო საოცარი ცხოველის მისაღებად? თუ ჯერ გიჭირს წერტილებიდან ცხოველის მიღება, ითამაშე ეს თამაში მეგობართან ერთად. უმჯობესი იქნება, თუ ეს იქნება ბავშვი ან ადამიანი, რომელსაც კარგი ფანტაზია აქვს. ის გაგიზიარებს იდეებს და გასწავლის, როგორ უნდა დაინახო მარტივში რთული.

კიდევ ერთი სავარჯიშო წარმოსახვის გასავარჯიშებლად – ეს არის ასოციაციური სერიების მოფიქრება. უამრავი ადამიანი იგონებს ასოციაციებს, რათა დაიმახსოვროს მნიშვნელოვანი თარიღები, ტელეფონის ნომრები, ნაცნობების სახელები ან უბრალოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აიღე ქაღალდის ფურცელი და დაწერე ათი ნებისმიერი საგნის სახელწოდება, რომელიც შენს გარშემოა. ეს შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც ირგვლივ ხედავ. ახლა კი მათ გასწვრივ ჩამოწერე ამ საგნების რამდენიმე ასოციაცია. ეს შეიძლება იყოს ემოციები, ნაწყვეტი წიგნიდან ან ფრაზა ფილმიდან, ემოცია, კონკრეტული ადამიანი ან უბრალოდ სიტყვა. თავს ნუ შეიკავებ, მიეცი თავისუფლება ფანტაზიას. ეს სავარჯიშო შეგიძლია გაიმეორო ყოველთვის, როდესაც შინაგან სიცარიელეს გრძნობ. პერიოდულად შეგიძლია გადაიკითხო რთული ასოციაციები.

წარმოსახვის განვითარება

ფანტაზია, ისევე როგორც ცოდნა, არსაიდან არ მოდის. წარმოსახვის განვითარებას სჭირდება ფუნდამენტი. წარმოსახვის გასამდიდრებლად იკითხე მხატვრული ლიტერატურა, სადაც არის ადგილების, მოვლენების და პერსონაჟების ვრცელი აღწერები. იარე მუზეუმებში, გამოფენებზე, ლიტერატურულ და მუსიკალურ საღამოებზე. შეისწავლე რა ხელოვნების სახეობები არსებობს და რომლებია ახლა პოპულარული. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე აბსტრაქციონიზმს. სწორედ მასში დებენ მხატვრები და მოქანდაკეები აზრს, რომლის დანახვა მხოლოდ ფანტაზიის დახმარებით შეიძლება.

ახლა კი მოდი საკუთარი თავი სხვის ადგილზე წარმოვიდგინოთ. წადი სკვერში ან კაფეში, ამოირჩიე ერთი სიმპათიური ადამიანი. დააკვირდი მას, მის მოძრაობებს, მიმიკას, მოქმედებას. წარმოიდგინე, რა პროფესიის შეიძლება იყოს, როგორ სახლში ცხოვრობს, რას შეიძლება ფიქრობდეს. როგორ მოიქცეოდი შენ მის ადგილზე, როგორ გაატარებდი თავისუფალ დროს. თუ გაქვს საშუალება, ჩაიწერე იმ ადამიანის მოკლე ისტორია, რომელიც შენს წარმოსახვაში დაიბადა.

აქ წარმოსახვის განსავითარებელი ყველა სავარჯიშო არ არის აღწერილი, მაგრამ სწორედ აქ ჩამოთვლილი სავარჯიშოებით შეგიძლიათ დაიწყოთ საკუთარი წარმოსახვის განვითარება. ეს სავარჯიშოები გამოადგება, როგორც დამწყებებს, ასევე შემოქმედებითი პროფესიით დაკავებულ ადამიანებს. ყოველთვის, როდესაც ემოციურ გადაღლას იგრძნობ, გაღიზიანებას ან აპათიას, გაიხსენე და შეასრულე ერთი სავარჯიშო მაინც ყოველდღე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს