რა მომავალი აქვს თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობას – უძველესი ჩინური წინასწარმეტყველება

391

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რამდენად ეწყობით ერთმანეთს თქვენ და თქვენი მეუღლე, უპასუხეთ 7 მარტივ კითხვას:

1. დაითვალეთ თქვენი რჩეულის სახელის (სრული) ასოების რაოდენობა. დაწერეთ რიცხვის სახით.

2. იგივე გააკეთეთ თქვენი სახელის შემთხვევაში და დაუმატეთ წინა ციფრს.

3. მის სახელში არის ასო “ო”? – თუ არის, მერამდენეა? თუ არაა, დასვით – 0.

4. თქვენს სახელში არის ასო “ო” ?- თუ არის, მერამდენეა? თუ არ არის, დაწერეთ – 0.

5. ცხრილის მიხედვით, რომელი რიცხვითი მნიშვნელობა შეესაბამება მისი სახელის პირველ ასოს?

6. ცხრილის მიხედვით, რომელი რიცხვითი მნიშვნელობა შეესაბამება შენს სახელს?

7. არის თუ არა ორივეს სახელში ასო “ლ”? და რა რაოდენობისაა?

შემდეგ გამოთვალეთ თქვენი წყვილის სიყვარულის ფორმულა:
——————————————————————
დააწყვეთ თქვენი პასუხები.

∑ (რიცხვების ჯამი – პასუხია 7 კითხვაზე)=1+2+3+4+5+6+7
მიღებული რიცხვი გადააქციე მარტივ რიცხვად. მაგალითად, ჯამში თქვენ მიიღეთ 28. გადააქციეთ მარტივ რიცხვად – 2+8=10, 1+0=1
მიღებული ციფრის მიხედვით ამოიკითხეთ თქვენი შედეგი.

შემდეგ გამოთვალეთ თქვენი წყვილის სიყვარულის ფორმულა:
——————————————————————
დააწყვეთ თქვენი პასუხები.
∑ (რიცხვების ჯამი – პასუხია 7 კითხვაზე)=1+2+3+4+5+6+7
მიღებული რიცხვი გადააქციე მარტივ რიცხვად. მაგალითად, ჯამში თქვენ მიიღეთ 28. გადააქციეთ მარტივ რიცხვად – 2+8=10, 1+0=1
მიღებული ციფრის მიხედვით ამოიკითხეთ თქვენი შედეგი

1. თქვენი სიყვარულის ფორმულა
ასეთ გრძნობაზე ამბობენ: ერთი ნახვით შეყვარებაო.
დიდი ხანია ერთად ხართ? არაა გასაკვირი, თქვენი ურთიერთობა ხომ იდეალურია. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მოგდით უთანხმოება, მაგრამ ეს თქვენთვის წვრილმანია. შესარიგებლად ორივე ერთნაირად ისწრაფვით. თქვენი ურთიერთობა შემდგომშიც სავსე იქნება ემოციითა და თავგადასავლებით. აბსოლუტურად არ ჰგავხართ მოსაწყენ წყვილებს, რომლებიც საღამოობით წყნარად სხედან ტელევიზორთან.
გარდა ამისა, ორივე ხართ ამბიციური და ჯიუტი. ამიტომ, ზოგჯერ თქვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ შეიძლება შევადაროთ ბრძოლის ველს. მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ ააშენოთ ჰარმონიული და ხანგრძლივი ურთიერთობები. ორივესთვის აუცილებელია ჯანსაღი ემოციები და ახალი საინტერესო საქმიანობა. თქვენს წყვილს აქვს ყველა შანსი შექმნას ლამაზი და მტკიცე კავშირი.

2. თქვენი კავშირი – ძალიან ღრმა და მშვენიერია! ორივე პარტნიორი ჰგავხართ ერთმანეთს. ასეთ შეყვარებულებს ეძახიან “მონათესავე სულებს”:ი სინი თითქოს 1000 წელია იცნობენ ერთმანეთს. ეს წყვილი შეიძლება შევადაროთ მოღუღუნე ბეღურებს. თქვენ მოგწონთ ცხოვრება ერთმანეთისთვის და ყოველთვის გვერდში უდგახართ ერთმანეთს რთულ ცხოვრებისეულ მომენტებში. არ გეშინიათ სიძნელეებისა და უსიამოვნო პრობლემების: დარწმუნებული ხართ, რომ ერთად გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას. მაგრამ კრიზისები ურთიერთობაში შეიძლება წარმოიშვას ასეთ იდეალურ წყვილს შორისაც. ეს კრიზისებიც თქვენგან იქნება პროვოცირებული. შინაგანად მოგინდებათ გაამრავალფეროვნოთ თქვენი ურთიერთობა. ორივე მალე წყნარდებით და მშვიდად აგრძელებთ ცხოვრებას.

3. ურთიერთპატივისცემა და თანასწორობა ყოველთვის იქნება თქვენი სიყვარულის მეგზური. თქვენს ურთიერთობას თამამად შეიძლება ეწოდოს არაჩვეულებრივი. პირველი შეხვედრა, საჩუქრები, ყვავილები, კომპლიმენტები, ამაღელვებელი რომანტიკული ურთიერთობები. თქვენი სიყვარულის ისტორია სავსეა მსგავსი მოგონებებით. თქვენ ორივემ უნდა შეძლოთ შეუძლებელი, რომ ასე შესანიშნავად დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა არ ჩაქრეს.
სამწუხაროდ, ერთ-ერთის მხრიდან ღალატი ყველაფერს დაანგრევს. ასე რომ, ნუ დაასრულებთ ფატალურად იდეალურად აწყობილ ურთიერთობას.

4. თქვენ ერთმანეთს იზიდავთ, მაგრამ ამასთან, თქვენ შორის რეგულარულად წარმოიშვება კონფლიქტები. თქვენ ვერ უგებთ ერთმანეთს, ამიტომ ვერ ტკბებით თქვენი ერთად ყოფნით. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მაინც ერთმანეთს უბრუნდებით. იმდენად მიეჩვიეთ ჩხუბსა და
მსგავსი სიახლეები

შერიგებას, რომ უკვე ჩვევაში გადაგივიდათ. ნუ ეცდებით “გამოძერწოთ” თქვენი პარტნიორისგან იდეალი, ეცადეთ მიიღოთ ისეთი, როგორიც არის. მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა თქვენ ხართ წყვილი, ცხოვრობთ არა თქვენთვის, არამედ ერთმანეთისთვის. დაემშვიდობეთ საკუთარ ამბიციებს, წადით კომპრომისზე და იცხოვრეთ ბედნიერად!

5. თქვენი ურთიერთობა განსხვავებული იქნება. ფერადი ემოციით ორივე სამყაროს ფერადი სათვალით უყურებთ. მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მიხვდებით, რომ რეალობა სულ სხვა ყოფილა. გაგრძელდება თუ არა თქვენი ურთიერთობა – დამოკიდებულია მხოლოდ თქვენზე. თანდათან მიხვდებით, რომ თქვენი პარტნიორი სულაც არ ყოფილა ის ადამიანი, ვინც გეგონათ. თუ შეძლებთ ადაპტირებას, თქვენ გექნებათ ყველა შანსი, გახდეთ ბედნიერი წყვილი. ასე რომ, ჯობია თავიდანვე გაიგოთ თქვენს პარტნიორზე ყოველი წვრილმანი, რათა შემდგომ არ გახდეს თქვენთვის არასასიამოვნო სიურპრიზი. გაერკვიეთ, პარტნიორის რა თვისებებს შეგიძლიათ შეეგუოთ და რას ვერ შეეგუებით ვერასდროს.

6. თქვენი ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთგაგებასა და ურთიერთპატივისცემაზე, უფრო მეტად ეს ურთიერთობა ჰგავს მეგობრულს. ერთად ძალიან კარგად ხართ. ეს ყველაფერი დაგვეთანხმებით – არ არის უმნიშვნელო. თუ თქვენ გინდათ დაწყობილი ოჯახური ცხოვრება, ეს კავშირი თქვენთვისაა. ძალიან სტაბილური და ლამაზი ურთიერთობა გაქვთ. ეს ყველა შეყვარებულ წყვილს არ შეუძლია. მთავარია უსიტყვოდ ენდობოდეთ ერთმანეთს. სწორედ ეს არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების საფუძველი.

7. ნუ ელოდებით თანასწორუფლებიანობას თქვენს ურთიერთობაში. ერთ-ერთი თქვენგანი მოინდომებს ლიდერობას. შეეგუება თუ არა თავის მეორეხარისხოვან როლს ერთ-ერთი პარტნიორი, ამაზეა დამოკიდებული ამ სასიყვარულო კავშირის მომავალი. თუ ორივეს გაწყობთ ასეთი ურთიერთობა, შეგიძლიათ შექმნათ მყარი კავშირი. თქვენთვის აუცილებელია ახალი ემოციები, აქტიური ცხოვრების წესი, ვერ ეგუებით საღამოობით სახლში ჯდომას. შეგიძლიათ იყოთ აბსოლუტურად დარწმუნებული თქვენი პარტნიორის სტაბილურ ურთიერთობაში, იქნებით ერთმანეთის ერთგულები. თქვენი წყვილი შექმნის მყარ და ჰარმონიულ კავშირს. ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს: რეგულარულად შეახსენეთ თქვენს პარტნიორს, თუ როგორ გიყვართ და აფასებთ.

8. ვერაფერს იტყვი, მძიმე წყვილია. თავიდან შეიძლება ყველაფერი რომანტიკულად და ზღაპრულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი სადღაც გაქრება.
შეყვარებულობის პერიოდი ხასიათდება იმით, რომ ისე ეჩვევიან ერთმანეთს, ვერ ამჩნევენ პარტნიორის უარყოფით თვისებებს. სწორედ მაშინ იწყება კონფლიქტები, როდესაც გამოვლინდება ეს თვისებები. დაიწყება კონფლიქტები და უსიამოვნებები. თუ ეს ადამიანი თქვენთვის ძვირფასია, ერთად გაერკვიეთ თქვენს ურთიერთობებში. ნუ ჩამოყრით ყურებს, შეგიძლიათ ბედნიერები იყოთ ერთად. თქვენს ხელთაა, შექმნათ ჰარმონიული, მეგობრული ურთიერთობა. საჭიროა მხოლოდ მონდომება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყველას აქვს თავისი ნაკლოვანებები და იდეალური ადამიანი არ არსებობს…

9. ყველა გაოცებულია, ერთად რომ ხართ. იმდენად, რამდენადაც ასეთ პარტნიორებს შორის სრული შეუთავსებლობაა. შეიძლება დროის რაღაც მონაკვეთში ძალიან კომფორტულად გრძნობდეთ თავს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევა. საერთოდ არ ჰგავხართ თქვენს პარტნიორს: სხვადასხვა მსოფლმხედველობა გაქვთ, თითოეულ თქვენგანს სხვადასხვა შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, საპირისპირო მხარეები ერთმანეთს იზიდავენ, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ ერთმანეთთან შეგუება. დათმობაზე არც ერთს არ უნდა წასვლა. ერთი მიილტვის თავისუფლებისკენ, მეორესთვის მნიშვნელოვანია მშვიდი, წყნარი ოჯახური გარემო – წიგნის კითხვა და ტელევიზორთან ჯდომა. კომპრომისს ძნელად მიაღწევთ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ასეთი წყვილი ვერ ააწყობს ურთიერთობებს. შეიძლება დაშორდნენ, მაგრამ მოსიყვარულე გულები მაინც შეერთდებიან და აღარ გაუშვებენ ერთმანეთს. მთავარია გაითვალისწინოთ და პატივი სცეთ თქვენი პარტნიორის სურვილებსა და მოთხოვნილებებს. მშვიდად მოუსმინეთ, შეეცადეთ შეუსრულოთ დიდი და პატარა სურვილები და გაოცებული დარჩებით თქვენი პარტნიორის საპასუხო ქმედებებით. ისწავლეთ, დამოუკიდებლად მართოთ საკუთარი ბედნიერება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს