დაწვით მეტი კალორია ისე, რომ თითქმის არაფერი არ შეცვალოთ

221

7 კარგი ჩვევა, წონის შესამსუბუქებლად, განსაკუთრებული რეჟიმისა და ძალისხმევის გარეშე.

1. გამოხატეთ ენთუზიაზმი
სადილის შემდეგ, დაუშვებელია საყვარელი გადაცემების წამოწოლილი ყურება. ფეხბურთის ყურების დროს თორმეტჯერ “გოლ”- ის ემოციური წამოძახილი გაკარგვინებთ 135 კალორიას. დიახ, ამას მშვენიერი შედეგი აქვს. ამისთვის ნებისმიერი გადაცემა გამოდგება, მთავარია ამ გადაცემამ ჩვენ მოძრაობასა და ხალისში მოგვიყვანოს.
ყოველ კვირას დაკარგული კალორიების ჯამი: 405

2. დარეკეთ “იტალიელივით”[/b]
ისარგებლეთ ყოველი თქვენი სატელეფონო ზარით (პირადი, საქმიანი, ყველანაირი გამოგადგებათ). ენერგიული, ჟესტებითა და ემოციებით ერთი საათი ლაპარაკი გაკარგვინებთ 102 კალორიას.
ყოველ კვირას დაკარგული კალორიების ჯამი: 714

3. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ
სითხით შებერილი კუჭი თვეში კალორიების 9 პროცენტს შთანთქავს. თუ წყალი გაყინულია, სხეული უფრო მეტ ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ გაათბოს ის.
ყოველ კვირას დაკარგული კალორიების ჯამი: 1358

4. დადეთ ფსონი შავზე
შავ სიაში შეიტანეთ ყავის ყველა “თეთრი დანამატი”: შაქარი, ნაღები ან რძე და უპირატესობა მიანიჭეთ ესპრესოს, კაპუჩინოსგან განსხვავებით. ნოლი კალორიით “შავი” ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
ყოველ კვირას დაკარგული კალორიების ჯამი: 360

5. გამოიყენეთ შედარებით მცირე ზომის ჭურჭელი
ეს დამტკიცებულია: კარგად გავსებული პატარა თეფში, გვიტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს ვჭამთ მეტს და თუ ის ამავდროულად ლურჯია, გვიკარგავს მადას. აგრო საკვები ინდუსტრია, რომელმაც შესანიშნავად იცის ამ ფაქტის შესახებ, აწარმოებს ნაკლებ საკვებ პროდუქტს ლურჯი შეფუთვით.
ყოველ კვირას დაკარგული კალორიების ჯამი: 500

6. მიიღეთ ცივი შხაპი
შხაპის გამორთვამდე ზუსტად 2 წუთით ადრე, კანის გამკვრივებასთან ერთად თქვენ დაწვავთ 100 -ზე მეტ კალორიას.
ყოველ კვირას დაკარგული კალორიების ჯამი: 700

7. ზეთის დოზა
ზეთის გადაღება პულვერიზატორიან ჭურჭელში, მისი დოზის შემცირებაში დაგეხმარებათ. ის მყისიერი დაჭერით საშუალებას მოგვცემს მინიმუმამდე დავიყვანოთ მისი რაოდენობა. შედეგი მინუს 100 კალორიაა.
ყოველ კვირას დაკარგული კალორიების ჯამი: 700

თუ გაითვალისწინებთ ამ 7 რჩევას, კვირაში თქვენი დაკარგული კალორიების რიცხვი შეადგენს: 4737-ს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს