ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი – პორტუგალიური სამზარეულოს შედევრი! სცადეთ და გააოცეთ საკუთარი თავი

3862

კარტოფილი, ყველაზე ხელმისაწვდომი და ფავორიტი ბოსტნეულია, რომლისგანაც დიასახლისებმა უამრავი კერძი შექმნეს: შემწვარი, მოხარშული, გამომცხვარი, კარტოფილის ბლინები, ასევე იყენებენ სალათებში. და თუ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია კიდევ ვინმეს გაოცება, კარტოფილისგან მომზადებული კერძით, ძალიან ცდებით.

ჩვენ წარმოგიდგენთ რეცეტს, როგორ უნდა მოამზადოთ კერძი, რომელიც თქვენი რჩეული გახდება. რაც მთავარია, ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია და კერძის მომზადებას ძალიან ცოტა დრო ჭირდება.

გამომცხვარი კარტოფილი

ეს კერძი პორტუგალიიდანაა. მისი მირთმევა შესაძლებელია ხორცთან, თევზთან, ზღვის სხვა პროდუქტებთან ერთად. მაგრამ, ეს კერძი ისეთი საოცარია, რომ მხოლოდ მისი მირთმევა საკმარისი იქნება.

მასალები:

  • 8ც კარტოფილი
  • 30გ კარაქი
  • 2ც როზმარი
  • 4 კბილი ნიორი
  • 40 მლ ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ.

2. კარტოფილი უნდა გააბრტყელოთ კოვზით მსუბუქად. ის გაიბზარება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთლიანად არ უნდა დაიშალოს.

3. კარტოფილის გამოსაცხობ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და თანაბრად, მთელს ტაფაზე, დააწყეთ ნიორი.

4. მოათავსეთ კარტოფილი. მოაყარეთ მარილი (სასურელია ზღვის მარილი) და როზმარინი. როზმარინი უნდა იყოს ნედლი, თუმცა შეგიძლიათ მშრალიც გამოიყენოთ.

5. დაჭერით კარაქი კუბიკებად და მოათავსეთ კარტოფილში. 1-2 კუბუკი თითოეულში. შეგიძლიათ მოასხათ ზეითუნის ზეთი.

6. გაახურეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე და შედგით კარტოფილი. კერძი მზადაა, მიირთვით გემრიელად.

თქვენ არ გჭირდებათ ისეთი სანელებლები, როგორიცაა წიწაკა ან შავი პილპილი. როზმარინი და ნიორი უნიკალურ არომატს მისცემს. თუ ხართ მწვანე ხახვის მოყვარული, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ. მოგეწონათ? გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს