საიდან მოდის „ბებრული სტილი“ და რა ასაკიდან წყვეტენ ადამიანები ჩაცმულობით დაინტერესებას?

406

თუ ორმოცდაათ წელს გადაცილებულ ქალებს შეხედავთ, პირველი, რაც თვალში მოგვხვდება, არის ერთფეროვანი სტილის ტანსაცმელი. სადღაც ქრება მთელი ხიბლი და ინდივიდუალობა და, ერთ მშვენიერ დღეს, ხანდაზმული ადამიანები ირჩევენ კომფორტულ ხალათს და რბილ ჩუსტებს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რატომ ხდება ასე და შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიანტს ამ სიტუაციის შესაცვლელად.

ჩვენს დედებს და ბებიებს რთული ცხოვრება ერგოთ. ჯერ, სსრკ, სადაც ქალები არ არსებობდნენ და არსებობდნენ მხოლოდ ამხანაგები. ეს ქალი ამხანაგები მუშაობდნენ ქარხნებში და სამშენებლო ობიექტებზე მამაკაცებთან თანაბრად. სსრკ-ში მოდა მიზნად არ ისახავდა ქალურობისა და ელეგანტურობის ხაზგასმას. ახალგაზრდობაში ფიზიკური დატვირთვა ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, რომელიც ასაკთან ერთად იწყებს თავის შეხსენებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დადგა „რთული 90-იანი წლები“ და ქალებს წილად ერგოთ ზრუნვა ოჯახებზე და საკვებზე. უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ქალი იქცეოდა ოჯახის მთავარ მარჩენლად და დღეში 12-18 საათს მუშაობდა. მაშინ ქალების მთავარ საზრუნავს მოდური ნივთები არ წარმოადგენდა.

ხანშიშესული ადამიანები მშვიდობასა და კომფორტზე ოცნებობენ

ასე რომ, ქალები, რომლებსაც ჩვენ ახლა ბებიებს ვუწოდებთ, მთლი ცხოვრების მანძილზე თავიანთი შვილების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ცდილობდნენ. მაგრამ რატომღაც საკუთარ თავზე არც კი უფიქრიათ. ისინი ამ სულისკვეთებით არც ყოფილან აღზრდილნი. კარგი კოსმეტიკური საშუალებების შეძენა პრობლემური იყო და ყველამ არ იცოდა მათი გამოყენება. წინა თაობებისგან არ მიუღიათ გამოცდილება თავის მოვლისა და სტილის შესახებ. „კარგი გემოვნების” კონცეფცია ზოგადად ძალიან იშვიათი უნარია. მეტიც, გემოვნება და სტილი არ არის დამოკიდებული ფულის ოდენობაზე. ხშირად ხდება, რომ ქალებმა, რომლებსაც ბევრის საშუალება აქვთ, სრულიად არ იციან ნივთების და აქსესუარების შეთავსება.

მრავალი წლის განმავლობაში ქალები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მსხვერპლის პრინციპით ცხოვრობდნენ. ისინი საკუთარ თავს მთლიანად ოჯახს და იმ ქვეყანას უთმობდნენ, სადაც ცხოვრობენ. თუ ქალი ახერხებს რაღაც დონის მიღწევას ან კომპანიის ხელმძღვანელი ხდება, ყველაზე ხშირად მას ავიწყდება, რომ ქალია. მამაკაცებთან არათანაბარი კონკურენცია აიძულებს ქალებს მუდმივად გაიღონ მსხვერპლი, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – მათი ქალურობა. ამიტომ, პენსიაზე გასვლის შემდეგ, ქალები ხშირად აღარ ფიქრობენ თავიანთ გარეგნობაზე. ფართო ხალათი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს კომფორტული და ხელი არ შეუშალოს მოძრაობას. რბილი ჩუსტები კომფორტს უქმნის დაღლილ ფეხებს, თბილი მოსასხამი კი სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.

ახლა სამყარო ძალიან შეიცვალა. ქალები სულ უფრო ხშირად იკავებენ ხელმძღვანელ პოზიციებს უზარმაზარ კორპორაციებში. ისინი სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობით არიან დაკავებულნი. ამავდროულად, ისინი არ ივიწყებენ თავიანთ დედობრივ ფუნქციებსა და მეუღლის მოვალეობებს. საყოფაცხოვრებო ტექნიკა ეხმარება ქალებს საოჯახო საქმეების მართვაში. პროფესიონალი სილამაზის ექსპერტები უნარჩუნებენ ქალს ახალგაზრდობას და სილამაზეს. ნებისმიერ ქალს შეუძლია დაიქირაოს პერსონალური სტილისტი, რომელიც დაეხმარება მას ელეგანტური საბაზისო გარდერობის არჩევაში. გაუთავებელი შოპინგისთვის კი უკვე დიდი ხანია ინტერნეტს იყენებენ.

პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრება კვლავ გრძელდება

ახლა კი ჩვენი ქალაქების ქუჩებში უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ელეგანტურ მოხუც ქალბატონებს, რომლებსაც არ რცხვენიათ საკუთარი ასაკის. ისინი სწავლობენ ბებიის სტატუსში ცხოვრებას და ტკბებიან ამით. ასაკი ხომ მხოლოდ პასპორტის რიცხვია, სულიერი მდგომარეობა კი – სულ სხვა რამაა. სწორედ ის გეხმარებათ დილით სამოსის შერჩევაში და შემდეგი სიტყვების წარმოთქმაში: „შენ ამას იმსახურებ!” ამიტომ, ყველა ასაკის საყვარელ ქალებს გვსურს ვუსურვოთ, რომ პირველ რიგში საკუთარ თავზე იზრუნონ. გაახარონ თავი პატარა სასიამოვნო ნივთებით. ნუ გადადებთ სიცოცხლეს შემდეგისთვის, ჩაიცვით ლამაზი ტანსაცმელი დღეს და ყოველთვის გქონოდეთ სურვილი, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგაც გააოცოთ მეზობლები ახალი იმიჯით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს