ხალიჩების წმენდა თურქულად

384

იყო პერიოდი, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს ბინაში ხალიჩებზე უარის თქმა. ხალხი დაიღალა მათი დასუფთავებით და მათზე ზრუნვით. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბევრმა კვლავ დაიბრუნა დიზაინისა და სიმყუდროვის ეს ელემენტი. რა თქმა უნდა, ასეთი საფარით ბინა უფრო თბილი და ლამაზია, განსაკუთრებით თუ სწორად აირჩევთ. მაგრამ ხალიჩების გასუფთავება არასოდეს ყოფილა ადვილი საქმე. თუ სახლში პატარა ბავშვები ან ცხოველები გყავთ, ხალიჩას განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება.

იცით თუ არა თქვენ, როგორ ასუფთავებენ ხალიჩებს თურქები? ხალიჩები ხომ მათთან ყველგან არის: სახლში, სასტუმროებში, კაფეებში და თუნდაც მაღაზიებში! მათი ხალიჩები ყოველთვის სუფთა და მოვლილია. რაში მდგომარეობს საიდუმლო? არა ძვირადღირებულ ქიმიკატებში და არც ხალიჩების ხშირ ცვლაში! ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიმხელთ საიდუმლოს, რომელიც ჩვენმა მკითხველმა მაშინ შეიტყო, როდესაც თურქეთში შვებულების გასატარებლად იმყოფებოდა. ყველა პროდუქტი, რომელიც დაგჭირდებათ ხალიჩის გასაწმენდად, იაფია და ალბათ სახლში ყველას აქვს.

ხალიჩების წმენდა: როგორ მოვაშოროთ ძველი ლაქებიც კი

ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ლიტრი წყალი;
  • ხელთათმანები;
  • 1 ს.კ. სარეცხი ფხვნილი;
  • საწმენდი ჯაგრისი;
  • 1 ს.კ. ნიშადურის სპირტი;
  • ნიღაბი.

მომზადება და გამოყენება

1.წყალი უნდა იყოს ცხელი, მაგრამ არა ისეთი, რომ ხელები დაგწვათ.

2. სარეცხი ფხვნილი გახსენით წყალში ისე, რომ არ დარჩეს გრანულები. შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი საშუალება.

3. მიღებულ ნარევს დაამატეთ ნიშადურის სპირტი. ამ დროს გაიკეთეთ ნიღაბი, რადგან სუნი ძალიან მძაფრი იქნება.

4. გაიკეთეთ ხელთათმანები და დაიწყეთ ხალიჩის წმენდა ჯაგრისით.

5. დაასველეთ ფუნჯი მომზადებულ ხსნარში და ხალიჩა გაწმინდეთ. გაასუფთავეთ ზედაპირი წრიული მოძრაობებით.

6. თუ ხალიჩა დიდი ხნის განმავლობაში არ გაწმენდილა და მასზე ჩამჯდარი ლაქებია, პროცედურის გამეორება დაგჭირდებათ.

ეცადეთ, რომ ხალიჩის გაწმენდისას ირგვლივ არ იყვნენ ბავშვები ან შინაური ცხოველები. აუცილებლად გამოაღეთ ყველა ფანჯარა! თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ პროცედურა გარეთ ჩაატაროთ, ისარგებლეთ ამით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს