1. შეიჭერით ხშირად
რაც უფრო ხშირად მოიჭრით თმის ბოლოებს, მით სწრაფად გაგეზრდებათ თმა. ჩვენ ყოველდღიურად ვსარგებლობთ ფენით და თმის დაყენების სხვადასხვა ელექტროსაშუალებებით, რაც, რა თქმა უნდა, აზიანებს თმას, ყოფს თმის ბოლოებს. ეს კი ხელს უშლის თმის ზრდას.
2. თავის მასაჟი თბილი ზეთით
თმის სწრაფად გაზრდის, გასქელებისა და გაჯანსაღების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი – თავის თბილი ზეთით მასაჟია.გაათბეთ ზეთი და კარგად შეიზილეთ ის თავის კანში. გაიჩერეთ 15-25 წუთი, შემდეგ დაიბანეთ თავი. საუკეთესოა, თუ იქნება აბუსალათინის ან ძირკავას ზეთი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ.
3. კვერცხის ცილის ნიღაბი
ვიტამინები, რომლებსაც კვერცხის ცილა შეიცავს, სამკურნალოა. მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა, გატეხოთ რამენიმე კვერცხი, გააცალკევოთ გული და ცილა და ცილა წაისვათ თმაზე. გაიჩერეთ ნიღაბი 10-დან 30 წუთამდე. შედეგი არ დააყოვნებს. ამ ნიღბის პირველივე დადების შემდეგ, თმა ბევრად გაჯანსაღებულია.
4. სვით წყალი
თუ დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყალს დალევთ, არა მხოლოდ უკეთ იგრძნობთ თავს, არამედ თმასაც გაიჯანსაღებთ. ჯანრთელი თმა კი სწრაფად იზრდება.
5. დაივარცხნეთ თმა ხშირად
თმა დღეში 4-ჯერ მაინც უნდა დაივარცხნოთ. ეს პროცესი თმის ბოლქვების ასტიმულირებს, ეს კი თმის ზრდასაც უწყობს ხელს.
6. ფრთხილად გამოიყენეთ ფენი და თმის დასაყენებელი სხვა საშუალებები
თმის გაშრობა და გასწორება უარყოფითად მოქმედებს ჩვენს თმაზე. უნდა შეეცადოთ შეამციროთ ფენის გამოყენება 4-ჯერ მაინც. და მალე დარწმუნდებით, რომ ეს შედეგს ნამდვილად გამოიღებს.
7. პროეტეინები
ის, რასაც ჩვენ მივირთმევთ, თმაზეც აისახება. ცილების დიდი რაოდოენობით მიღება ხელს უწყობს ფოლიკულის მოუშაობას. თევზი, რძე, კვერცხი, ბანანი – ყველა ეს ცილოვანი პროდუქტი საოცრად სასარგებლოა ჩვენი თმისთვის.
8. კარტოფილის ნიღაბი
თმის ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს მიერ მიღებულ ვიტამინებზე, ამ შემთხვევაში ყველაზე მოთხოვნადი ვიტამინია B. თმის ზრდის დასაჩქრებლად შეგიძლიათ გაიკეთოთ კარტოფილის ნიღაბი. წვრილად გახეხელი კარტოფილი დაიდეთ თმაზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ.