რა იწვევს ცელულიტს და როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ მას

178

ცელულიტი ხშირად დაავადებასთან ასოცირდება, მაგრამ ის არაფერია თუ არა ნორმალური ცხიმი, დაგროვილი კანქვეშ. ეს ცხიმი გამოიყურება ოღროჩოღროდ, რადგან ის კანსა და მაერთებელ ქსოვილს შორის ჩნდება, იწვევს კანის დაჭმუჭვნას. ცელულიტი არ არის მტკივნეული და ბევრს მისი მოშორება მხოლოდ შესახედაობის გამო სურს.

რა იწვევს ცელულიტს?

ცელულიტი გადაჭარბებულ წონას არ ნიშნავს. მაგრამ ჭარბწონიანებში ეს პრობლემა უფრო აქტიურადაა. ასეთ შემთხვევებში წონის დაკლება ცელულიტის კლებასთან კავშირდება. “ფორთოხლისებური კანი” უფრო ხშირად ქალებში ჩნდება, ვიდრე მამაკაცებში. დადგენილია, რომ მისი გადაცემა მემკვიდრეობით ხდება, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც, რაც მისი გაჩენის რისკებს ზრდის:

არასწორი დიეტა
შენელებული ნივთიერებათა ცვლა
ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
ჰორმონების ცვლილება
დეჰიდრატაცია
სიმსუქნე

ცელულიტი ნაკლებად შესამჩნევია მუქი ფერის კანში. მისი მკურნალობის ბევრი საშუალება არსებობს, თუმცა ცოტაა იმის შანსი, რომ ეს ცხიმი ხელმეორედ აღარ წარმოიქმნება.

ცელულიტის მკურნალობა:

ცელულიტის კრემები
ასეთი კრემები შლიან ცხიმებს და აპრიალებენ კანს. მაგრამ ბევრი ცელულიტის კრემი შეიცავს ამინოფილინს, ნივთიერებას, რომელიც ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება. ამასთანავე არ არსებობს რაიმე მეცნიერული დასკვნა, რაც მათ ეფექტუნარიანობას ადასტურებს. ისინი ზოგიერთი ადამიანისთვის საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს, გამოიწვიოს რა ალერგიული რეაქციები.

ლიპოსაქცია
ეს არის ქირურგიული პროცედურა ცხიმების მოსაშორებლად. ლიპოსაქცია აშორებს ცხიმებს, რომელიც კანის ქვეშაა და არა ცელულიტს. ამერიკის დერმატოლოგთა აკადემია ამბობს, რომ ლიპოსაქციამ შესაძლოა ცელულიტის შედეგები გააუარესოს.

მეზოთერაპია
მეზოთერაპია არის თერაპია, რომელიც განვითარებულია ევროპაში, კანის ანთებითი მდომარეობის შესამცირებლად. ეს მოიცავს ინექციებით კანის ქსოვილში ისეთი ნივთიერებების შეყვანას, როგორიცაა ამინო მჟავები, მინერალები და სხვადასხვა ვიტამინები. მეზოთერაპია ამცირებს ცხიმებს და აუმჯობესებს ცელულიტის შესახედაობას, მაგრამ ეს თერაპია ხშირად ანთებითი პროცესებისა და შეშუპებების გამომწვევი ხდება.

მასაჟი და სპა თერაპია
ასეთი სახის თერაპიებს დროებითი ეფექტი აქვთ და ისინი არ აშორებენ ცელულიტს.

ლაზერული თერაპია
ამ დროს გამოიყენება მოწობილობა, რომლის ლაზერული ენერგიითაც ინკურნება ცელულიტი. მოწყობილობა ადნობს ცხიმს კანქვეშ და ასტიმულირებს შემაერთებელი ქსოვილის წარმოშობას.

დერმატოლოგები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ ცელულიტის განკურნება შეუძლებელია, თუმცა მისი აცილების საუკეთესო გზა აერობიკა, ვარჯიში, დიეტა და სწორი კვებაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს