7 რამ, რაც არ უნდა გააკეთოთ ჭამის შემდეგ

746

სიგარეტის მოწევა ჭამის შემდეგ.
ექსპერტებმა კვლევებით დაამტკიცეს, რომ ერთი ღერი სიგარეტის მოწევა ჭამის შემდეგ უდრის 10 ღერის მოწევას უზმოზე.

ხილი ჭამის შემდეგ.
ხილის მიღება ჭმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს მუცლის შებერილობას. მიირთვით ხილი ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

ჩაის მირთმევა ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
ჩაის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით მჟავა, რომელიც ხელს უშლი საჭმლიდან მიღებული ცილების მონელებას.

თუ ჭამის დროს თქვენ გქონდათ ქამარი მოჭერილი, არავითარ შემთხვევაში არ გაიხსნათ იგი.
ასე თქვენ ხელს შეუშლით საჭმლის მონელების პროცესს. ქამრის გახსნის დროს მიღებული მთელი საჭმელი წავა ქვემოთ ერთიანად და გარკვეული პერიოდით სრულიად შეჩერდება საჭმლის მონელების პროცესი.

ნუ მიიღებთ შხაპს ჭამის შემდეგ.
შხაპის მიღების დროს სისხლის მიმოქცევა მატულობს ხელებში, ფეხებში და სხეულის ზედაპირზე, ხოლო მუცლის არეში სისხლის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება. ეს ფაქტი ხელს უშლის საჭმლის მონელების პროცესს.

რჩევა მათთვის, ვინც ჭამის დროსაც კი კომპიუტერს არ სცილდება.
გსურთ იცოცხლოთ 100 წელი ჯანმრთელად და ბედნიერად? მაშინ ყოველი ჭამის შემდეგ გაისეირნეთ 10-15 წუთი ან სულაც გადადგით 100 ნაბიჯი. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ საჭმლის ხარისხიანად მონელების პროცესს.

ძილი ჭამის შემდეგ.
არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ დასაძინებლად ჭამის შემდეგ. ასე თქვენ შეუქმნით უამრავ პრობლემას საკუთარ ჯანმრთელობას და დაარღვევთ საკვების მონელების პროცესს. მიირთვით საჭმელი დაძინებიდან 1 ან 2 საათით ადრე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს