სვით ეს სასმელი მთელი დღის განმავლობაში ჩაის, ყავისა და წვენების ნაცვლად…

278

ეს ძალიან მარტივად მოსამზადებელი სასმელი წმენდს ორგანიზმს, აცხრობს შეშუპებებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.

მისი დალევა რეკომენდებულია მთელი დღის განმავლობაში ჩაის, ყავისა და წვენების ნაცვლად. საუკეთესოა, თუ ამ დეტოქს-სასმელს კვირაში ორჯერ დალევთ.

მომზადების წესი:
აიღეთ 3 გაუთლელი, საშუალო ზომის ვაშლი (უმჯობესია მწვანე ჯიშის), დაჭერით წვრილად, დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.

გადმოდგით ცეცხლიდან, გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი გაურიეთ თაფლი გემოვნებით და მწიკვი ჯანჯაფილის ფხვნილი. სვით თბილ-თბილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს