როგორ გავიქროთ პირში უსიამოვნო სუნი ბუნებრივი გზით

484

საღეჭ რეზინს ხშირად იყენებენ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ეს შეცდომაა, რადგან საღეჭ რეზინს ასეთი ეფექტი არ ახასიათებს , ის მხოლოდ ნიღბავს უსიამოვნო სუნს. უმჯობესია, მიირთვათ “ცე” ვიტამინით მდიდარი საკვები: კენკრა, ციტრუსი, საზამთრო. ისინი პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნიან.

გარდა ამისა, “ცე” ვიტამინი ღრძილებსაც უხდება. გაითვალისწინეთ: სასურველ შედეგს მოგცემთ მხოლოდ ნატურალური პროდუქტების მეშვეობით მიღებული ვიტამინი და არა ორგანიზმში კვებითი დანამატების გზით მოხვედრილი.

ასეთივე მოქმედება ახასიათებს უჯრედისით მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს, მათ შორის – ვაშლს, სტაფილოსა და ნიახურს.

ეს პროდუქტები აძლიერებს ნერწყვის გამოყოფას, ნერწყვი კი ასველებს პირის ღრუს და აცილებს კბილებიდან საკვების ნარჩენებს, რომლებიც ლპობისას გამოსცემს უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ თუ ყოველდღე მიირთმევთ იოგურტს, პირის ღრუში შემცირდება წყალბადის სულფიდის დონე – ნივთიერებისა, რომელიც უსიამოვნო სუნის მთავარი მიზეზია. მთავარია, შეარჩიოთ ნატურალური კომპონენტების შემცველი იოგურტის შაქრის გარეშე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს