უალკოჰოლო კოქტეილების საუკეთესო რეცეპტები

141

საახალწლო სუფრა თავისუფლად შეიძლება უალკოჰოლო იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ ამ დროს ბევრი ბავშვი და მოზარდი იკრიბება. გემრიელი და ნატურალური უალკოჰოლო კოქტეილები ქმნიან სასიამოვნო ატმოსფეროს და გაალამაზებენ საახალწლო სუფრას. იმისათვის რომ ასეთი სასმელები დავამზადოთ, თქვენ დაგჭირდებათ შეიკერი ან ბლენდერი და რათქმუნდა საჭირო პროდუქტები. საახალწლო წვეულების წარმატება შენს ხელშია!

კოქტეილი იოგურტისგან

შემადგენლობა:
მანგო- 2 ცალი
იოგურტი – 2 ჭიქა
შაქარი – 2 სუფრის კოვზი.
ილი (მცენარე) – თითის ტოლა
დარიჩინი – თითის ტოლა
ყინული

მომზადება: გავასუფთაოთ მანგო (სასურველია კარგად დამწიფებული ხილი). ნაყოფის რბილობი აღქვიფოთ იოგურტთან ერთად. იოგურტი სასურველია იყოს ნატურალური, უკეთესია თუ მას თავად დავამზადებთ. დავამატოთ კოქტეილში შაქარი, ჩაალაგე თითის ტოლა ილი და დარიჩინი. სურვილისამებრ შეგიძლიათ თითოეულ ჭურჭელში ჩააგდოთ თითო ყინულის კუბი.

კოქტეილი «ფიფქია»
შემადგენლობა:
ნაყინი – 200 გრამი
რძე – 0,5
ჭიქა კივი – ერთ ცალი
დაჭრილი თხილი – გასაფორმებლად

მომზადება:
ათქვიფეთ ნებისმიერი ნაყინი 0,5 ჭიქა რძესთან და 0,5 ჭიქა იოგურტთან ერთად.
თითოეულ ბოკალში თავდაპირველად ჩაყარეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კივი (ვისაც რამდენი უყვარს), დაასხით ათქვეფილი ნაზავი და მოაყარეთ თავზე დაჭრილი თხილი.

«შოკოლადის» კოქტეილი
შემადგენლობა:
ვანილის ნაყინი – 100 გრამი
რძე – 0,5 ჭიქა
ფორთოხლის წვენი – 5 სუფრის კოვზი
შოკოლადის სიროფი – 5 სუფრის კოვზი
გახეხილი შავი შოკოლადი – გასაფორმებლად

მომზადება: ავთქვიფოთ ნაყინი 0,5 ჭიქა რძესთან, ფორთოხლის წვენის 5 სუფრის კოვზთან და ამდენივე შოკოლადის სიროფთან ერთად. ეს კოქტეილი უნდა ჩაასხათ მარალ ბოკალებში, ზემოდან კი მოაბნიეთ გახეხილი შავი შოკოლადი.

«გამაგრილებელი» კოქტეილი
შემადგენლობა:
ნაწყინი – 200 გრამი
რძე – 200 მილიგრამი
პიტნის სიროფი – 40 მილიგრამი
ათქვეფილი ქლიავი
პიტნის ტოტი– გასაფორმებლად

მომზადება: ათქვიფეთ 200 მილიგრამი რძე და ნაყინი, 40 მილიგრამი პიტნის სიროფი. ჩამოასხით ბოკალებში, მოასხით ზევიდან ათქვეფილი ქლიავი და მოათავსეთ მასზე პიტნის პაატარა ტოტი.

უალკოჰოლო შამპანიური
შემადგენლობა:
ლიმონი – 6 ცალი
შაქარი 75 გრამი
მინერალური წყალი (გაზიანი) – 1 ლიტრი
ვაშლის წვენი – 2 ლიტრი
ვაშლი (წითელი) – 2 ცალი
ყინული

მომზადება: 75 გრამი შაქარი გავაზაოთ შემთბარ 6 ლიმონის წვენში. ეს სიროფი შევურიოთ 1ლიტრ გაზიან მინერალურ წყალს და 2 ლიტრ ვაშლის წვენს. დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ორი მწიფე ვაშლი (სასურველია წითელი), მოვათავსოთ დიდ ჭურჭელში და დავასხად ზედ მომზადებული სითხე. გავაციოთ, ჩამოვასხათ ბოკალებში, გავაფორმოთ პიტნის ტოტებით და ყინულით.

ათქვეფილი-ბლის წვენი
შემადგენლობა:
პლომბირი – 200გრამი
რძე (ცივი) – 1 ჭიქა
ბლის სიროფი – 3-4 სუფრის კოვზი
მომზადება: ავურიოთ 200 გრამი პლობირი, ერთი ჭიქა ცივი რძე და 3-4 სუფრის კოვზი ბლის სიროფი. ყველაფერი გულიანად ავთქვიფოთ, მანამ სანამ წამოიშვება ფუმფულა ქაფი და ჩამოასხით მაღალ ჭიქებში.

«მარწყვის» კოქტეილი
შემადგენლობა:
ტკბილი ძლიერი ყავა (გაცივებული) – 1 პატარა ჭიქა
პლომბირი – 100 გრამი
მარწყვი – 100 გრამი

მომზადება: აურიოთ ყავა (წინასწარ მოდუღებული და გაცივებული) პლომბირთან და მარწყვთან, მარწყვი გამოდგება გაყინულიც. ათქვიფეთ და ჩამოასხით ლამაზ ბოკალებში, შეგიძლიათ გააფორმოთ თითოეული ბოკალი მთლიანი მარწყვით.

ფორთოხლის კოქტეილი

შემადგენლობა:
ფორთოხალი – 4 ცალი.
წყალი – 1 ჭიქა
შაქარი – 2 სუფრის კოვზი
მიხაკი – 3 ცალი.
დარიჩინი – 2 სმ ჩხირი
მუსკატის კაკალი
მომზადება: აურიეთ 4 ფორთოხლისგან მიღებული წვენი, 1 ჭიქა წყალს და 2 სუფრის კოვზ შაქარს. წამოადუღეთ 3 ცალ მიხაკთან და 2 სანტიმეტრი დარიჩინის ჩხირთან ერთად. გადაწურეთ, გააცივეთ, ჩამოასხით ბოკალებში და მოაყარეთ თავზე გახეხილი მისკატის კაკლები

კოქტეილი «მოჰიტო»

შემადგენლობა:
ტარხუნა
მინერალური წყალი (გაზიანი)
იმბირი
ლიმონი
თაფლი (თხევადი)
პიტნის ტოტი – გასაფორმებლად

მომზადება: ყოველი ჭიქის ძირში ჩავაგდოთ იმბირის იმბირის და ლიმონის 2 ნაჭერი, დავუმატოთ პიტნის რამოდენიმე ტოტი და დავასხათ ცოტა ტარხუნა. ეხლა დავასხათ 50 გრამი მინერალური წყალი, ავურიოთ, ჩავჭყლიტოთ იმბირი და ლიმონი კოვზით. ჩავასხათ ნახევარი სუფრის კოვზი თაფლი, დავამატოთ გაზირებული წყალი. გავაფორმოთ პიტნის ტოტებით და ჩავალაგოთ ყველა ჭიქაში საწრუპები.

ეს უალკოჰოლო კოქტეილები ფერადი და მკვეთრია, ისინი აუცილებლად გაალამაზებენ შენს სადღესასწაულო მაგიდას და არა მარტო ახალ წელს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს