დღეს ჩვენ გაგაცნობთ მეთოდიკას, რომელიც დაგეხმარებათ გაარკვიოთ, თუ ვინ არის წამყვანი თქვენს ურთიერთობაში. მაშ ასე დავიწყოთ:
თქვენ დაგჭირდებათ ასეთი კვადრატი (ალბათ ყველას გითამაშიათ ბავშვობაში იქსიკი-ნოლიკი):
შემდეგ საჭიროა უპასუხოთ რამდენიმე შეკითხვას. თუკი უპირატესობა თქვენსკენაა, მაშინ ერთ-ერთ კვადრატში ჩასვით X ხოლო, თუ თქვენი პარტნიორისაკენ, მაშინ 0.
1. მეგობრები. დასვით X თუ:
– თქვენ უფრო მეტი მეგობარი გყავთ;
– მათ უფრო მეტად უყვარხართ და გაფასებენ;
– მათთან ერთად დროის გატარება თქვენთვის უფრო საინტერესოა;
ხოლო, თუ ამ საკითხში უპირატესობა თქვენი პარტნიორისაკენაა, მაშინ დასვით 0.
2. სამსახური. დასვით X თუ:
– თქვენ უფრო მეტს გამოიმუშსავებთ;
– გაქვთ უფრო პრესტიჟული სამსახური, ან პრესტიჟული თანამდებობა;
– უფრო მეტად გიყვართ თქვენი სამსახური;
და პირიქით, თუ ამ შემთხვევაშიც უპირატესობა თქვენი პარტნიორისაკენაა, მაშინ დასვით 0.
3. ალტრუიზმი. დასვით X თუ:
– უფრო მეტად გიყვართ ხალხი;
– უფრო ხშირად ეხმარებით ხალხს;
– უფრო გსიამოვნებთ ახალი მეგობრების შეძენა;
ხოლო, თუ ამ საკითხში თქვენი მეორე ნახევარი დომინირებს, მაშინ დასვით 0.
4. გარეგნობა. დასვით X თუ:
– თქვენ უფრო ლამაზი და მოვლილი ხართ;
– უკეთესად იცმევთ;
– უფრო მომხიბვლელი ხართ;
აქ საუბარია იმაზე, თუ რამდენად მომიხბლელი ხართ თქვენ, როგორც ქალი, სხვა მანდილოსნების ფონზე და რამდენად სიმპათიურია თქვენი მამაკაცი სხვა კაცების ფონზე.
5. მეხუთე პუნქტი შემოვინახოთ ბოლოსთვის.
6. სასიყვარულო გამოცდილება. დასვით X თუ:
– თქვენ უფრო ხშირად გაგიწყვიტავთ ურთიერთობა ყოფილ პარტნიორთან, ვიდრე მას;
– თქვენ გაცილებით უფრო მომხიბვლელი პარტნიორები გყოლიათ, ვიდრე მას;
– თქვენი ურთიერთობები ჯამში უფრო წარმატებული იყო, ვიდრე მისი.
და 0 საწინააღმდეგო შემთხვევაში.
7. გატაცებები. დასვით X თუ:
– თქვენ გაქვთ მეტი ჰობი;
– თქვენი განათლების დონე აღემატება მისას;
– თქვენ უფრო მალე პოულობთ ახალ გატაცებებს;
დასვით 0 საწინააღმდეგო შემთხვევაში.
8. ოჯახი. დასვით X თუ:
– თქვენ უფრო თბილი და მოსიყვარულე ხართ ოჯახში;
– თქვენ იღებთ უფრო მეტ მატერიალურ ან ემოციონალურ მხარდაჭერას ოჯახიდან;
– გაქვთ საკუთარი ბინა, საცხოვრებელი, ხოლო პარტნიორს არა.
9. აქტიურობა. დასვით X თუ:
– ეწევით უფრო აქტიურ ცხოვრებას;
– უფრო ხშირად იტვირთებით ფიზიკურად (საუბარია ვარჯიშზე);
– უფრო ენერგიული პიროვნება ხართ, ვიდრე თქვენი მეორე ნახევარი.
დასვით 0 საწინააღმდეგო შემთხვევაში.
ეხლა კი დავუბრუნდეთ მეხუთე პუნქტს. ვინ უფრო დაინტერესებულია თქვენი ურთიერთობის ანალიზში? მაგალითად: ვინ უფრო ხშირად იჩენს ინიციატივას ამგვარი ტესტების შევსებაში? ვისთვის უფრო მნიშვნელოვანია ამ ტესტის პასუხის მოსმენა? თუ თქვენთვის, მაშინ დასვით 0, ხოლო თუ თქვენი პარტნიორისათვის, მაშინ X.
თუ ტესტის შევსების შედეგად, თქვენ დაამთხვიეთ სამი X ვერტიკალურად, ან დიაგონალურად ეს იმას ნიშნავ, რომ თქვენს ურთიერთობაში წამყვანი, დომინანტი თქვენ ბრძანდებით და გაცილებით მეტს ნიშნავთ პარტნიორისათვის, ვიდრე ის თქვენთვის.