მამაკაცების სუსტი წერტილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

908

როგორც ასტროლოგები გვამცნობენ, ნებისმიერ ადამიანს, ფსიქოტიპიდან გამომდინარე, გააჩნია სუსტი წერტილებიდა თემები, რომელზე საუბარიც ნაკლებად სასიამოვნოა მისთვის. ქალებო, გადაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილიინსტრუქციები, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მათ.

მამაკაცი ვერძი გარეგნულად ძალიან თავდაჯერებული და შემტევი ჩანს, თუმცა მისი წყობიდან გამოყვანა ძალზემარტივი საქმეა. არ შეეხოთ მის პროფესიულ თავმოყვარეობას, არ უთხრათ, რომ ვიღაც უშანგი გაცილებით უფროწარმატებულია მასთან სამსახურში, მაშინ როცა თავად მას გაცილებით მეტი რესურსი გააჩნია საქმის უკეთგასაკეთებლად. კიდევ ერთი სისუსტე ვერძისთვის თავისუფლების შეზღუდვაა, თუ მას გაუთავებელიპრეტენზიებით გაუბურღავთ ტვინს ან შემოაკვდებით, ან თქვენი ცხოვრებიდან უკვალოდ და სამუდამოდ გაქრება.

მამაკაცი კურო ძალზე მშვიდი, გაწონასწორებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს ძირითადად. ზოგჯერ მისიგამომეტყველება ისეთი ინდეფერენტულია, შეიძლება გეგონოთ, რომ ამ კაცს ვერავინ და ვერაფერი გამოიყვანსწყობიდან. მაგრამ ცდებით! კუროს ყველაზე მეტად აჩქარება აცოფებს. თუ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა გსურთ,უთხარით, რომ საშინლად ზოზინა და მოუქნელია. გარდა ამისა, კუროს გაცხარება, მისი საკუთრების ხელყოფასაცშეუძლია. თუ ეს კაცი რაიმეს თავისად თვლის, მას არაფრის დიდებით არ დაუთმობს სხვას.

ტყუპი ბუნებით ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ნიშანია. ამიტომ ამ ხალხს სხვების მწყობრიდან გამოყვანაუფრო ეადვილება. თუმცა, მამაკაც ტყუპსაც გააჩნია სისუსტეები და არცთუ ცოტა. მასზე ყველაზე მეტად მოქმედებსინფორმაციული ვაკუუმი (შეუზღუდეთ ინტერნეტი ან მობილურთან წვდომა) და პარტნიორი, რომელიც მოსაწყენიდა უინტელექტოა. აქედან გამომდინარე, ასეთ მამაკაცს შეიძლება სასჯელად მოუვლინოთ ქალი, რომელიცერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს დოსტოევსკისა და დიკენსს ან ერთი და იგივე ჰგონია ჩრდილოეთ პოლუსი და შვეიცარიის ალპები.

მამაკაცი კირჩხიბი ბუნებით უზომოდ წყენია და ემოციური ტიპაჟია. შესაძლოა ისეთ რამეებზე გაგიბრაზდეთ, რაცთქვენი აზრით სასაცილოდაც არ ღირს. თუმცა, არსებობს უფრო მტკივნეული თემებიც კირჩხიბისთვის. პირველისუსტი წერტილი მისი ოჯახის, კერძოდ დედის მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა. თუ გსურთ კირჩხიბიგადაიმტეროთ, გააკრიტიკეთ დედამისი. გარდა ამისა, კიბო უყაირათო და მფლანგველ ქალებზეც მტკივნეულადრეაგირებს.

მამაკაცი ლომი მეფური ბუნების, ამბიციური ინდივიდია. თუმცა მისი ერთი შეხედვით უზადო იმიჯისა დათავდაჭერილობის მიღმა, საკმაოდ ბევრი არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება. ამაში მარტივადდარწმუნდებით, თუკი თქვენს თაყვანისმცემელ ლომს “ყოფილების” ღირსებაზე და დადებით თვისებებზეგაუმახვილებთ ყურადღებას. იგი შეურაცხოფილი და ფრიად განაწყენებული დარჩება იმ ფაქტით, რომ მისი მეფურიპერსონა, ვიღაც მდაბიოებთან შესადარებლად გაიმეტეს.

ქალწული მამაკაცი ბუნებით მოწესრიგებული, წინდახედული და ხელმომჭირნეა. ერთი შეხედვით შეიძლებამოგეჩვენოთ, რომ ამ სფინქსის გამომეტყველების მქონე ტიპს წყობიდან ვერაფერი გამოიყვანს, მაგრამ დასკვნებისგამოტანას ნუ იჩქარებთ, სუსტი წერტილები ქალწულსაც ბევრი გააჩნია. იგი ყველაზე მეტად არაჰიგიენურ, ფეთხუმდა დაუკვირვებელ ქალებს გამოჰყავს წყობიდან. გარდა ამისა, თუ თქვენ მისი ფულის განიავებასაც მიჰყოფთ ხელს(რა თქმა უნდა, თუკი მის საკრედიტო ბარათამდე წვდომა შეძელით) ქალწულის სახით სამუდამო მტერიგარანტირებული გეყოლებათ.

მამაკაცი სასწორი დიპლომატიის, სიმშვიდისა და გალანტურობის განსახიერებაა. იგი მუდამ იღიმის დაელეგანტურად გამოიყურება. ამიტომ შეიძლება იფიქროთ, რომ მისი წყობიდან გამოყვანა ძალზე ძნელი იქნება,თუმცა ეს ასე არ გახლავთ. სასწორი ვერ იტანს ვულგარულობას, ხმაურს და უგემოვნო ადამიანებს. ამიტომ თუ თქვენლექსიკონში “სლენგი” ხშირად გამოერევა, ხელში რაც მოგხვდებათ იმ სამოსით იმოსებით და ხშირად უმართავთსახლში ხმაურიან თავყრილობებს, იგი თავაზიანად მაგრამ მტკიცედ მიგითითებთ კარისკენ.

აი, თუ ვინმეს წყობიდან გამოსაყვანად მაქსიმალური მონდომება და ნებისყოფის სიმტკიცეა საჭირო, ეს მამაკაცი მორიელია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები საკუთარი ემოციების ფლობის გასაოცარი უნარით არიანდაჯილდოებულნი. აქედან გამომდინარე, მისი სუსტი წერტილის აღმოსაჩენად ძალიან დიდი გამჭრიახობაგესაჭიროებათ. თუმცა, უნაკლო არავინაა ამქვეყნად. შესაბამისად, მორიელსაც გააჩნია აქილევსის ქუსლი – ეს კი მისითავმოყვარეობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ყველაზე მეტად უარყოფილის სტატუსს ვერეგუებიან. ამიტომ, თუ თქვენ მორიელთან ურთიერთობა დაიწყეთ და შემდგომ ამისა, აუხსნელი მიზეზებითმოულოდნელად მიატოვეთ, დამიჯერეთ მისი სახით ხანგრძლივ შურისძიებას გამოუწერთ საკუთარ თავს.

თხის რქა ბუნებით პრაგმატული, წინდახედული და სერიოზული მამრია. თუმცა მის „ჩარკინაბეტონებულ“ იმიჯსაცგააჩნია სუსტი და ადვილად მტვრევადი ადგილები. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად გარეგნული სოლიდურობისა,თხის რქა შინაგანად დეპრესიისკენ მიდრეკილი და პესიმისტი ინდივიდია. ამიტომ თუ თქვენ მას საკუთარშესაძლებლობებში ეჭვის შეტანას აიძულებთ, განსაკუთრებით პროფესიული კუთხით, იგი პირქუში და სიტყვაძუნწიგახდება. არანაკლებ აღიზიანებს თხის რქას ექსტრავაგანტურად ჩაცმულ-დახურული ქალები და ზოგადად,მანდილოსნის ვულგარული იმიჯი.

მერწყული ბუნებით ძალზე უკონფლიქტო, ჰუმანური და მეგობრული ნიშანია. აქედან გამომდინარე, მამაკაციმერწყულის მწყობრიდან გამოყვანა ძნელი, ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეც კია. თუმცა, არსებობს რიგისიტუაციები, რომელსაც მერწყული უბრალოდ ვერ ეგუება, მათ შორისაა ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიულიპარტნიორის გვერდით ყოფნა. ეს კაცი ვერ იტანს შეზღუდვებს და ვალდებულებებს. შესაბამისად, თუ თქვენ მას”პირად სივრცეს” შეუზღუდავთ, იგი უბრალოდ აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან.

მამაკაცი თევზი ლოიალური, რბილი და მეოცნებე ტიპია. ზოგადად, თევზები იშვიათად გამოხატავენ აგრესიას დაგაბრაზებას აშკარა და პირდაპირი სახით. აქედან გამომდინარე, თუკი მისი მწყობრიდან გამოყვანა მაინც შეძელით, მძაფრ რეაქციებს, დებოშსა და ჭურჭლის მტვრევას ნუ დაელოდებით საპასუხოდ. თევზები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მაშინ, როცა ვინმე მათ შინაგან სამყაროს, გატაცებას ან ჰობის იგდებს აბუჩად. ამასთან ერთად, არ უნდა უკიჟინოთ მას, რომ ხელმოცარული და უხერხემლოა. რომც არ იყოს რეალურად ასეთი, შესაძლოა თქვენმა შეძახილმა უბიძგოს დეგრადაციისკენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს