როგორ მოვიცილოთ ფერიმჭამელები სახის კანიდან?

255

თუ თქვენ გარდატეხის ასაკში აღარ ბრძანდებით, მაშინ სახეზე ფერიმჭამელების მოშორებამდე უნდა დადგინდეს, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი.
ჩაიტარეთ შემდეგი კვლევები:
1) სისხლის საერთო ანალიზი,
2) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
3) განავლის ანალიზი ჰელმინთებზე;
4) მუცლის ღრუს ექოსკოპია;
5) სახიდან და ხახიდან ჩირქი უნდა დაითესოს ფლორაზე და მგრძნობელობაზე.
ადგილობრივად გირჩევთ, თუ ცხიმიანი კანია, მაშინ დერმასეპტის ხსნარით გაწმენდას ერთჯერ დღეში (ერთი კვირა), ამქერცლავი საშუალებებიდან- კლინდაცინ-T მალამო (ერთი კვირა) 2-ჯერ დღეში.

ბოლოს- კურიოზინის გელი დღისით ერთჯერ, საღამოობით- სკინორენის მალამო ერთჯერ დღეში.
სახის დაბანვა- ვიტასკინით ან კლერასილის გელ-ქაფით.
დასალევად- ანტიოქსიკაფსი თუთიით თითო კაფსულა ერთჯერ დღეში (20 კაფსულა) და აევიტი თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (3 კვირა).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს