ენის, ფრჩხილებისა და თვალების მსგავსად, ტუჩებსაც შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოვლინება.
ტუჩების დათვალიერებისას ყურადღება მიაქციეთ ზედაპირს, ფორმას, კონტურსა და ფერს.
თუ ტუჩებმა პარამეტრები შეიცვალა, დროა, ჯანმრთელობას მიხედოთ.
მშრალი ტუჩები, ორგანიზმის გაუწყლოებაზე მიუთითებს.
იასამნისფერი ტუჩები – სიცივეზე ან ორგანიზმში სისხლის არასწორ მიმოქცევაზე.
ფერმკრთალი ტუჩები – ანემიაზე.
ღია ყავისფერი ფერის ტუჩები – ადამიანს საჭმლის მონელების სისტემის პრობლემა აქვს ან სწორ ნაწლავში ჭიები ჰყავს.
ყავისფერი-შავი ტუჩები – ქრონიკული მწეველი.
ყვითელი ტუჩები – ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემებზე მიუთითებს.
მოლურჯო ტუჩები – ადამიანს ან გულის პრობლემები აქვს, ან ჰაერის უკმარისობა.
გათხელებული ან მჭიდროდ მოკუმული ტუჩები – მსხილი ნაწლავის პრობლემებზე, კერძოდ, კოლიტზე მიუთითებს.
ნახეთქები ტუჩებზე – ან ვიტამინების ნაკლებობის ბრალია, ან მზის ნეგატიური გავლენის.
თუ რომელიმე სიმპტომი გეცნოთ, ჩაიტარეთ მკურნალობა.
როცა ორგანიზმს გამოაჯანმრთელებთ, ტუჩები მიმზიდველობას, სირბილესა და სასიამოვნო ვარდისფერ შეფერილობას დაიბრუნებს.
დაბოლოს, თუ თვითნებური მკურნალობის ჩატარებას აპირებთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს:
1. სვით წყალი, ორგანიზმში სითხის არასაკმარისი რაოდენობისას კანი ელასტიკურობას კარგავს.
2. დროულად გაიწმინდეთ ორგანიზმი წიდებისგან.
3. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტეულით, რათა ორგანიზმმა ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობა მიიღოს.
4. ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, რათა დროულად აიცილოთ თავიდან ანთებითი და ინფექციული პროცესები.
5. დაბოლოს, გაიღიმეთ.