ზოგი მხიარულად, ზოგი კი ტრაგიკულად:რას ამბობენ ზოდიაქოს ნიშნები დაშორებისას

326

ვერძი: ხვალ, ორ საათზე, ისევ ამ ადგილას მოხვალდა მერე დავილაპარაკებთ, გაიგე?
მეორე დღე: ვერძმა დაინახა თუ არა, მკლავებში სტაცა ხელი და გასაგებად აუხსნა: აღარ დაგინახონ ჩემმა თვალებმა! შენთან ურთიერთობა აღარ მინდა, გასაგებია?

კურო:კურო განუწყვეტლივ ისმენს სენტიმენტალურ სიტყვებს, ბოლოს მობეზრდება და პირში მიახლის: მოიცა, მოიცა! რაც მე შენზე ფული და ნერვები მაქვს დახარჯული, ენა როგორ გიბრუნდება? ახლა წადი, ჰაერი ჩაყლაპე და სახლში რომ მიხვალ, დამირეკე! მე არ დამარეკინო!!!

ტყუპები.ტყუპებმა პარტნიორს შემრიგებლურად დაუქნია თავი.
პარტნიორი: მოიცა, შენ რა, არ განიცდი?
ტყუპები: პირველ წუთებში განვიცადე. ახლა მივხვდი, რომ თავისუფალი ვარ და ვეღარ განვიცდი.

კირჩხიბი.კირჩხიბს დაშორების მოლოდინში ისეთი სახე აქვს, თითქოს თავზე ცა ჩამოექცა: დარწმუნებული ხარ?
პარტნიორი: სავსებით.
კირჩხიბი: არ მინდა, მერე რამე ინანო. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნო და არ ინერვიულო. ამ სიტყვების შემდეგ ის შეყვარებულს/მეუღლეს ჩაეხუტება და წერილს გადასცემს.
პარტნიორი: ეს რა არის?
კირჩხიბი: სულ მეშინოდა, რომ დავშორდებოდით და ეს წერილი გულის ჯიბით დამქონდა. როდესაც ნახავ, გამიხსენე ხოლმე.

ლომი. ლომმა პარტნიორს ამრეზით გადახედა: ამ სიტყვების შემდეგ შენ ჩემი ღირსი არ ხარ! არც კი გაბედო უკან მოხედვა! ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა. არასოდეს მივიღებ შენგან თხოვნა-მუდარას ან ბოდიშს. დაიმახსოვრე, მე უკვე წერტილი დავსვი!

ქალწული. ქალწულმა წარბები აზიდა და გვერდულად შეხედა პარტნიორს: ისე უგემოვნოდ გაცვია და იმდენად გამოუძინებლად გამოიყურები, კარგს რას მეტყოდი! როგორც კი დაგინახე, მაშინვე მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა! მაისური მაინც გაგეუთოვებინა, დაკუჭული ტანსაცმლით რომ გამომეცხადე!

სასწორი. შეუძლებელია!
პარტნიორი: მე უკვე ყველაფერზე ვიფიქრე და ზუსტად ვიცი, რომ ასე სჯობს.
სასწორი: შეუძლებელია!
პარტნიორი: უნდა დავშორდეთ.
სასწორი: იცი რამდენი ხანი ვფიქრობდი, დავშორებულიყავით თუ არა?
პარტნიორი: მერე რას აპირებ?
სასწორი: არა, ვერ გამიგე. ჯერ ვერ მოვიფიქრე, დავშორდეთ თუ არა, ამიტომ ჯერ ვერ დამშორდები!

მორიელი.მორიელი პარტნიორისკენ შეტრიალდა და საკმაოდ მშვიდი და ღიმილიანი სახით უთხრა: ჯანდაბამდე გზა გქონია.
პარტნიორი: რა გაცინებს ასეთ დროს? მე ხომ დაშორებაზე გელაპარაკები?
მორიელი: უცებ წარმოვიდგინე, როგორი უბედური იქნები ჩემს გარეშე და გავმხიარულდი… მოიცა, რა გატირებს, ჯანდაბაში არც ისე ცუდია.

მშვილდოსანი. მშვილდოსანი წინ და უკან დადის. ისმენს ლანძღვას და თან უმისამართოდ სიარულს განაგრძობს.
პარტნიორი: არ შეგიძლია, ნორმალური ადამიანივით გაჩერდე და ისე მომისმინო?
მშვილდოსანი: რით ვერ დაასრულე? ტუალეტში მინდა და გელოდები, როდის დაასრულებ!
პარტნიორი: გშორდები!
მშვილდოსანი: სულ ესაა? შემთხვევით ხომ არ იცი, არის აქ სადმე საპირპარეშო?

თხის რქა. თხის რქამ პირველივე სიტყვაზე შეაჩერა პარტნიორი და საუბარი თავად განაგრძო: ამ ბოლო დროს არ მომწონხარ. საოცრად დათრგუნული დადიხარ. ასე თუ გააგრძელებ, ჩვენი ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს.პარტნიორი: მეც სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი. გშორდები!
თხის რქა: ე.ი. ჩემს სიტყვებსაც არ იღებ და შენსას განაგრძობ?! კარგი, მაშინ როგორც გითხარი, ისე იქნება. ვშორდებით!

მერწყული. გაოგნებულმა მერწყულმა იყვირა: რას ამბობ?
პარტნიორი: უნდა დავშორდეთ!
მერწყული: ერთი კვირის წინ მაინც გაგეფრთხილებინე! გულნატკენი შეყვარებულების კლუბში როგორ გავწევრიანდე, როცა ფული უკვე დავხარჯე.
პარტნიორი: ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ ვფიქრობდი.
მერწყული: ღმერთო, რა არაადამიანურად მომექეცი! სად ვიშოვო წინასწარი შესატანი?!

თევზები. თევზები მრავლისმთქმელი მზერით: ვშორდებით?
პარტნიორი: საიდან მიხვდი, რომ ამაზე ვფიქრობდი?
თევზები: ყველაფერი ისე კარგად იყო… შეუძლებელია, სინამდვილეში ყველაფერი კარგად ყოფილიყო…
პარტნიორი: მაგრამ მე უკვე გადავიფიქრე დაშორება…
თევზები: მე უკვე შევეგუე, რომ დავშორდებოდით. როგორ შეიძლება ასეთი მერყეობა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს