საუკეთესო კვების რაციონი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ჩაინიშნეთ და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

261

ასტროლოგია ადამიანების ფსიქოტოპის შესწავლასთან ერთად მათ ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ განვითარებსაც სწავლობს. ასე მაგალითად, არსებობს ე.წ. “ასტრო-დიეტოლოგია”, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებისთვის შესაფერისი საკვების შერჩევას იკვლევს. ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანს გარკვეული სისუსტეები გააჩნია ჯანმრთელობის კუთხით და კვების რაციონიც შესაბამისი ესაჭიროება.

ვერძს ცხარე საკვები ეკრძალება ასევე უკუჩვენება აქვს ალკოჰოლის კუთხით. სასურველია მიირთვას მეტი ბოსტნეული.

კუროს ასტროლოგები ცხიმიან კერძებზე უარის თქმას ურჩევენ. ხორცეულზე მოთხოვნილება კი მოხარშული ან ფილეს სახით მომზადებული კერძებით ჩაანაცვლოს.

ტყუპს თხილეული და სწრაფი კვება უყვარს, რაც სასტიკად მავნებელია მისთვის. სასურველია მიიღოს ბევრი რძის პროდუქტი, ხაჭო და იოგურტი.

კირჩხიბმა არ უნდა მიიღოს ზედმეტად მწარე და მლაშე კერძები, კუჭთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. უნდა ჭამოს ფაფები, განსაკუთრებით სასარგებლო ამ მხრივ შვრიის ფაფაა.

ლომს გული და სისხლის ცირკულაცია აქვს სუსტი. შესაბამისად, მისთვის აუცილებელია ცე ვიტამინით მდიდარი საკვები. უნდა მიიღოს ბევრი ციტრუსი, ბოსტნეულიდან მდოგვი და წიწაკა. კარგია მცირე დოზით წითელი ღვინო.

ქალწულისთვის აუცილებელია მაქსიმალურად ჯანსაღი საკვები, რაციონში უნდა ჩართოს ბევრი ბოსტნეული და ბურღულეული. ასევე კარგია სხვადასხვა სახის ჩირი.

სასწორს ტკბილეულის სიყვარული ახასიათებს, რაც წონის პრობლემებს ქმნის. სასურველია, ნამცხვარი და შოკოლადი ხმელი ხილით, წვენებით და ქიშმიშით ჩაანაცვლოს.

მორიელს ცხარე და პიკანტური კერძებისკენ აქვს მიდრეკილება. თუმცა, მისთვის ასევე აუცილებელია ისეთი საკვები როგორიცაა” არაჟანი, ბანანი და ნუში.

მშვილდოსანს ყველაფერი გემრიელი უყვარს, თუმცა ასტროლოგები ამ ხალხს ორგანიზმის ზედმეტი გადატვირთვისგან თავის შეკავებას ურჩევენ. კარგი იქნება თუ პერიოდულად განტვირთვის დღეებს მოაწყობს სალათის ფურცლებით, ახალი ხილითა და ხაჭოთი.

თხის რქას სუსტი ძვლები აქვს. მისთვის აუცილებელია თევზეულის და ზღვის პროდუქტების მიღება. ასევე კარგია პიტნა, ლაიმი და სატაცური.

მერწყულს მომატებული გონებრივი აქტივობა ახასიათებს, ამიტომ მისთვის რაციონის თხილეულით გამდიდრებაა რეკომენდებული. ასევე კარგია ტკბილი ხილი, ბანანი, გარგარი და ა.შ.

თევზებმა ბევრი წყალი უნდა სვან. მართალია, მათ სითხის მიღება ჩაის ან ყავის სახით ურჩევნიათ (აღარაფერს ვამბობ ალკოჰოლზე), მაგრამ აუცილებელია, რომ სუფთა წყალი მიიღონ ხშირად. მათთვის ასევე კარგია ბროკოლი, ზღვის კომბოსტო და სტაფილო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს