1. ჭამეთ ნაკლები რაოდენობით ხორცი. – ხორცი გახდა ჩვენი ყოველდღიური მენიუს ძირითადი შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იგი რაც შეიძლება დიდი რაოდენობით, რადგან ის სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის, თუმცა როდესაც გსურთ წონის დაკლება, აუცილებლად გააკონტროლეთ მიღებული ხორცის რაოდენობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უნდა შეწყვიტოთ ხორცის ჭამა, უბრალოდ შეამცირედ მისი რაოდენომა და ნუ მიიღებთ ძალიან ხშირა. მიირთვით თევზის ხორცი მცირე რაოდენობით. მიზეზი, თუ რატომ უნდა მოვუკლოთ ხორცის ჭამას, არის, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს.
2. ჭამეთ ხილი შეუზღუდავად. – კარგად ნაცნობია ყველასთვის ფაქტი, რომ ხილი უნდა მივიღოთ ყოველდღიურად. ისინი გამდიდრებულნი არიან ნუტრიონებით და ვიტამინებით, რომელიც ჩვენ ორგანიზმს ეხმარება კარგად ფუნქციონირებაში. სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი უპირატესობას ანიჭებს ნაგავი საკვების ჭამას.
3. არანაირი ალკოჰოლი. – ალკოჰოლი არის თქვენი ჯანმრთელობის პირველი მტერი. გარდა ამისა, იგი არის მაღალ კალორიული. იგი გაჟღენთილია ეთანოლითა და ცხიმებით.
4. იძინეთ ბევრი. – ძილი ნამდვილად დიდ როლს თამაშობს წონის დაკლებაში. ის ხალხი, ვისაც სძინავს ცოტა, ჭამს ბევრს, რადგან მათი აპეტიტი იზრდება.
5. მოამზადეთ საჭმელები თქვენით. – საჭმელი, რომელსაც ამზადებთ თქვენი ხელით, საუკეთესოა თქვენთვის. ახალგაზრდა გოგონებისათვის ეს წარმოადგენს პრობლემას, რადგან მათ არ აქვთ გამოცდილება და ამიტომ ამჯობინებენ სწრაფი კვების ობიექტებს, რაც ჩვენი ფიგურის პირველი მტერია.
6. ამოიღეთ შაქარი კვების რაციონიდან. – რაც შეიძლება მაქსიმალურად შეამცირეთ შაქრის დოზა.
7. ჭამეთ ფართოდ. -დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ სულ ერთი და იგივე საკვებს.
8. გაიხალისეთ ცხოვრება ვარჯიშით. – ძალიან ბევრი ადამიანისათვის ვარჯიში, მხოლოდ ფიზიკურ დაღლასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ასე არაა. თქვენ უნდა ივაჯიშოთ სიამოვნებისათვის და უნდა გაათვითცნობიეროთ ეს.