ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ ორსულებმა და მომავალმა ორსულებმა

252

სპეციალისტები აგერ უკვე მერამდენედ გვაფრთხილებენ რომ მომავალმა დედებმა კვების რაციონი უნდა აკონტროლონ, რადგან არაჯანსარი საკვები გესტაციური დიაბედის რისკს ზრდის.

ამჯერად კი მეცნიერებმა უფრო ზუსტი სტატისტიკა გამოაქვეყნეს. როგორც აღმოჩნდა ორსული ქალებს რომლებიც შემწვარ საკვებს მიირთმევენ დიაბეტის რისკი 88%-ით ეზრდებათ. ოპტიმალური ვარიანტია ორსულობის დროს შმწვარი კერძების კვირაში ერთხელ მიღება. აღნიშნული დასკვნა გამოტანილ იქნა 15027 ორსულ ქალზე დაკვირვების შედეგად.

ცნობისთვის გესტაციური დიაბეტი ეს არის დიაბეტი რომელიც ჩნდება ორსულობის პერიოდში. დაავადება წარმოიქმნება ორგანიზმში ინსულინის არასაკმარისი რაოდენობის გამომუშავების გამო. გესტაციური დიაბეტი ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა იშვიათად შეიძლება შენიშნოდ შემდეგი სიმპტომები: უხვი შარდდენა, მხედველობის პრობლემები, მხედველობის გაუარესება, ხშირი წყურვილი, დაღლილობა

რა გევლენას ახდენს დიაბეტი ორსულობაზე?

შაქარი ორსულობის პერიოდში საშიშია იმიტომ , რომ მას შეუძლია პლაცენტაში გავლა და ბაშვის სისხლში მოხვედრა. ეს კი ბავშვის წონას მნიშვნელოვნად გაზრდის. დიდი ბავშვის მუცლად ყოფნა და მშობიარობა კი გარკვეულ რისკებს უკავშირდება. შესაძლებელია დაგჭირდეთ საკეისრო კვეთა. ბავშვები რომლის სისხლშიც მოხვდა ზედმეტი გლუკოზა ხშირად ავადდებიან ჰიპოკლემიით (გლუკოზის ნაკლებობა ორგანიზმში), სიყვითლე ახალშობილებში და სხვა. ასეთი პატარები მუდამ უნდა იყვნენ ექიმის კონტროლის ქვეშ. გესტაციური დიაბეტის მქონე დედის შვილები ხშირად განიცდიან ჭარბწონიანობას და დაავადებულები არიან მე-2 ტიპის შაქრის დიაბეტით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს