დღეს-დღეობით ყველა ლაპარაკობს ჯანმრთელი კვების შესახებ, თუმცა უმრავლესოვამ საერთოდ არ იცის რას ნიშნავს იგი და რა სარგემები მოაქვს მას. ჯანმრთელი კვება სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისათვის, არამედ იგი გვეხმარება ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში.
როგორ შეუძლია ჯანსაღ კვებას დამეხმაროს მიზნების მიღწევაში?
1. პირველი და მთავარი მიზეზი, რის გამოც უნდა ვიკვებოთ სწორად, არის ენერგია. საკვები ენერგიის წყაროა. სწორი კვება ნიშნავს ბევრ ენერგიას, ბევრი ენერგია კი პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან.
2. უკეთესი მეხსიერება. მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ კვება დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან.
3. ჯანმრთელი ორგანიზმი. კარგი და ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია.
4. კარგი ხასიათი. საკვები ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და განწყობაზე, ხოლო თუ არ გვაქვს კარგი ხასიათი და შემართება, მაშინ კარიერაში წინსვლა გამორიცხულია.
5. კარგი კვება ასევე კარგი და ხარისხიანი ძილის საწინდარია.
6. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯანმრთელი კვება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ათასი ნაგავი პროდუქტის ყიდვა, რაც დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში.