10 შეშლილი ადამიანი, რომელთაც მსოფლიოს გენიალური იდეები აჩუქეს

700

ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მწერლის ან პოეტის სიცოცხლე ყოველთვის დაკავშირებულია დიდ რისკთან, კერძოდ – ადამიანის შემეცნების უნართან, ხოლო დიდების მწვერვალებისაკენ მიმავალ გზას, რა იოლად სავალიც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, ყოველთვის თან ახლავს საფრთხე, რომელიც მოიცავს რაღაც შეუცნობელს, აკრძალულს და თქვენ წარმოიდგინეთ, გიჟურსაც კი.

ამ პოსტში სწორედ ასეთ ადამიანებზე გვექნება საუბარი. მინდა წარმოგიდგინოთ ათი უნიჭიერესი, თუმცა სულით ავადმყოფი ადამიანი, რომელთაც კაცობრიობას აჩუქეს გენიალური ნაწარმოებები და გრანდიოზული იდეები.

1. ედგარ ალან პო – ამერიკელი მწერალი (1809-1849)

დიაგნოზი: სულიერი აშლილობა (ზუსტი დიაგნოზი ცნობილი არაა).

სიმპტომები: სიბნელის შიში, გარღვევა მეხსიერებაში, დევნის მანია, არაადეკვატური ქცევები, ჰალუცინაციები.

ავადმყოფობის ისტორია: 1830-იანი წლების ბოლოს ედგარ პო უკვე იტანჯებოდა საშინელი დეპრესიით. გარდა ამისა, ის ბოროტად იყენებდა ალკოჰოლს, რამაც მის ფსიქიკაზე დამანგრეველად იმოქმედა: სასმელის მიღების დროს მწერალს ეწყებოდა ფსიქიური აშლილობა. ალკოჰოლს მალე ოპიუმიც დაემატა. საგრძნობლად გააუარესა პოს მდგომარეობა მისი ცოლის ავადმყოფობამაც: თავისი ბიძაშვილი ვირჯინია ედგარმა ცოლად მოიყვანა 13 წლის ასაკში. 7 წლის თანაცხოვრების შემდეგ, 1942 წელს ქალი ავად გახდა ტუბერკულიოზით, ხოლო კიდევ 5 წლის შემდეგ გარდაიცვალა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ პომ ორჯერ სცადა დაქორწინება: მისი პირველი მცდელობა თავად საპატარძლომ ჩაშალა, რომელიც ძლიერ დაფრთხა, როცა ერთხელ საქმრო ფსიქიურად შეურაცხად მდგომარეობაში იხილა. მეორე შემთხვევაში დამნაშავე თავად პო იყო: ის ქორწილის დღეს საშინლად დათვრა ბალტიმორის ერთ-ერთ რესტორანში. 4 დღის შემდეგ მეგობრებმა ის აქ იპოვეს უგონო მდგომარეობაში. მწერალი ჰოსპიტალში მოათავსეს, სადაც რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა კიდეც საშინელი ჰალუცინაციების თანხლებით. ახდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა მწერალს-მარტოობაში სიკვდილი. ექიმები იხსენებდნენ, რომ სიკვდილის წინ პო სასოწარკვეთილად უხმობდა ჯერემი რეინოლდსს – ჩრდილო პოლუსის დამპყრობთაგან პირველს.

იდეები, რომლებიც ედგარ პომ მსოფლიოს აჩუქა: მწერალმა სათავე დაუდო ორ უპოპულარეს სამწერლო ჟანრს: პირველი-საშინელებათა რომანი(მოთხრობა), მეორე-დეტექტივი. მისი რომანის (“მკვლელობა მორგის ქუჩაზე”) გმირი ოგიუსტ დიუპენი გახდა დამფუძნებელი დედუქციური მეთოდისა და წინაპარი მისი ანალოგის შერლოკ ჰოლმსისა.

2. ფრიდრიხ ნიცშე – გერმანელი ფილოსოფოსი (1844-1900)

დიაგნოზი: ბირთვული მოზაიკური შიზოფრენია.

სიმპტომები: განდიდების მანია, გონების დაბინდვა, საშინელი თავის ტკივილები, არაადეკვატური მოქმედება. ნიცშეს სამედიცინო ბარათში ეწერა, რომ ის სვამდა თავი შარდს თავისივე ჩექმიდან, მას ახასიათებდა გიჟური წამოყვირებები, საავადმყოფოს დარაჯს ბისმარკს ეძახდა, ეძინა კლინიკის იატაკზე, დახტოდა თხასავით და ემართებოდა აგრესიის შეტევები.

ავადმყოფობის ისტორია: ნიცშემ გადაიტანა რამოდენიმე აპოპლექსიური შეტევა, იტანჯებოდა ფსიქიკური მოშლილობით მთელი 20 წლის განმავლობაში, აქედან მან 11 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და სიკვდილამდე რამოდენიმე თვით ადრე ნიცშეს მხოლოდ რამოდენიმე დანაწევრებული ფრაზის წარმოთქმა შეეძლო, მთლიანი წინადადების თქმას ის ვერ ახერხებდა.

იდეები, რომლებიც ფრიდრიხ ნიცშემ მსოფლიოს აჩუქა: “ზეადამიანობის იდეა” – როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოთ, სწორედ ეს თხასავით მხტუნავი მამაკაცი ასოცირდება ჩვენს წარმოდგენაში თავისუფალ, ზემორალურ, სრულყოფილ პიროვნებად. “ახალი მორალის იდეა”: სწორედ ჯანსაღმა მორალმა უნდა განამტკიცოს ადამიანის მისწრაფება ხელისუფლებისაკენ, სხვა ყველანაირი მორალი ავადმყოფური და უსარგებლოა. “ფაშიზმის იდეოლოგია”: ავადმყოფები და სუსტები უნდა დაიღუპონ, ხოლო ძლიერებმა უნდა გაიმარჯვონ; და ბოლოს იდეა: “ღმერთი მკვდარია”.

3. ერნესტ ჰემინგუეი – ამერიკელი მწერალი (1899-1961)

დიაგნოზი: მწვავე დეპრესია, გონებრივი მოშლილობა.

სიმპტომები: სუიციდისადმი მიდრეკილება, დევნის მანია, ნერვიული აშლილობა

ავადმყოფობის ისტორია: 1960 წელს ჰემინგუეი კუბიდან აშშ-ში დაბრუნდა, მას სტანჯავდა საშინელი დეპრესია, აკვიატებული შიშის მანია და თავდაუჯერებლობა. ჰემინგუეის აღარ შეეძლო წერა და ამიტომ ნებაყოფლობით დასთანხმდა გამოკვლევა გაევლო ფსიქიატრიულ კლინიკაში. მან გადაიტანა ელექტროშოკის 20 სეანსი, რის შესახებაც ასე წერდა:” ექიმებს, რომლებიც მე ელექტროშოკს მიკეთებდნენ, საერთოდ არ ესმოდათ მწერლების. რა აზრი ჰქონდა ჩემი ტვინის დაშლას და მეხსიერების წაშლას, რომელიც ჩემს კაპიტალს წარმოადგენდა. მათ მე ცხოვრების სანაგვეზე გადამაგდეს. ეს იყო შესანიშნავი მკურნალობა იმ სავალალო შედეგით, რომ მათ დაკარგეს პაციენტი”. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჰემინგუეი დარწმუნდა, რომ მას აღარ შეეძლო წერა და მან ჩაიდინა თვითმკვლელობის პირველი ცდა. ახლობლებმა შეძლეს მწერლის გადარჩენა. ცოლის თხოვნით მან ისევ გაიარა მკურნალობის ერთი სეანსი, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა: საავადმყოფოდან გამოსვლის 5 დღის შემდეგ ჰემინგუეიმ თავი მოიკლა: მან რევოლვერი თავში ისროლა.

იდეები, რომლებიც ერნესტ ჰემინგუეიმ მსოფლიოს აჩუქა: “დაკარგული თაობის” იდეა; ახალი ლიტერატურული ხერხი-

”აისბერგის მეთოდი”, როცა ძუნწ, მცირე მოცულობის ტექტში დევს უზარმაზარი, სულისშემძვრელი კონტექსტი. ჰემინგუეის ყველაზე უკომპრომისო მაჩო მოხუცი მეთევზე სანტიაგოა (“მოხუცი და ზღვა”), რომელსაც დიდმა მწერალმა შემდეგი სიტყვები ათქმევინა: “ადამიანი იმისათვის როდია შექმნილი, რომ დამარცხება იწვნიოს. ადამიანი შეიძლება გაანადგურო, მაგრამ მას ვერ დაამარცხებ”. თავად ჰემინგუეი იყო : მონადირე, მწერალი, მებრძოლი, სპორტსმენი, ჯარისკაცი, მეთევზე, მოგზაური და ბოლოს, ნობელის პრემიის ლაურეატი….სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.. სამწუხაროა, რომ ასეთმა ადამიანმა ბრძოლაზე უარი თქვა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა თავის იდეალები მწერალმა ბოლომდე დაიცვა: “მამაკაცი საწოლში არ უნდა მოკვდეს, ის ან ბრძოლაში უნდა ჩაებას, ან ტყვია დაიხალოს შუბლში”.

4. ფრანც კაფკა – ჩეხი მწერალი (1883-1924)

დიაგნოზი: მკვეთრად გამოხატული ნევროზი, ფუნქციონალური ხასიათის ფსიქოსტენია, მუდმივი დეპრესიული მდგომარეობა.

სიმპტომები: აგზნებადობა, რომელსაც პერიოდული აპათიის შეტევები ახლდა, უძილობა, აკვიატებული შიში, ფსიქომატიური პრობლემები ინტიმურ სფეროში.

ვადმყოფობის ისტორია: კაფკას ღრმა ფსიქოლოგიური ჩავარდნები განპირობებული იყო მისი კონფლიქტით მამასთან, დაძაბული ურთიერთობით ოჯახის წევრებთან, ჩახლართული სასიყვარულო ურთიერთობებით. კაფკას მამას არ მოსწონდა შვილის გატაცება მწერლობით და მას ოჯახისაგან მალულად უწევდა წერა.

“ჩემთვის საშინელება იყო ეს ორმაგი ცხოვრება, რომლის შედეგიც მხოლოდ ერთი შეიძლება ყოფილიყო-სიგიჟე, “-წერდა მწერალი თავის დღიურში.

როდესაც მამამ მოითხოვა, რომ ფრანცს სამსახურის შემდეგ მასთან ემუშავა სავაჭრო ფარდულში და არა რაღაც სისულელეები ეჯღაბნა, ბიჭმა გადაწყვიტა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. მისი სიცოცხლე მეგობარმა მაქს ბროდმა იხსნა, რომელმაც მოახერხა და მკაცრ მამას ხელიდან გამოგლიჯა განწირული მეგობარი. მაგრამ ამ შემთხვევამ საშინელი კვალი დააჩნია მწერლის ცხოვრებას: მის ფსიქიურ მდგომარეობაში იყო როგორც სიმშვიდის და ღრმა დეპრესიის, ასევე ნევრიული აშლილობის და აგრესიულობის პერიოდები.

მწერალი 41 წლის ასაკში ტუბერკულიოზისაგან გარდაიცვალა: ბოლო წლებში ავადმყოფობამ გაანადგურა არამარტო მისი სხეული, არამედ გონებაც.

იდეები, რომლებიც ფრანც კაფკამ მსოფლიოს აჩუქა: კაფკა ნაკლებად ცნობილი იყო მის სიცოცხლეში, მისი ნაწარმოებები იშვიათად იბეჭდებოდა, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მისმა ნაწერებმა ახალი ლიტერატურის თაყვანისმცემლების გულები დაიპყრო. კაფკას სამყარო – აღსავსე სასოწარკვეთილებით, განწირულებითა და შიშით მწერლის დრამით სავსე პირადი ცხოვრების გამოძახილია და სწორედ ის გახდა ლიტერატურის ახალი მიმდინარეობის საფუძველი, რომელსაც “ლიტერატურა დიაგნოზით” ეწოდა. ეს ჟანრი არსებითად დამახასიათებელი გახდა XX საუკუნის მწერლობისათვის.

5. ჯონათან სვიფტი – ირლანდიელი მწერალი (1667-1745)

დიაგნოზი: პიკის ავადმყოფობა ან ალცჰაიმერის ავადმყოფობა.

სიმპტომები: თავბრუსხვევა, სივრცეში დეზორიენტაცია, მეხსიერების დაკარგვა, ადამიანების და გარემომცველი საგნების ვერცნობა, მეტყველების უნარის ნაწილობრივი დაკარგვა.

ავადმყოფობის ისტორია: სიმპტომების თანდათანობითი ზრდა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში სრულ გონებასუსტობაში გადაიზარდა.

იდეები, რომლებიც ჯონათან სვიფტმა მსოფლიოს აჩუქა: პოლიტიკური სატირის ახალი ფორმა. რა თქმა უნდა, “გულივერის მოგზაურობა” არ იყო პირველი სარკასტული ნაწარმოები, მიძღვნილი გამეფებული უსამართლობისადმი, მაგრამ ნოვატორული იდეა აქ მის ხედვაში კი არაა, არამედ ოპტიკაში. იმ დროს, როცა სხვა სატირიკოსები სამყაროს გამადიდებელი შუშით ან ტელესკოპით უყურებდნენ, ჯონათან სვიფტმა ამისათვის შექმნა ლინზა საოცრად მრუდე სარკეებით. სწორედ ამ “ლინზით” ხელმძღვანელობდნენ თავიანთ უკვდავ ნაწარმოებებში გოგოლი და სალტიკოვ-შჩედრინი.

6. ჟან-ჟაკ რუსო – ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი (1712-1778)

დიაგნოზი: პარანოია

სიმპტომები: დევნის მანია – რუსოს სულ ეჩვენებოდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა, ამიტომ მწერალი არასოდეს არ ჩერდებოდა დიდხანს ერთ ადგილზე – ის, როგორც იტყვიან, “მომთაბარე” ცხოვრებას ეწეოდა. რუსო დარწმუნებული იყო, რომ მისი მეგობრები და ნათესავებიც კი არ იყვნენ სანდონი და ისინი მის მოკვლას ან ციხეში ჩაგდებას აპირებდნენ.

ავადმყოფობის ისტორია: 1760 წელს ჟან-ჟაკ რუსომ გამოსცა წიგნი “ემილი, ანუ აღზრდის შესახებ”, რის გამოც ძალიან დიდი კონფლიქტი ჰქონდა ეკლესიასთან და ხელისუფლებასთან. კონფლიქტის შემდეგ რუსოსათვის ისედაც დამახასიათებელმა ეჭვიანობამ უკვე ავადმყოფური სახე მიღო. მას მუდამ შეთქმულება ელანდებოდა; უაზროდ გარბოდა მეგობრებთან და ახლობლებთან სტუმრობის დროს; ეჩვენებოდა, რომ მას მუდამ ბრალს სდებდნენ რაიმე დანაშაულში. მაგალითად, ერთხელ რუსო სტუმრად იყო მეგობარ მარკიზთან. მწერლის სტუმრობის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა მასპინძლის ერთ-ერთი მსახური. რუსომ ჩათვალა, რომ მასპინძლები მას სდებდნენ ბრალს მსახურის მოწამვლაში და შეშინებულმა ჩუმად დატოვა მარკიზის სასახლე.

გენიალური იდეა, რომელიც რუსომ მსოფლიოს აჩუქა: პედაგოგიური რეფორმა. თანამედროვე პედაგოგიური სახელმძღვანელოები არცთუ იშვიათად ხელმძღვანელობენ ჟან-ჟაკ რუსოს “ემილით”. აღზრდის რეპრესიული და სპარტანული მეთოდების მაგივრად რუსომ შემოგვთავაზა ალერსის და თბილი მოპყრობის ტაქტიკა ბავშვის მიმართ. მწერალი თვლიდა, რომ მოსწავლე უნდა გავათავისუფლოთ მშრალ ფაქტებზე მექანიკური მიჯაჭვულობისაგან და მას ყველაფერი უნდა ავუხსნათ ცოცხალი მაგალითებით. შემდეგი იდეა იყო ახალი ტიპის ლიტერატურული გმირები და უახლესი მიმდინარეობა ლიტერატურაში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საფრანგეთის დიდი რევოლუციის მესვეურები სწორედ რუსოს ნაწარმოებებით იყვნენ შთაგონებულნი იმ დროს, როცა მწერალი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ძალადობისა და არასოდეს არ იდგა რადიკალიზმის მხარეზე.

7. ნიკოლოზ გოგოლი – რუსი მწერალი (1809-1852)

დიაგნოზი: პარანოია, პერიოდული ფსიქოზი

სიმპტომები: მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, აპათიისა და უნარშეზღუდულობის პერიოდები (ხანდახან სრულ უძრაობამდე, როცა მწერალი გარეგან გამაღიზიანებლებზე არანაირ რეაქციას არ ამჟღავნდებდა), დეპრესიული მდგომარეობა, მწვავე ფორმის იპოჰონდრია, კლაუსტროფობია.

ავადმყოფობის ისტორია: შიზოფრენიის გამოვლინებები ამა თუ იმ სახით გოგოლს თან სდევდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, თუმცა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაავადება ძალიან პროგრესირებადი გახდა. 1852 წლის 29 იანვარს მუცლის ტიფისაგან გარდაიცვალა გოგოლის უახლოესი მეგობრის და. ამ სიკვდილმა მწერალში საშინელი იპოჰონდრია გამოიწვია. გოგოლი ჩაიძირა ღრმა ლოცვებში, აკრძალა საკვების მიღება, მას წაერთვა მოძრაობის უნარი და ჩავარდა დეპრესიაში. მწერალი ეუბნებოდა მეგობრებს, რომ ის სასიკვდილოდაა ავად და სულ მალე მოკვდება. ექიმმა გულისყურით გასინჯა გოგოლი, მაგრამ სერიოზული ვერაფერი ვერ აღმოუჩინა, თუმცა მას ჯიუტად არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მძიმე ავადმყოფი არ იყო. 11 თებერვლის ღამეს მწერალმა მთელი თავისი ხელნაწერები დაწვა, რადგან მოეჩვენა, რომ მას სატანა გამოეცხადა და უბრძანა ამის გაკეთება. მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს “მკურნალობა” მხოლოდ წურბელების დასმით, ცივი ზეწრების შემოხვევით და თავის ყინულიან წყალში ჩაყოფით შემოიფარგლებოდა. მწერლის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და 21 თებერვალს ის გარდაიცვალა. გოგოლის სიკვდილის მიზეზი დღესაც იდუმალებითაა მოცული. სავარაუდოდ, მწერალმა თავადვე მიიყვანა საკუთარი თავი სრული ნევრიული და ფიზიკური განადგურებისაკენ. სამწუხაროდ, პროფესიონალი ფსიქიატრის დახმარება მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა, თორემ კარგ ფსიქიატრს მისი სიცოცხლის გადარჩენა ნამდვილად შეეძლო.

იდეა, რომელიც ნიკოლოზ გოგოლმა მსოფლიოს აჩუქა: სპეციფიური სიყვარული პატარა, უბრალო ადამიანისადმი, რომელიც შეზავებული იყო ნახევრად სიბრალულითა და ნახევრად ზიზღით. მისი შემოქმედება სავსეა საოცრად ზუსტად მოძებნილი რუსი ტიპაჟებით. გოგოლმა შექმნა სპექტაკლის რამოდენიმე მოდელი, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც ძალიან პოპულარულია( მაგალითად, “მკვდარი სულები”).

8. გი დე მოპასანი – ფრანგი მწერალი (1850-1893)

დიაგნოზი: ტვინის პროგრესული დამბლა.

სიმპტომები: იპოჰონდრია, სუიციდისადმი მიდრეკილება, მრისხანების შეტევები, ბოდვა, ჰალუცინაციები.

ავადმყოფობის ისტორია: გი დე მოპასანი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა იპოჰონდრიით: მას საშინლად ეშინოდა, რომ ჭკუიდან არ შეშლილიყო. 1884 წლიდან მოპასანს დაეწყო ნევრული შეტევები და ჰალუცინაციები. უკიდურესად მწვავე ნევრული შეტევების დროს მან ორჯერ სცადა თავის მოკვლა (ერთხელ რევოლვერის, ხოლო მეორედ ქაღალდის საჭრელი დანის საშუალებით). ორივე ცდა მარცხით დასრულდა. 1891 წელს მწერალი დააწვინეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც მან ნახევრადცნობიერ მდგომარეობაში გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები).

იდეები, რომლებიც გი დე მოპასანმა მსოფლიოს აჩუქა: ფიზიოლოგიზმი და ნატურალიზმი (მათ შორის ეროტიკაში) ლიტერატურაში; მოთხოვნილება – დაუღალავად ებრძოლო უსულგულო, გულგრილ საზოგადოებას. მოპასანის “ლამაზი მეგობრის” თავისებური კლონები დღესაც ძალიან პოპულარულია ფრანგულ ლიტერატურაში. ამის მაგალითად თანამედროვეობის საკმაოდ ცნობილი მწერლები მიშელ უელბეკი და ფრედერიკ ბეგბედერიც გამოდგება.

9. ვირჯინია ვულფი – ინგლისელი მწერალი ქალი (1882-1941)

დიაგნიზი: დეპრესია, ჰალუცინაციები, კოშმარები.

სიმპტომები: ღრმა დეპრესიაში ჩაძირული ვირჯინია მუდამ ჩიოდა, რომ მას გამუდმებით ესმის ჩიტების ხმები, რომლებიც ჭიკჭიკებდნენ ძველი საბერძნეთის ზეთისხილის ხეებზე. ქალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ მუშაობდა კოშმარების და უძილობის გამო. ბავშვობიდანვე იტანჯებოდა სუიციდური მიდრეკილებით.

ავადმყოფობის ისტორია: როცა ვირჯინია 13 წლის იყო, მისი გაუპატიურება სცადეს მისმა ბიძაშვილებმა, რომლებიც ვიჯინიას მამასთან სტუმრად იყვნენ ჩამოსულნი. ამ შემთხვევამ ჩამოუყალიბა ქალს მამაკაცებისადმი ზიზღის და უნდობლობის გრძნობა და შიში მათთან ფიზიკური სიახლოვისა, რასაც ის მთელი ცხოვრება გაურბოდა. გაუპატიურების მცდელობიდან სულ რამოდენიმე თვეში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა ვირჯინიას დედა, რამაც გოგონა საშინელ დეპრესიაში ჩააგდო.

ნერვიულმა, მგრძნობიარე გოგონამ თავის მოკვლა სცადა, ის გადაარჩინეს, მაგრამ ამ შემთხვევებმა სამუდამო დაღი დაასვა ვირჯინიას სულიერ მდგომარეობას. გოგონას მდგომარეობა კიდევ უფრი გაუარესდა 1904 წელს, როცა მან მამაც დაკარგა. ვირჯინია ვულფის ემოციური, გულახდილი მოთხრობები და პირადი წერილები გვაძლევენ საფუძველს ვიფიქროთ, რომ ქალი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცისა იყო, მაგრამ ეს ასე არაა. ბავშვობაში გადატანილი ტრაგედიის გამო ჩამოყალიბებული ზიზღი მამაკაცებისადმი გახდა მიზეზი იმისა, რომ ვირჯინიას ძალიან უყვარდა ქალები, მაგრამ ამავე დროს ის უარყოფდა მათთანაც კი ყოველგვარ ფიზიკურ სიახლოვეს: ქალი ვერ იტანდა კოცნას, მოხვევას, ასე განსაჯეთ, უახლოეს მეგობრებსაც კი ხელის ჩამორთმევის უფლებას არ აძლევდა.

29 წლის ვირჯინია ცოლად გაჰყვა ლეონარდო ვულფს. მათი ცოლ-ქმრული წყვილი სამაგალითო და ერთგული მეუღლეების ეტალონს წარმოდგენდა, თუმცა გავრცელდა ჭორები, რომ ვირჯინიამ ვერა და ვერ შეძლო მეუღლისათვის ცოლობა გაეწია და მათ არანაირი ფიზიკური სიახლოვე არ ჰქონიათ.

1941 წელს ლონდონის დაბომბვის დროს დაინგრა მწერალი ქალის სახლი. გადატანილმა შიშმა კიდევ უფრო გაამწვავა ვირჯინიას სულიერი მდგომარეობა. ექიმებმა კატეგორიულად მოითხოვეს მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწოლა. მაშინ ვირჯინიამ იმის შიშით, რომ კლინიკაში მოხვდებოდა და ცხოვრების დარჩენილ დღეებს იქ გაატარებდა, სისრულეში მოიყვანა ის, რაც არაერთხელ აღწერა თავის ნაწარმობებებში და რამოდენიმეჯერმე სცადა ცხოვრების მანძილზე – მან თავი დაიხრჩო მდინარე ოუსში.

იდეები, რომლებიც ვირჯინია ვულფმა მსოფლიოს აჩუქა: ნოვატორული იდეები სამყაროს ბობოქარი ცხოვრების ყოველდღიურობის გადმოცემისა; გმირების შინაგანი სულიერი სამყაროს სიღრმისეული გადმოცემა; ქვეცნობიერის მრავალფეროვნების აღწერა – სწორედ ამ იდეების გამო ვირჯინია ვულფის ნაწარმოებები შევიდა ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში. იყო რა ტოლსტოის “ნიჭიერი და ერთგული მოსწავლე”, ვირჯინია ვულფმა განვითარების უმაღლეს დონეზე აიყვანა ინგლისურ პროზაში “შინაგანი მონოლოგი”.

10. სერგეი ესენინი – რუსი პოეტი (1895-1925)

დიაგნოზი: ბიპოლარული აფექტური აშლილობა

სიმპტომები: დევნის მანია, მრისხანების უეცარი შეტევები, არაადეკვატური მოქმედება – პოეტი ხალხის თანდასწრებით ამსხვრევდა ავეჯს, სარკეებსა და ჭურჭელს, შურაცხყოფას აყენებდა გარშემო მყოფ ადამიანებს).

ავადმყოფობის ისტორია: ხშირად განმეორებადი ფსიქიკური შეტევების გამო, რომლებიც, როგორც წესი, განპირობებული იყო ალკოჰოლის დიდი დოზის მიღებით, ესენინმა რამოდენიმეჯერმე გაიარა მკურნალობის კურსი ფსიქონევროლოგიურ კლინიკებში – რუსეთსა და საფრანგეთში. მკურნალობამ, სამწუხაროდ, დადებითი შედეგი ვერ გამოიღო: პროფესორ განუშკინის კლინიკიდან გამოწერის რამოდენიმე კვირის შემდეგ ესენინმა თავი მოიკლა: მან თავი ჩამოიხრჩო გათბობის მილზე ლენინგრადის სასტუმროში “ანგლეტერი”.

იდები, რომლებიც სერგეი ესენინმა მსოფლიოს აჩუქა: ახალი ინტონაცია პოეზიაში. მან სტილისტურ ნორმად აქცია სიყვარული სოფლის და მისი მცხოვრებლების მიმართ. ამასთანავე ესენინმა, რომელიც ბევრს მუშაობდა ქალაქური ხულიგნური რომანსის დარგში, საფუძველი ჩაუყარა რუსულ შანსონს, რომელიც დღეს ასე პოპულარულია ამ ქვეყანაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს