როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი უკუღმა მიდის, დაფნის ფოთოლს ცეცხლს ვუკიდებ.

3338

დაფნის ფოთოლი არ არის მხოლოდ უნიკალური სანელებელი, რომელიც სასიამოვნო არომატს აძლევს კერძებს. კეთილშობილ დაფნას უძველესი დროიდან პატივს სცემენ სხვადასხვა ქვეყნებში. იგი სიბრძნის, სიძლიერისა და გამძლეობის სიმბოლოა. ძველ საბერძნეთში დაფნა წმინდა ხედ ითვლებოდა და სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულთა თავებს მისი ფოთლების გვირგვინით ამშვენებდნენ. დაფნის სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთი და მცირე აზიაა. დღეს დაფნის ფოთლის გაზრდა ფანჯრის რაფაზეც შეგიძლიათ ან ტერასაზე ქოთნებში

დაფნის ფოთოლი ნებისმიერი კერძის ერთ-ერთი მთავარი სანელებელია. უფრო მეტიც, ეს სანელებელი მსოფლიოს მრავალი ხალხის კერძებში გვხვდება. უძველესი დროიდან ითვლებოდა, რომ დაფნის ფოთოლი მხოლოდ სპეციფიკური არომატით არ გამოირჩევა. ოკულტურ მეცნიერებასა და ეზოთერიზმში დაფნის ფოთლებსა და თავად დაფნის ხეს მაგიურ თვისებებს მიაწერენ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – სწორედ ამ საკითხში გარკვევას შევეცდებით.

დაფნის ფოთოლი სახლში

გინდ დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ ჩვენი სამყარო შედგება არა მხოლოდ იმისაგან, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ. სხვადასხვა მატერიები და ენერგიები ყოველდღიურად გვახვევია გარს. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც ფიზიკურად გრძნობთ, რომ საჭიროა სივრცის გასუფთავება საკუთარი თავის გარშემო და სახლში. და ეს არ ეხება მხოლოდ სახლის დასუფთავებას, თუნდაც გენერალურს.

ენერგიის სტაგნაცია სახლში – ეს ყოველთვის ცუდია. ასეთი ენერგია ბლოკავს ფულად ნაკადს, იღბალს, ახალ იდეებს. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ პერიოდულად მარტივი რიტუალის ჩატარებას, სახლში ენერგეტიკის გასაწმენდად. მის შემდეგ თავს უფრო კარგად გრძნობთ, თავში კი ახალი აზრები და იდეები ჩნდება.

მრავალი საუკუნეების მანძილზე ჩვენი წინაპრები დაფნის ფოთოლს წვავდნენ და მას მთელ სახლს მოატარებდნენ ხოლმე. ითვლებოდა, რომ ამ გზით სახლიდან ნეგატიურ ენერგიას და ცუდ ემოციებს დევნიდნენ.

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ასეთი რიტუალის შემდეგ სახლში დადებითი ენერგეტიკა და ბალანსი აღდგებოდა. სახლში ენერგეტიკული ბალანსის დარღვევა შეეძლო როგორც თავად ოჯახის წევრების ცუდ ფიქრებს, ასევე მეზობლების და მტრების ბოროტ თვალს. ეს ყველაფერი სახლში გროვდებოდა და დიასახლისი პერიოდულად ატარებდა გასუფთავების რიტუალს.

სახლში დაფნის ფოთლების დაწვა

დღეს ხალხურ ხრიკებს განახლებული ენერგიით იყენებენ. სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს წინაპრების ცოდნას და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს მას. ბევრ ქვეყანასა და კულტურაში უძველესი დროიდან წვავდნენ სახლში დაფნის ფოთლებს. თუმცა დაფნის ფოთლების გარდა, წვავდნენ სხვა ბალახებსაც, მაგალითად, სალბს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია რეგიონზე და იმაზე თუ რა იზრდება იქ.

რა უნდა ვიცოდეთ იქამდე, სანამ სახლში დაფნის ფოთოლს დავწვავთ. ეს რიტუალი უნდა ჩატარდეს მხოლოდ კარგი განწყობით და დადებითი ემოციებით. მადლიერებით, იმ დადებითი ენერგეტიკის მიმართ, რომელიც თქვენს სახლში შემოვა.

ეს რიტუალი არა მხოლოდ ენერგეტიკას გაასუფთავებს თქვენს სახლში, არამედ ურთიერთობების გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს ოჯახის წევრებს შორის. თავდაპირველად, უმჯობესია სახლის დალაგება. გამოიყენეთ ცეცხლგამძლე მასალისაგან დამზადებული ჭურჭელი, რათა არ მოხდეს ხანძრის პროვოცირება. ჩადეთ დაფნის ფოთოლი ცეცხლგამძლე ჭურჭელში და ცეცხლი წაუკიდეთ. ამ მომენტში უნდა იფიქროთ მხოლოდ დადებითზე და სასიამოვნოზე საკუთარი თავისთვის და თქვენი ოჯახისთვის.

დაფნის ფოთლის დაწვის შემდეგ სახლი კარგად უნდა გაანიავოთ. ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ენერგიისაგან განთავისუფლებაში, რომელიც რიტუალის შემდეგ უკვე შესუსტებულია. ასეთი რიტუალის შემდეგ თქვენს სახლში მშვიდობა და ჰარმონია დაისადგურებს. ბავშვები უკეთ დაიწყებენ სწავლას, გაუჩნდებათ ახალი იდეები და სულ უფრო მეტ დროს გაატარებენ ოჯახთან ერთად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს