როგორ უნდა ატაროთ მაქმანი 2024 წლის ზაფხულში, რათა გამოიყურებოდეთ ელეგანტურად

169

მაქმანი – ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. ცხელ ამინდში დიზაინერები გვთავაზობენ თავიდან ფეხებამდე მასში გახვევას. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს მოდურად.

ქალურობის მოდამ საბოლოოდ დაიპყრო ტენდენციები: დიდი ზომის და მამაკაცური სილუეტები მჭიდროდ მორგებულმა სამოსმა, თამამმა ჭრილებმა და გამჭვირვალე ქსოვილებმა ჩაანაცვლა. ყველასათვის საყვარელ ბრჭყვიალებსა და ბათებთან ერთად, მაქმანიც დაუბრუნდა მოდას. სკანდინავიელი მოდის ინფლუენსერები ჯერ კიდევ ზამთარში გვარწმუნებდნენ: აჟურული ელემენტები მომავალი სეზონის ნებისმიერი ლუქის იდეალური კომპონენტი იქნება. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამდვილად იქცნენ ქუჩის სტილის განუყოფელ ნაწილად და შეავსეს მრავალი მოდის სახლის კოლექცია. და თუ ადრე ეს მასალა ნივთებზე ჩანდა, როგორც დეკორატიული დეტალი, 2024 წლის ზაფხულში, დიზაინერები გვთავაზობენ თავიდან ფეხებამდე მაქმანში გახვევას.

მოდას დაბრუნდა არა მხოლოდ მაქმანებიანი კოლგოტები, არამედ სხვადასხვანაირი კაბები, ქვედაბოლოები, შარვლები, ტოპები, ბლუზები, ქურთუკები და ფეხსაცმელებიც კი. რა თქმა უნდა, ყველა ამ მოდელს არ შეიძლება ეწოდოს პრაქტიკული ყოველდღიური გარდერობისთვის, მაგრამ ნამდვილად ეფექტურია წვეულებისთვის ან სხვა სპეციალური ღონისძიებისთვის.

და რაც მთავარია: დახვეწილი მაქმანი გამოდგა სრულიად შესაფერის მასალად საქმიანი ტანსაცმლისთვის. კლასიკურ კარდიგანზე, პალაცოს შარვალზე ან კოსტუმის ჟილეტზე – ეს მასალა კიდევ უფრო მომგებიანად და ელეგანტური გამოიყურება.

მაქმანებიანი სამოსის ყოველდღიურ გარდერობში ინტეგრირება ძალიან მარტივია. მაქმანებიანი ქვედაბოლოები შეიძლება სტილიზებული იყოს როგორც უხეშ ოვერსაიზ ზედებთან, ასევე ნაზ ტილოს ჟაკეტებთან, წელზე აქცენტის გადატანით ქამრის მეშვეობით. ხოლო მაქმანებიანი ტოპები შეგიძლიათ ჩაიცვათ მაქსი ბოლოკაბებთან/ჯინსებთან, Miu Miu-ს სტილის კარდიგანთან და უბრალო შავ ბალეტებთან ან სანდლებთან ერთად.

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტია მაქმანის შერწყმა სპორტულ ფეხსაცმელთან. აჟურული ქვედაბოლო ან კაბა სპორტულ ფეხსაცმელებთან ერთად შექმნის ნაზ და რომანტიკულ იერს, რომელიც შესაფერისია ყოველდღიური გარდერობისთვის. ასეთი ჩაცმულობა აკურატულად და უჩვეულოდ გამოიყურება – განსაკუთრებით თუ კონტრასტულ აქსესუარებს დაამატებთ.

ამ ზაფხულის კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე მოდური ხრიკი არის მაქმანებიანი გამჭვირვალე კაბის/გრძელი ზედის/ბოლოკაბის ტარება პირდაპირ შარვალზე ან ჯინსზე. ასეთი „მრავალფენიანობა“ შესაძლოა ყველას არ მოეწონოს, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სტილის შეგრძნება, შეგიძლიათ აირჩიოთ სწორი აქსესუარები და ფეხსაცმელი, რათა ეს კომბინაცია ელეგანტურად გამოიყურებოდეს და არა უხერხულად.