საუზმეზე უნდა მიირთვათ ფაფა, კვერცხი და სხვა ცილოვანი საკვები და არა მარცვლეული და შემწვარი ბეკონი. ამის შესახებ გასტროენტეროლოგმა სვეტლანა ილიაშენკომ ისაუბრა.
-საუზმის საუკეთესო საკვებად ფაფას და ცილოვან პროდუქტებს დავასახელებდი, მაგალითად, მოხარშულ კვერცხს. შვრიის ფაფა, რა თქმა უნდა, უფრო დაბალანსებულია, – აღნიშნა სპეციალისტმა .
საუბარი არ არის მომენტალურ შვრიის ფანტელებზე, რადგან ისინი არ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. ერბოკვერცხი ბეკონით, ასევე არ არის კარგი არჩევანი.
ბეკონი შეიცავს უამრავ მავნე ცხიმოვან მჟავას, რომელიც ცუდად ასათვისებელია. ასეთი პროდუქტების რეგულარული მოხმარება იწვევს ჭარბ წონას და სხვადასხვა დაავადებებს.
რეკომენდებულია ჯანსაღი ცხიმოვანი მჟავეების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, როგორიცაა კარაქი.
საუზმისთვის ასევე შესაფერისია იოგურტები და ხაჭო, მაგრამ სამრეწველო დანამატების გარეშე. კენკრა ან თხილეული – შესანიშნავი დამატებაა.
როგორც გასტროენტეროლოგმა პეტმატ შამაევამ თქვა, საუზმისთვის ფაფა კლასიკური ვარიანტია, თუმცა ის ყველასთვის არ შეიძლება. ის რეკომენდაციას უწევს შვრიის, მანის, წიწიბურას, სიმინდის, ფეტვის, ბრინჯის, ქერის ფაფას ხილით და კენკრით. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, კარაქი, ხაჭო, კვერცხი.
ლაქტოზას შეუწყნარებლობისა და ცელიაკიის, გლუტენზე ალერგიის მქონე ადამიანებისთვის და დიაბეტით დაავადებულთათვის, საუზმეზე ფაფა, როგორც მთავარი კერძი, არ არის რეკომენდებული.
-ფაფის შემდეგ სისხლში ნახტომისებურად იცვლება გლუკოზისა და ინსულინის დონე. გარდა ამისა, ფაფის შემდეგ სწრაფად გადის სიმაძღრის შეგრძნება და ადამიანს ერთ საათში ისევ შივდება“, – აღნიშნა გასტროენტეროლოგმა.
ქათმის კვერცხი ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი საკვებია, მას გააჩნია ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების, მიკროელემენტების და საკვები ნივთიერებების ყველაზე დაბალანსებული კომბინაცია. ის ადვილად ასათვისებელია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას და პრაქტიკულად არ შეიცავს ნახშირწყლებს.
ქათმის კვერცხი შეიცავს:
- ვიტამინი A;
- ფოლიუმის მჟავა;
- ვიტამინი B5, B12, B2;
- ფოსფორი;
- სელენი;
- თუთია.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.