ადრეულმა საზამთრომ და ნესვმა შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადება

299

ექიმი ვერა სერიოჟინა: ადრეული საზამთრო და ნესვი შეიძლება საშიში იყოს სასუქებით „ჭარბად გამოკვების“ გამო, ისინი ხელს უწყობენ ორგანიზმში ტოქსიკური ნიტრიტების გაჩენას.

ექიმ სერიოჟინას რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ ადრეული ბაღჩეულის ყიდვისა და მოხმარებისგან. ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზამთრო და ნესვი ბუნებრივად ივლისის ბოლოდან იწებს მომწიფებას. ექსპერტმა განმარტა, რომ ადრეული ნაყოფი, რომელიც საკმაოდ მადისაღმძვრელად და მწიფედ გამოიყურება, დიდი ალბათობით, დიდი რაოდენობით სასუქით არის გამოკვებილი. ამავდროულად, მწარმოებლების მიერ გამოყენებული ნიტრატები ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ტოქსიკურ ნიტრიტებად გარდაიქმნება. ამ ტოქსინების გავლენით იზრდება სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ქსოვილების ჟანგბადოვანი შიმშილის რისკი. ბავშვები და ზრდასრულები, რომლებსაც აქვთ რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა და გამომყოფი სისტემების ქრონიკული დაავადებები, ჩვეულებრივ განიცდიან ასეთი დარღვევების ყველაზე მძიმე შედეგებს.

ვერა სერიოჟინამ დასძინა, რომ ადრეულმა საზამთრომ და ნესვმა, რომლებიც ორგანიზმისთვის შეიძლება წარმოადგენდეს ტოქსიკური ნივთიერებების წყაროს, შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადებების განვითარება.

„ნიტრატები სხეულში გროვდება, რაც იწვევს ქრონიკულ ინტოქსიკაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური დაავადება”, – თქვა ექიმმა.

გარდა ამისა, ადრეული ნაყოფის ჭამა ასოცირდება პესტიციდებით მოწამვლის რისკთან. ეს ინტოქსიკაცია ვლინდება მწვავედ: ჩვეულებრივ ახასიათებს მუცლის ტკივილი, დიარეა, ცხელება, ძლიერი სისუსტე და ძლიერი ოფლიანობა. თუ ეს სიმპტომები ადრეული საზამთროს ან ნესვის მირთმევის შემდეგ გაჩნდება, დაშავებულმა უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს