40 წლის შემდეგ საჭიროა მინიმუმამდე დავიყვანოთ პური და შაქარი, მივირთვათ ნაკლები წითელი ხორცი

244

ექიმი ეკატერინა ვოლკოვა: 40 წლის შემდეგ ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც ააქტიურებს ცხიმის დეპონირებას.

ექიმმა ვოლკოვამ თქვა, რომ დაახლოებით 50 წლის ასაკში ორგანიზმში ესტროგენის დონე იწყებს კლებას (ქალებში), ასევე უარესდება ინსულინის ხარისხიც. ეს პროცესები გავლენას ახდენს მადის უარყოფით ცვლილებებზე, ცხიმოვანი მასის და სხეულის წონის მატებაზე.

„რაც უფრო დაბალია ესტროგენის დონე, მით უფრო რთული ხდება წონის დაკლება. რაც შეეხება ინსულინს, ის არის ჰორმონი, რომელიც შლის გლუკოზას. თუ ინსულინის ხარისხი იკლებს, სისხლში იმატებს „თავისუფალი“ გლუკოზა, რაც გვაიძულებს უფრო და უფრო ხშირად ვჭამოთ“, – თქვა ექიმმა.

ვოლკოვამ დასძინა, რომ 40 წლის შემდეგ რაციონი ისე უნდა შეადგინოთ, რომ შეაჩეროს ჭარბი წონის გამომწვევი საშიში პროცესები და არ გამოიწვიოს მათი ინტენსიური განვითარება. ამ მიზნით ექიმის რეკომენდაციაა ყოველდღიურ მენიუში სამი პროდუქტის რაოდენობის შემცირება.

„საუბარია იმაზე, რომ შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანოთ პური და შაქარი, ასევე ნაკლები წითელი ხორცი მივირთვათ, უპირატესობა მივანიჭოთ თევზსა და ფრინველს“, – განმარტა ექსპერტმა.

ეკატერინა ვოლკოვას რეკომენდაციაა, რომ 40 წლის შემდეგ მიირთვათ საკმარისი საკვები, რომელიც შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავეებს, რომლებიც სასარგებლოა მეტაბოლური სინდრომის პროფილაქტიკისთვის (არარაფინირებული ზეთების, თხილეულის, უმარილო თესლეულის სახით). გარდა ამისა, ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად დღეში 500 გრამამდე ბოსტნეული უნდა მიირთვათ და დღეში მინიმუმ 8 საათი იძინოთ.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს