ექიმმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე მიასნიკოვმა განაცხადა, რომ ბოტულიზმის განვითარების რისკის გამო, ერთ წლამდე ბავშვებისთვის თაფლის მიცემა არ შეიძლება.
-თაფლი შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიის Clostridium botulinum-ის სპორებს. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში საჭმლის მომნელებელი სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ისინი უფრო დაუცველნი არიან საშიში მიკროორგანიზმების, მათ შორის ბოტულიზმის სპორების მიმართ, – აღნიშნა ექიმმა.
მან ბოტულოტოქსინს „ცნობილი შხამებიდან ყველაზე საშინელი შხამი“ უწოდა. ბოტულინის ტოქსინის მინიმალური სასიკვდილო დოზაა 0,0003 მკგ/კგ. ერთ გრამ აეროზოლირებულ ბოტულიზმის ტოქსინს შეუძლია მინიმუმ 1,5 მილიონი ადამიანის მოკვლა. სწორედ ბოტულინის ტოქსინი (და არა სხვა ნებისმიერი შხამი) ითვლება ბიოტერორიზმის პოტენციურ იარაღად.
იმისათვის, რომ Clostridium botulinu ბაქტერიის სპორებმა, რომლებიც ყველგან გვხვდება, გაიღვიძოს და დაიწყოს ბოტულინის ტოქსინის გამომუშავება, აუცილებელია სამი პირობა:
- ჟანგბადის ნაკლებობა (ანაერობული ბაქტერია);
- დაბალი მჟავიანობის გარემო;
- საკვები გარემოს არსებობა.
-ეს ყველაფერი იდეალურად შეერწყმის ერთმანეთს კონსერვის ქილაში. განსაკუთრებით სახიფათოა ბოსტნეულის კონსერვი, რომელიც, განსაზღვრებით, მზადდება დაბალმჟავიან გარემოში. ლობიო, სიმინდი, სატაცური, ჭარხალი, კარტოფილი. და, რა თქმა უნდა, თევზი, – აღნიშნა მიასნიკოვმა.
მთავარია სიმპტომების დროულად ამოცნობა. და ეს არ არის დიარეა და ღებინება, ეს არის ნევროლოგიური სიმპტომატიკა:
- ინტრაკრანიალური ნერვების დამბლა;
- გაორებული მხედველობა;
- დავარდნილი ქუთუთოები;
- სახის კუნთების სისუსტე;
- სისუსტე პროგრესირებს, გადადის მკლავებზე და მკერდზე.
- არ ხდება ტემპერატურის მომატება, პულსის ან წნევის ცვლილება. პაციენტი ყოველთვის გონზეა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.