ყავა, თხილი და ქაშაყი ხელს უწყობს ჯანსაღი ღვიძლის შენარჩუნებას

306

გასტროენტეროლოგმა ტატიანა ზამოჟნაიამ დაასახელა ღვიძლისათვის ყველაზე სასარგებლო და მავნე პროდუქტები.

ექიმმა ზამოჟნაიამ თქვა: ღვიძლის ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი პირობაა დაბალანსებული კვება.

„რაც ყველაზე მეტად დაეხმარება ამ ორგანოს, არის არა იმდენად გარკვეული პროდუქტების მოხმარება, რამდენადაც დაბალანსებული, ჰარმონიული კვება ყოველდღე“, – თქვა სპეციალისტმა.

ტატიანა ზამოჟნაიამ დაასახელა პროდუქტები, რომლებიც სასარგებლო გავლენას ახდენს ღვიძლის მდგომარეობასა და ფუნქციონირებაზე. მან განმარტა, რომ ყავა, თხილი და ქაშაყი ეფექტურად ეხმარება ჯანსაღი ღვიძლის შენარჩუნებას.

გთავაზობთ ექიმის რეკომენდაციებს:

  • ყავა უნდა დალიოთ დღეში ერთი ან ორი ჭიქა;
  • საჭიროა E ვიტამინის შემცველი პროდუქტების უფრო ხშირი მიღება: თხილის გარდა, მას შეიცავს არარაფინირებული მცენარეული ზეთები;
  • ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეების შემცველი პროდუქტებიდან უნდა მიირთვათ არა მხოლოდ ქაშაყი, არამედ სხვა ზღვის თევზი და ზღვის პროდუქტები, მათ შორის წყალმცენარეები, ასევე ავოკადო, თესლეული და სელის ზეთი.

რომელი პროდუქტები აუარესებს ღვიძლის ჯანმრთელობას. ექიმის თქმით, საზიანოა გაჯერებული ცხიმების ჭარბი მოხმარება მარგარინის, კარაქის, ქონის, წითელი ხორცის, ქოქოსის და პალმის ზეთის სახით. გარდა ამისა – რაფინირებული ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტებისა და მაღალკალორიული ტკბილი სასმელების მოხმარება.

ალკოჰოლის დასაშვები დოზა. ექიმმა ზამოჟნაიამ კომენტარი გააკეთა ალკოჰოლის დასაშვებ დოზებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ პირობითად უსაფრთხოა.

„მამაკაცებისთვის ეს არის ალკოჰოლის ორი სტანდარტული დოზა: 500 მილილიტრი ლუდი, 200 მილილიტრი ღვინო, 60 მილილიტრი არაყი. ქალებისთვის – ალკოჰოლის ერთი სტანდარტული დოზა: 250 მილილიტრი ლუდი, 100 მილილიტრი ღვინო, 30 მილილიტრი არაყი“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს