4 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი სიყვარულში – ისინი ნამდვილად მოგიშლიან ნერვებს

1484

სასიყვარულო საქმეებში წარმატებებზე პასუხისმგებელნი არიან ვარსკვლავები – ასე ფიქრობენ ასტროლოგები.

როგორია იდეალური ურთიერთობა? ზოგს მოსწონს მუდმივი მღელვარე ჩხუბი და არანაკლებ მშფოთვარე შერიგება, როგორც ესპანურ მელოდრამებში. ისე რომ, ჭურჭელი დაიმტვრიოს და ყვირილი მთელ სადარბაზოში ისმოდეს. სხვები პარტნიორში ეძებენ გაგებას, კომფორტს და სიმშვიდეს. არაფერი სჯობს ახალი სერიალის ერთად ყურებას, არა?

ხდება ასეთი რამეც: ჩვენ გვესმის, რომ ადამიანთან თავსებადობა ნულოვანია, მაგრამ მაინც თავდაუზოგავად ვიძირებით მასთან ურთიერთობაში, შემდეგ კი ძალიან ვნანობთ, რადგან მისი „გამოთლა“ შეუძლებელია. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შეგუების პროცესი ყოველთვის მხოლოდ იმის გამო არ არის აუტანელი, რომ პარტნიორს არ სურს დათმობაზე წასვლა. ზოდიაქოს ნიშანი დიდწილად განსაზღვრავს როგორც ჩვენს ბედს, ასევე სოციალური კავშირების დამყარების მანერას, დარწმუნებული არიან ასტროლოგები. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ვისთან ურთიერთობაში არ უნდა გქონდეთ ემოციური სტაბილურობისა და ხვალინდელი დღის იმედი.

ვერძი

ესენი არიან კაშკაშა, ძლიერი, ენერგიული და იმპულსური პიროვნებები, რომლებსაც სიტყვების პოვნა არ უჭირთ. ვერძ მამაკაცებს უყვართ თავიანთი უპირატესობის დამტკიცება და საკუთარი აზრის სხვებისთვის მოხვევა – ის ხომ ყველაზე სწორია. უმეტეს შემთხვევაში, ისინი ამას ახერხებენ, რადგან ვერძი ბუნებით მანიპულატორია. ეს აშკარად არ არის საუკეთესო მახასიათებელი პოტენციური პარტნიორისთვის. ჯერ ერთი, ის არ გადააბიჯებს საკუთარ თავს და არ წავა კომპრომისებზე, რომლის გარეშეც ოჯახური ცხოვრება ძალიან რთული იქნება. მეორეც, ვერძისთვის დამახასიათებელი აგრესიულობა და ფეთქებადი ხასიათი რეგულარული ემოციური რყევების მიზეზი იქნება. მესამე, 21 მარტიდან 20 აპრილამდე დაბადებულებს არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ყოველდღე სიყვარულზე ისაუბრებენ და პარტნიორს ორიგინალური კომპლიმენტებით აავსებენ.

კურო

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები – ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მატარებელი ადამიანები არიან. ერთის მხრივ, კურო მამაკაცები მზრუნველი რომანტიკოსები და მგრძნობიარე შეყვარებულები არიან, ამიტომ მათთან შეხვედრები – ერთი სიამოვნებაა. მაგრამ რას იტყვით ძლიერი, ჯანსაღი ურთიერთობის შანსებზე? ამ შემთხვევაში არც ისე მარტივია. მამაკაცი კურო მომთხოვნია და იმავეს ელის საყვარელი ადამიანებისგან, რასაც გასცემს. თუ ის პარტნიორს გაცნობის მეორე დღეს გააცნობს მშობლებს, მოაწყობს სპონტანურ რომანტიკულ მოგზაურობებს საზღვარგარეთ და მზად არის მის გამო უარი თქვას საყვარელ საქმეზე, მეგობრებზე და ყველაფერზე, მაშინ ის მსგავს საპასუხო მსხვერპლს ითხოვს. და როდესაც ეს არ ხდება, ის თავს უარყოფილად გრძნობს და თვითგვემით კავდება.

ტყუპები

ზოდიაქოს ეს ნიშანი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნიშნად ითვლება. 22 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით პერიოდში იბადებიან თავგადასავლების მოყვარული, კაშკაშა და ცნობისმოყვარე პიროვნებები. ტყუპები ენერგიით არიან სავსე, მათთან ყოფნა ყოველთვის საინტერესო და სახალისოა. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ასეთ პარტნიორთან ურთიერთობა ნამდვილ გამოცდად იქცევა, საიდანაც გამოსავლის პოვნა თითქმის შეუძლებელია. ერთ წუთში მარადიულ სიყვარულს გეფიცება, მეორე დღეს კი შეტყობინებებს არ პასუხობს და გვიან ღამემდე უცნობია სად და ვისთან იკარგება. საყვარელი ადამიანის ეჭვიანობა მათ საერთოდ არ აშინებს, პირიქით, ძლიერ ემოციებს ანიჭებს და აძლიერებს მათ.

მერწყული

ასე მივაღწიეთ პირდაპირ, თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელ და უშიშარი მერწყულს. ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან დისტანციის დაცვას და ადამიანებთან სწრაფად დაახლოებას ერიდებიან. ამიტომ, ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები არ ჩქარობენ ერთად ცხოვრებას, ერთმანეთის მშობლების გაცნობას და დაქორწინებას. ეს რისთვის სჭირდებათ? მერწყულები ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს სიმარტოვეში და მათ არ სჭირდებათ უცხო ადამიანები განწყობის ან თვითშეფასების ასამაღლებლად. მერწყულისგან არ უნდა ელოდოთ სპონტანურ რომანტიულ შეხვედრებს, შუა ქუჩაში ცეკვას და ფანჯრების ქვეშ სერენადების მღერას: ეს ყველაფერი უცხოა ფრთხილი და ზოგჯერ ცივსისხლიანი მერწყულისთვის. და ზოგადად, ყურადღების ცენტრში ყოფნა და აჟიოტაჟი მათი სტილი არ არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს