საბედისწერო სავსემთვარეობა. ასტროლოგმა ანჟელა პერლმა ისაუბრა, რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს 22 ივნისს

1877

ეს და შემდეგი სავსემთვარეობა იქნება თხის რქის ნიშანში. პლანეტების გავლენა ადამიანთა ცხოვრებაზე ასევე გაძლიერდება იმით, რომ მზე ამ მომენტში კირჩხიბის ნიშნის ქვეშ იქნება. ამ ივნისის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა იქნება სავსემთვარეობა. ის 22-ში თხის რქის ნიშანში იქნება, ისევე როგორც მომდევნო სავსემთვარეობა და ასევე დაემთხვევა მზებუდობას. ვარსკვლავების გავლენას ყველაზე მატად იგრძნობენ ვერძები, კირჩხიბები, სასწორები და თხის რქები, თუმცა ნერვიულობა არ არის საჭირო. სავსემთვარეობას ხშირად სიცხადე შეაქვს შემაშფოთებელ სიტუაციებში და იწყებს დახურვის ციკლს.

კიდევ რას უნდა ველოდოთ ამ მოვლენის დროს და როგორ მოვემზადოთ მისთვის, ისაუბრა ასტროლოგმა ანჟელა პერლმა თავის ახალ ტაროს გაშლაში.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
თასების შვიდიანი – არჩევანის ბარათი, ტრანსფორმაციები

ვერძს ივნისში რაღაცის შეცვლა მოუწევს ცხოვრებაში, მაგრამ იმის, რასაც სულით გრძნობს. თასი არის ემოციები, ინტუიცია, იფიქრეთ გულით და არა თავით. გადაწყვეტილებების მიღებამდე ჰკითხეთ საკუთარ თავს: „გამხდის თუ არა ეს უფრო ბედნიერს, ჩემს ცხოვრებას კი – სიხარულით სავსეს?“

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
პენტაკლების დედოფალი

ეს ბარათი არის თავად თქვენი, ასევე ის განასახიერებს მოგებას, სიმდიდრეს, შემოსავალს, ფულს, შესყიდვებს, ინვესტიციებს. არის შანსი, რომ მიიღოთ ახალი სამსახური ან შეკვეთა და თქვენი დანაზოგი გაიზარდოს. თუმცა, არსებობს რისკი, რომ რომელიმე თქვენი პარტნიორი მოულოდნელად მოიქცეს. დარწმუნდით, რომ არავინ იპარავს თქვენს იდეებს ან არ იბირებს თქვენს მომხმარებლებს.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
კვერთხების სამიანი – მიზნის ბარათი, მოძრაობა, მოგზაურობა

თქვენ იმოქმედებთ, მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სწავლასთან ან მოგზაურობასთან დაკავშირებით. ფინანსებში პროგრესი და წინსვლა გელით, ასევე გელით ფინანსური სტაბილურობა.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
პენტაკლების ექვსიანი

კირჩხიბი მიიღებს ფულს, განსაკუთრებით, თუ ამას დიდი ხანია ელოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს არა მხოლოდ ხელფასს, არამედ ალიმენტს და მემკვიდრეობას. ამ თვეში დაიცავთ საკუთარ საზღვრებსა და ინტერესებს, იბრძოლებთ უსაფრთხოებისთვის, მათ შორის ემოციური უსაფრთხოებისთვის. თქვენ უნდა იფიქროთ მომავალზე და დაიცვათ საკუთარი თავი.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
თასების რაინდი. ბარათი განასახიერებს რომანტიკას – მოგზაურობას, საჩუქრებს, ასევე შემოქმედებითობას

თუ დიდი ხანია რაიმე სახის შემოქმედებით პროექტზე მუშაობთ, ამ თვეში აუცილებლად მოხდება გარღვევა. გარდა ამისა, ეს არის მხარდაჭერის ბარათი, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან, გრძნობებთან, სიყვარულთან. ლომს ფინანსური კუთხით წარმატება ელის, შესრულებული სამუშაოს „მოსავალს” მოიმკის.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
პენტაკლების სამიანი

ამ თვეში შესაძლოა მიიღოთ რაიმე სახის ჯილდო ან მოიპოვოთ პოპულარობა. თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ბიზნესი და დიდი ხანია გინდოდათ ინვესტიციის ჩადება რეკლამაში, ამის გაკეთების დროა, ეს ნაყოფს გამოიღებს. ეს არის შემოქმედებითი პროცესის, გუნდური საქმიანობის ბარათი. ივნისში ქალწულები შეძლებენ საკუთარი საზღვრების დადგენას და ისწავლიან მათ დაცვას სხვების წინაშე.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
თასების ხუთიანი

ამ სავსემთვარეობამ შეიძლება გარკვეული იმედგაცრუება მოგიტანოთ, რაღაც ისე არ წავა, როგორც თავდაპირველად დაგეგმეთ, ვიღაც მხარს არ დაგიჭერთ, თქვენი გეგმები მკვეთრად შეიცვლება. სავსემთვარეობა გაჩვენებთ, რომ თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი გარემო, მაგრამ ამავე დროს ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ნეგატივზე, ყველა ცვლილება უკეთესობისკენ არის მიმართული.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
პენტაკლების პრინცესა – უფრთხილდით საგადასახადო შემოწმებას

ეს ბარათი ნიშნავს, რომ გექნებათ საქმე ფინანსურ დოკუმენტებთან ან მოგიწევთ ფინანსების მართვის სწავლა. გარდა ამისა, დროა მორიელებმა დაასრულონ წარსულის საქმეები, ამაში დაეხმარებიან ადამიანები, რომლებსაც კარგად იცნობენ. შესაძლოა წარსულის რომანტიკულმა ურთიერთობებმა შეგახსენოთ თავი ან შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ყოფილი კოლეგები გამოჩნდნენ.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
პენტაკლების მეფე – თქვენ მიიღებთ ფულს

წინ სამსახურთან და ფინანსებთან დაკავშირებული აქტივობა გელით. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაგანაც დიდი ხანია არაფერი გსმენიათ, ან ვინმე ახლობელმა გაამჟღავნოს თავისი ნამდვილი სახე და გაგაკვირვოთ საკუთარი განზრახვებით.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

თხის რქებისთვის მომავალი თვე რომანტიკით იქნება სავსე. საპირისპირო სქესის საინტერესო ადამიანის გაცნობა, ნიშნობა ან თუნდაც ქორწინება გელით. თუმცა, ეს შეიძლება ეხებოდეს სამსახურსაც: თქვენ დადებთ მნიშვნელოვან გარიგებას ან ხელს მოაწერთ შეთანხმებას. სავსემთვარეობა არის კულმინაცია და ის ბედნიერი იქნება თქვენთვის.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
კვერთხების შვიდიანი – ემოციური უსაფრთხოების თემა, სადმე დასახლდებით

შესაძლოა, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა გელოდეთ, მაგრამ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს არც თუ ისე სასიამოვნო მოვლენებს, მაგალითად, მეზობლებთან კონფლიქტს. თუ თქვენს სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება, მიიღეთ გადამწყვეტი ზომები. ეს ასევე არის სულიერი ზრდის ბარათი, იმის გაცნობიერება, რის გაკეთებაც გსურთ მომავალში.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
ხმლების ორიანი – აზრთა სხვადასხვაობა

სავსემთვარეობაზე შეიძლება ცხადი გახდეს, რომ ვიღაც თქვენს გაუფასურებას ცდილობს. ასევე, ორიანი სიმბოლოა ეჭვებისა და ფიქრებისა, შეუსრულებელი დაპირებებისა. ივნისში გაიგებთ, რომ თქვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ დაეყრდნობით. ფინანსური კუთხით, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს