სწორი ცხიმები შფოთვასთან გამკლავებაში გვეხმარება

185

დიეტოლოგმა მიხაილ გინზბურგმა ცხიმებით მდიდარი თხილეული დაასახელა იმ პროდუქტებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს კარგ განწყობას და სიმშვიდეს.

დიეტოლოგმა გინზბურგმა ისაუბრა კვების პროდუქტებზე, რომელთა მოხმარება ხელს უწყობს ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას – პოზიტიურ განწყობას, სიმშვიდეს. ექსპერტის აზრით, ტკბილეული ყველაზე ეფექტურად ქმნის „კარგი განწყობის ეფექტს“.

„ნებისმიერი ტკბილეული აუმჯობესებს ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. მათი წყალობით, ადამიანი იღებს სამ კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კარგი განწყობისთვის: შაქარს, ცხიმს და მარილს“, – განმარტა მიხეილ გინზბურგმა.

სპეციალისტმა დასძინა, რომ კენკრა ხელს უწყობს მოწყენილობასა და ცუდ განწყობასთან ბრძოლას. ის შეიცავს ბევრ საკვებ ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას. ადამიანის ემოციური მდგომარეობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინის სისხლძარღვების სიჯანსაღეს და დაცვას ანთებისგან. ამ მიზეზით, კენკრა შეიძლება ჩაითვალოს მოწყენილობისა და დეპრესიის „ბუნებრივ წამლად”.

გარდა ამისა, ჩირი შეიცავს ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს – ფლავონოიდებს. მათი მირთმევა – ასევე ხელს უწყობს კარგ განწყობას.

მათ, ვინც ხშირად განიცდის შფოთვას, გინსბურგმა ურჩია თხილეულის ჭამა – ეს პროდუქტი მდიდარია სწორი ცხიმებით (ომეგა -3), რაც ხელს უწყობს შფოთვის დაძლევას.

ექიმმა ასევე ყურადღება გაამახვილა სანელებლებზე და კაკაოზე. მათი აქტიური ნივთიერებები ააქტიურებს ორგანიზმში დოფამინის გამომუშავებას, ჰორმონის, რომელიც პასუხისმგებელია დადებითი ემოციების გაჩენაზე.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს