ზაფხულში, ცურვის შემდეგ, ადამიანს შეიძლება თირკმელების ტკივილმა შეაწუხოს

184

ნეფროლოგი ვლადიმერ ვინოგრადოვი: ზაფხულში სანაპიროზე დასვენება შესაძლოა თირკმლების ანთებით დასრულდეს.

ექიმმა ვინოგრადოვმა განმარტა, თუ რატომ შეიძლება შეაწუხოს ადამიანს თირკმელების ტკივილმა ზაფხულში ცურვის შემდეგ. ექიმმა განაცხადა, რომ ამ ტიპის ზაფხულის დასვენება მჭიდრო კავშირშია თირკმლის ანთების – პიელონეფრიტის რისკთან.

„ეს დაავადება ჯანმრთელ ადამიანში ვლინდება ჰიპოთერმიის დროს. მაგალითად, პიელონეფრიტი შეიძლება განვითარდეს, თუ ადამიანი ცურვის შემდეგ გამოვიდა ნაპირზე, მაგრამ დროულად არ გათბა“, – განმარტა ექიმმა.

ვინოგრადოვმა აღნიშნა, რომ მწვავე ანთებით პროცესს, რომელიც შეიძლება განვითარდეს სანაპიროზე გაციების შედეგად, თან ახლავს ძლიერი ტკივილი წელის არეში. ასევე, მატულობს სხეულის ტემპერატურა, არის შემცივნების შეგრძნება, შესაძლოა გაჩნდეს თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი და გულისრევა. საპირფარეშოში შესვლისას გამოთავისუფლებული შარდი ამღვრეულია და აქვს უსიამოვნო სუნი.

სპეციალისტმა დასძინა, მწვავე პიელონეფრიტის განვითარება ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ უროლოგიური პათოლოგია: მაგალითად, შარდ-კენჭოვანი დაავადება ან თანდაყოლილი ანომალია (რომლის შესახებ, როგორც წესი, თავად ადამიანმა არ იცის).

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს