ახალგაზრდა ქალებში კიდურების დაბუჟება შეიძლება საშიში სიმპტომი იყოს

1084

ექიმი ალექსანდრე მიასნიკოვი: ახალგაზრდა ქალებში კიდურების დაბუჟება შეიძლება იყოს ისეთი საშიში დაავადების სიმპტომი, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი.

ექიმმა მიასნიკოვმა ისაუბრა, თუ ჯანმრთელობის რა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს დაბუჟების შეგრძნება, რომელიც ჩნდება ხელებსა და ფეხებში. ცნობილმა ექიმმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ახალგაზრდა ქალებში კიდურების ასეთი დაბუჟება შეიძლება იყოს ძალიან საშიში სიმპტომი – თუ ეს განმეორებით ხდება, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით დამაფიქრებელი უნდა იყოს ის შემთხვევები, როდესაც ხელებისა და ფეხების დაბუჟებასთან ერთად თავს იჩენს მხედველობის პრობლემები, უარესდება მისი ხარისხი და სიცხადე და თვალებში ჩნდება დაბინდული სურათის ეფექტი, ხაზგასმით აღნიშნა ექსპერტმა.

„თუ ახალგაზრდა ქალს დაეწყება ხელებისა და ფეხების დაბუჟება და აქვს მხედველობის პრობლემები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ეს შეიძლება იყოს გაფანტული სკლეროზის დასაწყისი და მოითხოვდეს სასწრაფო მკურნალობას“, – განაცხადა ექიმმა მიასნიკოვმა.

გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ნერვების მიელინის გარსი და იკარგება ტვინსა და სხეულს შორის კავშირი. დროთა განმავლობაში თანდათანობით იკარგება კონტროლი მოტორულ და სხვა სხეულის ფუნქციებზე, ვითარდება ინვალიდობა და იზრდება ლეტალური დასასრულის რისკი.

ამის შესახებ საუბრისას, ექიმმა მიასნიკოვმა დაამატა, რომ კიდურების დაბუჟება გაფანტული სკლეროზის გარდა, არაერთი სხვა დაავადების მქონე პაციენტებშიც ფიქსირდება. მათ შორისაა დიაბეტი, აივ ინფექცია და კიბო.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს