თმის ცვენა თუთიის დეფიციტის ერთ-ერთი სიმპტომია

563

ექიმმა მარინა სავკინამ ჩამოთვალა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ადამიანის ორგანიზმში თუთიის ნაკლებობაზე.

თუთიის დეფიციტი ხშირად გამოწვეულია ერთფეროვანი ან არასწორი კვებით. ექიმ სავკინას თქმით, ორგანიზმისთვის მისი საუკეთესო წყაროა ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები. გარდა ამისა, თუთია არის კვერცხსა და რძის პროდუქტებში. ბოსტნეული და ხილი მას ძალიან მცირე დოზებით შეიცავს. პარკოსნებიდან, თხილეულიდან და მარცვლეულიდან მისი ათვისება ცუდად ხდება.

სავკინამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთ ადამიანს თუთიის დეფიციტის უფრო დიდი რისკი აქვს. რისკის ჯგუფში შედიან ვეგეტარიანელები, ალკოჰოლიკები, ორსული და მეძუძური ქალები და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე ადამიანები (მაგალითად, ნაწლავის ანთებითი დაავადება ან ცელიაკია).

თუთია ადამიანის ორგანიზმს სჭირდება მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელებისთვის, მათ შორის ქსოვილების რეგენერაციისთვის, უჯრედების წარმოქმნისთვის, იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის და ასევე, აზროვნებისა და კარგი მეხსიერებისთვის. თუ ის გვაკლია, ცუდად ვაზროვნებთ, ვსუსტდებით და მგრძნობიარენი ვხდებით სხვადასხვა სახის ინფექციების მიმართ.

ექიმმა სავკინამ აღნიშნა, რომ თუთიის დეფიციტის ერთ-ერთი სიმპტომია თმის ცვენა.

„ორგანიზმის ბევრ პროცესში თუთიის მონაწილეობის გამო, ამ მიკროელემენტის დეფიციტის სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და დამოკიდებულია ასაკზე. მათ შორისაა დიარეა, ზრდის შეფერხება, ალოპეცია (თმის ცვენა), ხშირი ინფექციები, ყნოსვისა და გემოს ცვლილებები, ჭრილობების ცუდად შეხორცება, კანის გამონაყარი და კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება“, – განაცხადა ექიმმა.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს